Monthly Archives: სექტემბერი 2012

პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების კომუნიკაცია Facebook-ში

ავტორი: თეონა ტურაშვილი 25 სეტემბერს „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა პროექტის – „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ – პირველადი შედეგების პრეზენტაცია. ღონისძიებაზე ინიციატივის ავტორებმა წარმოადგინეს 19 სამთავრობო უწყების, 10 პოლიტიკური სუბიექტისა და 6 მედია საშუალების Facebook გვერდების ორთვიანი – ივლისი, აგვისტო – … Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია, პოლიტიკური პარტია | Tagged , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პრეზიდენტის Facebook გვერდი ერთ დღეში დაახლოებით 2500-მა ადამიანმა დატოვა

ავტორი: თეონა ტურაშვილი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ პროექტის – „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ – ფარგლებში მესამე თვეა საჯარო დაწესებულებების, პოლიტიკური პარტიებისა და მედია საშუალების Facebook-ის გვერდებს ამონიტორინგებს. ბოლო ორი დღეა საკმაოდ საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გვერდთან დაკავშირებით. ერთ დღეში … Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია | 18 Comments

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება?

ავტორი: თეონა ტურაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში დავით ბაქრაძის გვერდი მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია სხვა ქართველი პოლიტიკოსების, სამთავრობო უწყებებისა თუ პოლიტიკური პარტიების გვერდებს შორის. რასაც თავის დროზე „არჩევნების“ აპლიკაციამ შეუწყო ხელი. აპლიკაცია წარმოადგენდა ვირტუალურ კენჭისყრას, რომელშიც მონაწილეობა ახალგაზრდებს შეეძლოთ. აღნიშნული … Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება, სოციალური მედია | Tagged , , , , , | დატოვე კომენტარი

შეცდომა თუ დარღვევა? ნაწილი II

ავტორი: სალომე ჩუხუა ეს ვიდეო ოთხი დღის წინ, 3 სექტემბერს არის გადაღებული და ასახავს, თუ როგორ გადავყავართ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის Facebook ღილაკს ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, რამაზ ნიკოლაიშვილის … Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია | დატოვე კომენტარი

თბილისის მერის Facebook-ის გვერდი წინასაარჩევნოდ

ავტორი: თამარ თოლორდავა  თბილისის მერის, გიგი უგულავას ოფიციალური Facebook გვერდი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია სხვა სახელმწიფო უწყებებსა და საჯარო დაწესებულებებს ოფიციალურ გვერდებს შორის. დღევანდელი მონაცემებით მას 50.009 მომხმარებელი იწონებს.  გვერდის დახმარებით აქტიურად შუქდება მერის საქმიანობა, იდება ფოტოები, ჩანაწერები და ზიარდება ბმულები, … Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება | Tagged , , , , | დატოვე კომენტარი

შეცდომა თუ დარღვევა?

ავტორი: სალომე ჩუხუა 2012 წლის 31 აგვისტოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე დაიდო სიახლე, რომლის მიხედვითაც, მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ხოლო 1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის … Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება | Tagged , , , , , , , , , , | 3 Comments