„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სოციალური ქსელის მონიტორინგი 1-31 ივლისი

ავტორი: მარიკა კეჭაყმაძე

პირველი ივლისიდან  31 ივლისამდე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სოციალურ ქსელში განსაკუთრებით დიდი დრო დაეთმო სპორტული სიახლეების  გაშუქებას. ეს პერიოდი მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენებით იყო დატვირთული – მთელი მსოფლიო  ადევნებდა თვალს ჯერ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს,  შემდეგ კი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებს. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ Facebook-ის გვერდზე განთავსდა უამრავი ფოტო და ანონსი, ასევე სპორტული გადაცემები და თოქ-შოუები.  მომხმარებელს  Facebook-ზე შეეძლო საფეხბურთო მატჩების, შეჯიბრებებისა და ორთაბრძოლების ნახვა.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და სხვა თემები „პირველი არხის“ სოციალურ ქსელში არ არის ცალკე სიუჟეტის, მოკლე ინფორმაციის ან ფოტოების სახით მოცემული. ძირითადად საინფორმაციო პროგრამა მოამბეში შუქდება ან  თოქ – შოუების მთავარი თემაა. ამიტომ ნაწილობრივ ამ გადაცემების კონტენტის ანალიზის ჩატარებაც გახდა საჭირო. საზოგადოებრივი მაუწყებლის სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია შინაარსის მიხედვით შემდეგ თემატურ ბლოკებში  გავაერთიანეთ: პოლიტიკა, საზოგადოება, სოციალური თემატიკა, მეცნიერება, ეკონომიკა, მსოფლიო ამბები, კულტურა, სპორტი. ცალკე გამოვყავით შემეცნებითი და გასართობი გადაცემები და რეკლამა/ანონსის ბლოკი. სპეციალური ბლოკი დავუთმეთ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს.

ფეისბუქის გვერდზე განთავსებული „პოსტების“, სხვადასხვა გადაცემისთვის შერჩეული თემებისა და მოამბეში გასული სიუჟეტების რაოდენობრივი ანალიზის მიხედვით ყველაზე პრიორიტეტული  საზოგადოებრივი მაუწყებლის სოციალურ ქსელში სპორტის თემატიკაა 21 %-ით,  საარჩევნო საკითხების გაშუქების რაოდენობრივი მაჩვენებელი 18%-ს შეადგენს. არჩევნებში მონაწილე პარტიების ან კანდიდატების კამპანიების მედიაში გაშუქების ტენდენციებს მიმოიხილავს გადაცემა მედია-მონიტორი, რომელსაც დაინტერესებული მომხმარებელი პირველი არხის სოციალურ ქსელში ნახავს. ივლისში  ძირითადად სააჩევნო საკითხები იყო დავით პაიჭაძის გადაცემა დიალოგის, ასევე თოქ-შოუების საჯარო პოლიტიკა,  ევროპული არჩევანი და აქცენტები –   მთავარი განხილვის თემა. არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები მოამბის სპეციალურ ნაწილში საარჩევნო მოამბეში და არჩევნების ქრონიკაში გაშუქდა. ცალკე ბლოკში გამოვყავით მოამბეში გასული სიუჟეტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრეზიდენტის ვიზიტების შესახებ (2%), წინასაარჩევნო პერიოდში ეს აქტივობები შეიძლება მაინც საარჩევნო კამპანიის ნაწილად ჩავთვალოთ. ცალკეა პოლიტიკის ბლოკიც – საგარეო პოლიტიკის და სხვა პოლიტიკური თემებით, რომლის წილიც 4 % შეადგენს. აქედან გამომდინარე  შეიძლება  ითქვას რომ ყველაზე აქტუალური საზოგადოებრივი მაუწყებლის სოციალურ ქსელში მაინც პოლიტიკური და არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები იყო, რაც საერთო ჯამში გავრცელებული  ინფორმაციის 24 % -ს მოიცავს.

This entry was posted in სოციალური მედია and tagged , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s