შეცდომა თუ დარღვევა? ნაწილი II

ავტორი: სალომე ჩუხუა

ეს ვიდეო ოთხი დღის წინ, 3 სექტემბერს არის გადაღებული და ასახავს, თუ როგორ გადავყავართ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის Facebook ღილაკს ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, რამაზ ნიკოლაიშვილის ოფიციალურ Facebook გვერდზე. 3 სექტემბერსვე ჩვენს ბლოგზე დაიწერა პოსტი, რომელიც ამ დარღვევაზე ამახვილებდა ყურადღებას.

ორიოდე დღის წინ გაირკვა, რომ სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის ადმინისტრაციამ რამაზ ნიკოლაიშვილის Facebook გვერდი სამინისტროს ოფიციალური Facebook გვერდით ჩაანაცვლა. ჩვენ მივესალმებით ამ ფაქტს, თუმცა სასურველია, ვებ-საიტის ადმინისტრაციამ იგივე ზომები მიიღოს YouTube არხთან დაკავშირებითაც, სადაც აქტიურად იდება ვიდეოები ნიკოლაიშვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გამოცხადებისა და მისი წარდგენის შესახებ, რაც ასევე დარღვევაა, რადგან საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მიხედვით ითვლება წინასაარჩევნო აგიტაციისას  ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად.

იგივე პრობლემას, ამჯერად თბილისის მერიის ვებ-გვერდზე, მიეძღვნა კიდევ ერთი პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ მერიის ვებ-გვერდიდან გადავდივართ გიგი უგულავას პირად გვერდზე. თავად ეს ფაქტი დარღვევა არ არის, თუმცა ეს გვერდი ეწევა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აგიტაციას, რაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, აკრძალულია. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მსგავსად, თბილისის მერიის ვებ-გვერდზეც, გიგი უგულავას პირადი გვერდის ნაცვლად, უწყების ოფიციალური Facebook გვერდი განთავსდეს.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია. Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s