თბილისის მერის Facebook-ის გვერდი წინასაარჩევნოდ

ავტორი: თამარ თოლორდავა 

თბილისის მერის, გიგი უგულავას ოფიციალური Facebook გვერდი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია სხვა სახელმწიფო უწყებებსა და საჯარო დაწესებულებებს ოფიციალურ გვერდებს შორის. დღევანდელი მონაცემებით მას 50.009 მომხმარებელი იწონებს.  გვერდის დახმარებით აქტიურად შუქდება მერის საქმიანობა, იდება ფოტოები, ჩანაწერები და ზიარდება ბმულები, როგორც თბილისის მერიის ვებ-გვერდიდან, ასევე ოფიციალური YouTube არხიდან.  სოციალურ ქსელში ასევე არსებობს თბილისის მერიის ოფიციალური გვერდიც, რომელიც ნაკლები აქტივობებითა და მოწონების რაოდენობით გამოირჩევა (დღევანდელი მონაცემებით 1.661  მოწონება).  ასევე აღსანიშნავია რომ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებული Facebook ღილაკით გადავდივართ გიგი უგულავას ოფიციალურ გვერდზე. იგივე შეიძლება ითქვას თბილისის მერიის Twitter -ის გვერდზეც.

2012 წლის 13 აგვისტოს, გიგი უგულავას ოფიციალურ Facebook გვერდზე დაიდო ჩანაწერი და ფოტო ალბომი სათაურით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “თბილისის მაჟორიტარების წარდგენა’’.  ჩანაწერიდან ირკვევა რომ  ნაციონალური მოძრაობის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიგი უგულავამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან,  დავით ბაქრაძესთან ერთად წარადგინა თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.  

ყოველივე ამის შემდეგ  მერის ოფიციალურ გვერდზე აქტიურად იდება ალბომები და ჩანაწერები, რომლებიც მაჟორიტარი დეპუტატების  გიორგი კარბელაშვილის (ვაკის რაიონი), დავით საყვარელიძის (კრწანისის რაიონი), ანდრია ურუშაძის (საბურთალოს რაიონი),  მიხელი მაჭავარიანის (სამგორის რაიონი), ნიკო ხაჩირიშვილის (გლდანის რაიონი), ანდრო ალავიძის (ჩუღურეთის რაიონი), გიორგი ჩაჩანიძის (დიდუბის რაიონი), გიორგი ვაშაძის (ისნის რაიონი), არჩილ გეგენავას (მთაწმინდის რაიონი), მერაბ სამადაშვილი (ნაძალადევის რაიონი)  საკუთარ საარჩევნო რაიონებში წარდგენას შეეხება.  

აღსანიშნავია რომ ზემოთ ნახსენებ აქტივობებზე ინფორმაციის მიწოდებისას გიგი უგულავა მოხსენიებულია როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და არა როგორც თბილისის მერი. 

აღნიშნული ფაქტი წინასაარჩევნო აგიტაციისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად და  საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტის დარღვევად შეიძლება იქნეს მიჩნეული, რომლის მიხედვითაც:

“ბ) სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ფინანსდებიან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება”.

ამ შემთხვევაში თბილისის მერიის ვებ-გვერდი არის ადმინისტრაციული ორგანოს საკომუნიკაციო საშუალება. ამავე დროს, გიგი უგულავს Facebook გვერდი გამოყენებულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მაჟორიტარი დეპუტატების რეკლამირებისთვის. მოქალაქეებს, რომლებიც თბილისის მერიის ოფიციალური გვერდიდან გადამისამართებულნი იქნებიან თბილისის მერის პირად Facebook გვერდზე, უნებლიედ მოუწევთ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის შესახებ ინფორმაციის მიღებაც. აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტიც, რომ მსგავსი შემთხვევა ჩვენ მიერ უკვე აღმოჩენილი იქნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემთხვევაშიც.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება and tagged , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s