რა უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას

ავტორი: ბექა მუმლაძე

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტიკური მეცნიერების მიმართულების კურსდამთავრებული

plplp

თანამედროვე სამყაროში, სადაც ძალა  კვლავ აქტუალურია, არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები. ჩამოყალიბებული მსოფლიოს წესრიგისა და თუნდაც ევროპის პოლიტიკური  რუკის ცვლილება სამხედრო გზით დღესაც შესაძლებელია.

მოცემული რეგიონის საფრთხეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, საინტერესოა, რამდენად დაცულია დღეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოება,  რამდენად ადეკვატურად პასუხობს საქართველოს შეიარაღებული ძალების სიძლიერე ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს და არის თუ არა სახელმწიფოს პრიორიტეტი დღეს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, რა ნაბიჯები იდგმებოდა ამ კუთხით უახლოესი წლების განმავლობაში, და განვითარების რა ტენდენციები შეინიშნება.

Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება | Tagged , | 3 Comments

ფულადი სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა მითები და რეალობა

ავტორი: ნინო კბილცეცხლაშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული

OK

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს მეშვეობით ქვეყანაში ხორციელდება არაერთი სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა. 2005 წლიდან დღემდე აქტუალობას არ კარგავს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორებიცაა, მაგალითად, შემწეობის მიღების უფლების მქონე სუბიექტები, ოჯახის დეკლარაცია და სოც. აგენტის სუბიექტური შეფასება, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია და სხვა.

Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება | Tagged , | %(count)s კომენტარი

სტუდენტები სტატუსის გარეშე

ავტორი: ნათია ხიჯაკაძე

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი

edu

,,განათლების დონის მაჩვენებელი ქვეყნის წარმატებისა და განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. რამდენადაც განათლებულია ერი, იმდენად წარმატებულია თითოეული ქვეყანა და პირიქით. განათლებული ხალხები ქმნიან ძლიერ ინსტიტუტებს, რომლებზეც, თავის მხრივ, ფუძნდება ძლიერი სახელმწიფო.“ საინტერესოა, რამდენად აქცევს  ყურადღებას სახელმწიფო მომავალი თაობის, განსაკუთრებით კი სტუდენტების განათლებას.

Continue reading

Posted in საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, საჯარო დაწესებულება | Tagged | დატოვე კომენტარი

ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების

ავტორი: კონსტანტინე ჩაჩიბაია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი

1414660863_ea3c68c5d8d1a33650689a657d47e2fe_2005

განათლება და მეცნიერება, როგორც ქვეყნის მოდერნიზაციის უმნიშვნელოვანესი მასტიმულირებელი ფაქტორები,  სულ უფრო და უფრო მეტად ექცევა საყოველთაო ყურადღების ეპიცენტრში.  თითოეული ადამიანი, რომელიც აცნობიერებს, თუ რა დიდ ზეგავლენას ახდენს ცოდნა როგორც პირადად მის, ასევე მთელი ქვეყნის კეთილდღეობაზე, მოწადინებულია მიიღოს განათლება, აიმაღლოს კვალიფიკაცია.  თუმცა საკითხავია რამდენად ეძლევათ მათ შესაძლებლობა მიიღონ ისეთი ხარისხის განათლება, როგორიც სურთ?

Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია | 10 Comments

1 ლარად გაყიდული ქონება

ავტორი: გვანცა ფხაკაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი

lari

თუ დავუშვებთ იმას, რომ ოდესღაც სადღაც არსებობდა პლატონისეული სახელმწიფო, რომელშიც ყოველი ადამიანი თავის საქმეს აკეთებდა, მაშინ როგორ ეუფლებოდა მისთვის საჭირო საკვებ ან ცხოვრებისათვის აუცილებელ სხვა საშუალებებს? რა იყო ის რისი საშუალებითაც ერთი საქმის მკეთებელი გასცემდა საკუთრებას და სანაცვლოდ იღებდა  შრომის შედეგს. ფაქტია, ადამიანები მრავალი საუკუნის წინ მიხვდნენ რომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს, განსაკუთრებით კი ინდივიდუალური შრომის შედეგს, რომელიც წარმოუდგენელი იყო სარგებელის გარეშე გაგეცა.

Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია | დატოვე კომენტარი

განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ეფექტურობის შეფასება

ავტორი: ანა გურიელი

New Vision უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების პირველი კურსის დოქტორანტი

ganrideba

ბოლო დროს აღდგენითი მართლმსაჯულების გამოყენება მეტად პოპულარული გახდა ევროპის ქვეყნებში. 1999 წლის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციით, სახელმწიფოებმა უნდა დანერგონ მედიაცია, როგორც სერვისი სისხლის სამართლის პროცესის ყველა ეტაპზე.  აღდგენითი მართმსაჯულების ძირითადი პრინციპებია:

1. დაზარალებულისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება;

2. დამნაშავის მიერ ქცევის გამოსწორება;

3. მოქალაქეების უშუალო მონაწილეობა კრიმინალური დავების გადაწყვეტაში. Continue reading

Posted in განრიდებისა და მედიაციის პროგრამა, საჯარო დაწესებულება | Tagged , | დატოვე კომენტარი

სახელმწიფოს პოლიტიკა უსინათლო ადამიანების მიმართ და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში

ავტორი: თინათინ მაღედანი

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი

los

თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებში მნიშვნელოვანია საჯარო ინფორმაცია მაქსიმალურად  ხელმისაწვდომი იყოს მოქალაქეებისათვის. როცა ხელისუფლება გრძნობს რომ ანგარიშვალდებულია მოსახლეობის წინაშე, ის დგამს უფრო ქმედით ნაბიჯებს სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად. წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს საქართველოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კვლევას უსინათლო ადამიანების პრობლემების მაგალითზე.

Continue reading

Posted in საჯარო დაწესებულება, შშმ პირთა პრობლემები | Tagged , , , | დატოვე კომენტარი

ადვოკატირების წარმატებული კამპანია – წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია მალე დაიწყება

ავტორი: გიორგი ჩუბინიძე

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი

muzeumi

ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეურის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვიშხეთში წლების მანძილზე ინგრევა და ნადგურდება.

Continue reading

Posted in საჯარო დაწესებულება | Tagged , , | დატოვე კომენტარი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდისა და Facebook გვერდის მონიტორინგი

ავტორი: თამთა ჩხაიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტიganatlebis-saministro

რამდენად ღია და სრულყოფილია იმ სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი, რომლის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფისთვის შეიძლება იყოს საინტერესო? 15-დან 65 წლამდე ასაკის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მუშაობით დაინტერესებულ პირებს ხშირად უწევთ მათთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი თუ პროფესიული განათლების შესახებ. ინფორმაციის მისაღებად კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი და Facebook გვერდი ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი გზაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, თუ რამდენად სრულყოფილია აღნიშნული სამინისტროს  ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და ამავდროულად რა ინფორმაცია იდება სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და დაგეგმილი აქტოვობების შესახებ FB გვერდზე;

Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება | Tagged , | %(count)s კომენტარი

ღია მმართველობის პარტნიორობა და ნეპოტიზმის დაძლევის მექანიზმები საჯარო დაწესებულებებში

ავტორი: თამთა ჭრიკიშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი

hr.gov.ge

საჯარო სამსახური განსაკუთრებით მოითხოვს ღიაობასა და გამჭვირვალობას, რადგან ევალება ემსახუროს საზოგადოებას და შესაბამისად, იყოს მისთვის მაქსიმალურად გახსნილი. მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესსა თუ მიმდინარე მოვლენებში,  ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) არის ერთ-ერთი მექანიზმი იმისათვის, რომ მოსახლეობა ჩართული იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ამავდროულად, საჯარო სამსახურის მუშაობა გახდეს გამჭვირვალე. Continue reading

Posted in ელ-მმართველობა, საჯარო დაწესებულება | Tagged , | 2 Comments