„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სოციალური ქსელის მონიტორინგი – წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება

ავტორი: მარიკა კეჭაყმაძე

ივლისის თვის მიხედვით, საარჩევნო მარათონში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისთვის დათმობილი დროის მონაცემები ასეთია: იმ გადაცემებში, რომელთა ნახვაც მომხმარებელს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სოციალურ ქსელში 1-ლიდან 31 ივლისის ჩათვლით შეეძლო სულ  ათი პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო კამპანია გაშუქდა. ესენია: „ნაციონალური მოძრაობა“, კოალიცია „ქართული ოცნება“, „ახალი მემარჯვენეები“, „ქრისტიანულ-დემოკრატიული  მოძრაობა“, „ლეიბორისტული პარტია“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ქართული დასი“, „თავისუფალი საქართველო“, „ევროპელი დემოკრატები“ და  “დემოკრატიული  მოძრაობა – ერთიანი საქართველო“. ცალკე გამოვყავით კიდევ ორი სუბიექტი – საქართველოს პრეზიდენტი  და მთავრობა.

ყველაზე მეტი დრო კოალიცია „ქართულ ოცნებას“ დაეთმო 17 %, მეორე ადგილს 13 % -ით მემარჯვენეები იკავებენ. დროის 12 %  „მოამბესა“ და  პოლიტიკურ თოქ-შოუებში „ქრიასტიან-დემოკრატებს“ დაუთმეს, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის გაშუქების პროცენტულმა წილმა კი მხოლოდ 4% შეადგინა. თუმცა საერთო ჯამში მმართველი გუნდის  წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებაზე პრეზიდენტისა (10%) და მთავრობის წევრების (14%)   გაშუქების  მაჩვენებლების ჩათვლით 28 %-ი მოდის. მაჩვენებლები  ძირითადად საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში გასული სიუჟეტების  რაოდენობრივი ანალიზის საფუძველზე მივიღეთ.

ბუნებრივია, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე  ტელეკომპანიები წინასაარჩევნო რეჟიმში მაუწყებლობენ და დროის მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით საინფორმაციო გამოშვებებში, საარჩევნო საკითხების გაშუქებას უთმობენ. მაგრამ სოციალური ქსელის გამოყენება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ, წინასააარჩევნო საკითხების გასაშუქებლად და განსახილველად არ ხდება. ერთადერთი თემა რომლის მიმართაც  „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ Facebook-ის მომხმარებელი დაინტერესებას გამოხატავს, გამოთქვამს მოსაზრებებს, სვამს კითხვებს  და ღებულობს პასუხს სპორტია.

მომხმარებლის 86%  იწონებს და მეგობრებს უზიარებს მხოლოდ სპორტთან დაკავშირებულ ინფორმაციას. 10%- ის მნიშვნელოვანი წილიც, რომელიც დაანონსებულ გადაცემებზე და რეკლმაზე მოდის ძირითადად სპორტს ეხება, რადგან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სოციალურ ქსელში ყველაზე ხშირად სწორედ სპორტული მოვლენების დაანონსება ხდება. 2 % ერგო იმ თემებს რომელიც ბლოკში – საზოგადოება – გავაერთიანეთ. პოლიტიკური საკითხებისადმი ინტერესი მომხმარებლის მხოლოდ ერთმა პროცენტმა გამოხატა,  ამდენივემ მოიწონა გასართობი გადაცემები.

ერთი თვის მანძილზე საინფორმაციო გამოშვებებს   საერთო ჯამში  მხოლოდ  ექვსი „ლაიქი“აქვს. მომხმარებელი კომენტარსაც, იქნება ეს უბრალოდ მოსაზრება, პრობლემის გაზიარება,  კრიტიკა თუ შეკითხვები, სპორტთან დაკავშირებით აკეთებს. გაურკვეველია მაყურებლის ინტერესებიდან გამომდინარე გახდა სპორტის თემა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის პრიორიტეტული, თუ ტელეკომპანიამ თავად აირჩია ეს სტრატეგია. ფაქტია რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სოციალურ ქსელის რეალური და აქტიური  მომხმარებელი მხოლოდ ის მაყურებელია, რომელსაც ყველა სხვა საკითხზე  მეტად  სპორტი აინტერესებს.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია. Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s