ელ-კომუნიკაციის განვითარება საქართველოში

თანამედროვე მსოფლიოში ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მთავრობასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის დონის ამაღლებაში. დღეს ინტერნეტ მმართველობა საგულისხმო როლს თამაშობს სახელწმიფო სტრუქტურებისა და პოლიტიკური პარტიების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის და ამ აქტორებს შორის ნდობის ამაღლების საქმეში. აშკარა გახდა, რომ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებამ ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაადვილა. მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ სოციალური ქსელებითაც კი პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ და საკუთარი პრობლემები გაუზიარონ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.

ინტერნეტის მომხმარებელთა მზარდი რაოდენობის ფონზე, საქართველოში ელექტრონული დემოკრატიის სტანდარტები თანდათან ინერგება. თუმცა, ამ მიმართულებით გამოცდილებისა და ექსპერტიზის ნაკლებობის გამო ელ-მმართველობის, ელ-მონაწილეობისა და ელ-კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებები არასათანადოდ, ან საერთოდ არ არის დამკვიდრებული.

აღნიშნული მიმართულებით საქართველოში არსებული პრობლემების გამოვლენისა და მათ გადასაჭრელად საჭირო ზომების მიღების მიზნით, პროექტის ფარგლებში იგეგმება რამდენიმე ტიპის აქტივობა და ღონისძიება:

  • ქართული საჯარო უწყებებისა და პოლიტიკური პარტიების ვებ-გვერდების საკომუნიკაციო ელემენტების ეფექტურად გამოყენების შესწავლა, აღნიშნული სერვისების ტესტირების გზით;
  • ქართული საჯარო უწყებებისა და პოლიტიკური პარტიების სოციალურ ქსელებზე (ძირითადი აქცენტი კეთდება Facebook-ზე) მოსახლეობის ჩართულობის ხარისხის კვლევა. ამავე დროს, სამთავრობო დაწესებულებისა და პოლიტიკური გაერთიანებების მხრიდან მოსახლეობასთან კომუნიკაციის დამყარების სტრატეგიის ეფექტურობის შეფასება, მათი მუდმივი მონიტორინგის საშუალებით;
  • ელ-მონაწილეობისა და ელ-ჩართულობის უზრუნველსაყოფად საჭირო ტექნიკების, ინოვაციური პროექტებისა და პლატფორმების შესახებ უცხოური გამოცდილების გაზიარება;
  • ახალი ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების დახმარებით, უბრალო მოქალაქეების ინფორმირება ელ-ჩართულობის მნიშვნელობის, ამ მიმართულებით მათ ხელთ არსებული რესურსებისა და ბერკეტების შესახებ;
  • სოციალური მედიის მონიტორინგი და მათ გვერდებზე მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული კომენტარების ანალიზი.

პროექტის ფარგლებში შერჩეულია 19 საჯარო უწყება, ათამდე პოლიტიკური პარტია, რამდენიმე მედია საშუალება და საჯარო მოხელე. მონიტორინგი ჩაუტარდება სოციალურ ქსელ Facebook-ში მათ ოფიციალურ გვერდებს. ამის მეშვეობით შეფასდება, ერთი მხრივ, თავად აღნიშნული სუბიექტების მხრიდან მოსახლეობასთან ინტერაქციისა და მათი პრობლემების გაზიარების მზაობა. მეორე მხრივ, კი გამოირკვევა თავად მოქალაქეების აქტიურობის დონე.

კვლევის ძირითადი ტენდენციებისა და პირველადი მონაცემების შესახებ რეგულარულად დაიწერება სტატიები და გამოქვეყნდება აღნიშნულ ბლოგზე. ამასთან ერთად, პროექტის ორგანიზატორები მკითხველს შესთავაზებენ ინფორმაციას უცხოეთში ელ-მონაწილეობის ფარგლებში განვითარებული სხვადასხვა ინიციატივების შესახებ. თანაც, ბლოგის საშუალებითა და მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებებით მოქალაქეებს კვლევაში პირდაპირი ან ირიბი ჩართვის საშუალება ექნებათ.  ამისთვის მოეწყობა ონლაინ დისკუსიები, გამოკითხვები. მათ შეეძლებათ ონლაინ რეჟიმში გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები მიმდინარე პროექტების, გასატარებელი ღონისძიებებისა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის შესახებ.

About teonaturashvili

Analyst
This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, პოლიტიკური პარტია, საჯარო დაწესებულება, სოციალური მედია and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s