პრეზიდენტის Facebook გვერდი ერთ დღეში დაახლოებით 2500-მა ადამიანმა დატოვა

ავტორი: თეონა ტურაშვილი

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ პროექტის – „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ – ფარგლებში მესამე თვეა საჯარო დაწესებულებების, პოლიტიკური პარტიებისა და მედია საშუალების Facebook-ის გვერდებს ამონიტორინგებს. ბოლო ორი დღეა საკმაოდ საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გვერდთან დაკავშირებით. ერთ დღეში ხსენებულ სოციალურ ქსელში  მისი ოფიციალური გვერდის მომწონებელთა რიცხვმა დაახლოებით 2500-ზე მეტი მომხმარებლით იკლო. 
უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდი ე.წ „დამლაიქებელთა“ რაოდენობის ზრდით გამოირჩეოდა. სამი თვის მანძილზე გვერდის ადმინსიტრატორის მიერ განთავსებული ინფორმაციის გამომწერთა რიცხვი საშუალოდ 480-ით იზრდებოდა. გამონაკლისი იყო ზოგიერთი დღე, როცა „დამლაიქებელთა“ რიცხვი 200-400-ით კლებულობდა. ბოლო დროს დაფიქსირებული შემთხვევა კი უპრეცენდენტოდ შეიძლება ჩაითვალოს.

                     

საგულისხმოა, რომ პრეზიდენტის გვერდის რეიტინგი კვლავაც ეცემა. ბოლო 12 საათის განმავლობაში „დამლაიქებელთა“ რაოდენობამ კიდევ 200-ით იკლო.

About teonaturashvili

Analyst
This entry was posted in ელ-კომუნიკაცია. Bookmark the permalink.

18 Responses to პრეზიდენტის Facebook გვერდი ერთ დღეში დაახლოებით 2500-მა ადამიანმა დატოვა

  1. salika ამბობს:

    barem erti nulic migematebinat. 245.934-s 245.770-s ver aklebt?

    • salome ამბობს:

      da imaze ar gifiqria, rom screen shot am postis daweramdea gadaghebuli? ise shegidzlia axlac shexvide saakashvilis gverdze da kidev ufro didi sxvaoba naxo!!!

    • Sandro ამბობს:

      პოსტი ნორმალურად რომ წაგეკითხათ ბოლოში შეამჩნევდით როგორ წერია, რომ ბოლო თორმეტი საათის განმავლობაში Like-ების რაოდენობამ ორასით იკლო. შკრინშოტები ზუსტად მაგის საილუსტრაციოდ არს დადებული.

    • eparticipationge ამბობს:

      გამარჯობა, პირველ რიგში მადლობა პოსტით დაინტერესებისთვის. მინდა გითხრათ რომ გამოკლება მართლაც კარგად ვიცით, უბრალოდ რიცხვების აღრიცხვისას ყველა არ იყო “დასქრინშოთებული“ და უბრალოდ ტენდენციის საჩვენებლად გაჩვენეთ ის რაც დაფიქსირებული გვქონდა. თუ მაინც არ ენდობით ჩვენი დაკვირვების შედეგებს შეგიძლიათ თავად შეხვიდეთ პრეზიდნეტის გვერდზე და ნახოთ რომ პოსტის გამოქვეყნების შემდეგაც მცირდება მომხმარებელთა რიცხვი. ახლა გვერდს 245 587 იწონებს. თუ გამოვთვლით (245 770 – 245 587=183) გამოდის რომ დაახლოებით 4 საათში კიდევ 183 ადამიანმა განალაიქა გვერდი. ასე რომ დასკვნები თავად გამოიტანეთ.

  2. ქართველი ამბობს:

    მთელი თვეა ბიძინა და ბერას რომ ყოველ დღე ( როდესაც LIKEბის მოსამატებელი პროგრამა არ ჰქონდათ გაშვებული) 2000 დან 5000 მდე LIKE რომ აკლდებოდა ამას რატომ არავინ ახსენებს? აა ბიძინისტები ვართ და მიტო? შენ თუ დემოკრატიაზე დებ თავს ამ პოსტის ავტორო სადაც მიშას გვერდზე მოკლებულ LIKE ბს ახსენებ იქ ბერა და ბიძინაც გაიხსენე!!! მოტყანით ტვინი თქვენი ვაი დემოკრატიის სურვილით!!! არ დამიწყოთ ახლა LIKEების გაყალბება და პროგრამით მომატება შეიძლებაო! რადგან ვამბონ ესეიგი ვიცი!!! და ამის უამრავი ფაქტი არსებობს

    • eparticipationge ამბობს:

      გამარჯობა, პირველ რიგიში გეტყვით, რომ ბერა არც საჯარო პირია, არც პოლიტიკური პარტია და არც მედია საშუალება. ასე რომ მის გვერდს არ ვამონიტორინგებთ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის გვერდს, ჩვენი მონიტორინგის დროს ამგვარი დიდი მაჩვენებლით მომხმარებელთა ვარდნა არ დაფიქსირებულა.

      • :) ამბობს:

        31 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილის ფეიჯი 2612-მა ადამიანმა დატოვა და კარგად იცით ეს თუ მართლაც აკონტროლებთ პოლიტიკოსების გვერდებს..

  3. ქართველი ამბობს:

    რამოდენიმე დიდმა გვერდმა ამხილა სახალხოდ ბიძინა და ბერა LIKE ების გაყალბებაში და თქვენნაირმა ვაი დემოკრატებმა unlike მისცეს გვერდს!!! 800 მდე ეგეთი დაზმობირებული იყო 24 საათში!!!

    • Nino ამბობს:

      ასე ძალიან რამ გაგაბრაზა? აჰ, მიშისტები ვართ და “მიტო”? წერის მანერაზე და მეტყველებაზეც გეტყობა რა დონის ბრძანდები!!! შენისთანა კლავიატურის ვაჟკაცებმა და პარტიების მონებმა დაღუპეს საქართველო!!!
      თქვენ რომ თავში რამე გეყაროთ, გუშინწინდელის და გუშინდელის შემდეგ ხმას როგორ იღებთ და როგორ ბედავთ სააკაშვილის გვერდის დაცვას? ისე, ბიძინაც თქვენნაირი ნაგავია, მაგრამ ხელისუფლებაში თუ მოვიდა, თქვენ და თქვენისთანა მედროვეებიც მიუცუნცულდებით და შეეტენებით.
      აი ახლობლებს რომ ცოცხით გაგიუპატიურებენ მერე იჯექი და ულაიქე ყველას განურჩევლად გვერდები!!!

  4. თათია ამბობს:

    :)-ს საყურადღებოდ: ძალიან ძალიან სასაცილოები ხართ, კრიტიკას რომ თავდასხმით პასუხობთ ))

    • :) ამბობს:

      თათია თავდასხმა არ არის ეს და არც სტატიაა კრიტიკა 🙂
      ამდენს მაინც უნდა ხვდებოდეთ მგონი..

      უბრალოდ, როგორც მიუკერძოებელი კვლევა ან მონიტორინგი – საპირისპიროსაც უნდა აცხადებდე და აფიქსირებდე…

      თორემ ისე მიშას დედაც მვატირე და ბიძინასიც 🙂

      ახლა კი იცინეთ თუ სასაცილოდ გეჩვენებათ და დამისაბუთეთ, სად იყო ჩემ კომენტარში თავდასხმა და რატომ არ იყო გამოქვეყნებული ბიძინაზე იგივე მონაცემები? მითუმეტეს, როცა შედეგი უფრო ადრე დაფიქსირდა და უფრო დიდი მინუსებით ლაიქებში 🙂

      ნუ დაბრმავდებით მიშისტების ბიძინისტების და ვიღაცისტების ძიებაში.

      დაუშვით, რომ თქვენს გარდა არავისტებიც არსებობენ და ობიექტურობა სწყურიათ.

      აი, თქვენ კი ვინც იმის იქით ვერ იყურება, რასაც ვიღაცისტობა ქვია. და ჰგონია, რომ ბიძინას თუ აკრიტიკებ მიშისტი ხარ და თუ მიშას აკრიტიკებ ბიძინისტი ხარ, მართლაც სასაცილოები ხართ ძალიან.

      და თუ უფრო მეტად დაინტერსედებით ჩემი შეხედულებებით და თუ ვისისტი ვარ შემიძლია პირადად შეგხვდეთ და გავისაუბროთ… ოღონდ ჯერ გრიპმა გადამიაროს 🙂

      • eparticipationge ამბობს:

        მადლობა კომენტარისთვის. კიდევ განვმარტავთ, რომ პრეზიდნეტის გვერდზე დაფიქსირებული ტენდენცია სწორედ ამ დღებში დაფიქსირდა და ეს სტატიაც სწორედ ერთ კონკრეტულ გვერდს ეხება. შედარებით ანალიზში კი აუცილებლად იქნება განხილული ის საკითხები რაც თქვენ დასვით – ის რომ არასტაბილური მომხარებელთა რიცხვი ყველა გვერდზეა. შემდეგ კვირაში იქნება პირველადი შედეგების პრეზიდენტაცია და მაშინ უფრო კარგად დაინახავთ, რომ ჩვენ ყველა სუბიექტს თანაბრად ვამონიტორინგებთ და იქ შემოგთავაზებთ უფრო დეტალურ შედარებას. ეს კონკრეტული სტატია კი ეხება ერთ ფაქტს და არ აქვს პრეტენზია სხვა გვერდების ტენდენციაზე საუბრისა. თქვენ კი მადლობა რომ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეთ.

  5. :) ამბობს:

    eparticipationge
    „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ პროექტის – „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ – ფარგლებში მესამე თვეა საჯარო დაწესებულებების, პოლიტიკური პარტიებისა და მედია საშუალების Facebook-ის გვერდებს ამონიტორინგებს.

    ამ შესავალის წაკითხვის შემდეგ, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ყველა რეიტინგულ პოლიტიკურ გვერდს აკვირდებოდით და ალბათ ბევრს ზუსტად ეს შთაბეჭდილება შეექმნებოდა და სწორედ ამიტომ დავწერე ჩემი კომენტარი..

    რადგან არ მინდა ერთ მხარეს რუსთავი2 და მეორე მხარეს მეცხრე არხი იყოს ბრძოლის 2 იარაღი.

    მიყვარს და მინდა ობიექტურობა.

    შესავალში რომ ყოფილიყო სიტყვაზე “ჩვენ დავინტერესდით თუ როგორ აისახა ბოლო დროის მოვლენები პრეზიდენტის გვერდზე” ან რამე მსგავსი (ჟურნალისტები თქვენ ხართ მე ვერ ვწერ 🙂 ) მაშინ არანაირი შენიშვნის მოცემის სურვილი და უფლება არ მექნებოდა 🙂

    თუმცა კი მე ამ სტატიის გამოქვეყნებამდე გადავამოწმე ეს ჩემით და ვაკვირდებოდი როგორ აისახებოდა ბიძინას და მიშას გვერდებზე..

    სწორედ ამიტომ დამაინტერესა თქვენმა სტატიამ როდესაც ბმული და მისი სათაური შევნიშნე.

    ბოლოს კი კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ საპირისპირო აზრს მოსახლეობის 99%, მასა იგებს, როგორც შეტევას, შეცდომას ან მტრობას 🙂

    წარმატებები.

  6. თათია ამბობს:

    : ) – მესმის და თქვენი აზრი ჩემთვის მისაღებია და მინდა გითხრათ, ამ პოსტის ავტორს არ ვიცნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოსტი რომელიმე პარტიის ან სუბიექტის დაკვეთით არ დაწერილა, უბრალოდ მართლა დატოვა ამდენმა ხალხმა გვერდი, მეც ვაკვირდებოდი, საოცარი სისწრაფით იკლებდა ლაიქების რაოდენობა, ჰოდა დაიწერა ბლოგი ამ თემაზე, რა მოხდა, ამაზე კატასტროფული ქვეყანაში არაფერი მომხდარა ხომ ამ სამი დღის განმავლობაში? თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ, რადგან მიშაზე დაიწერა ეს პოსტი ე.ი. ავტორი ბიძინისტია?

    • :) ამბობს:

      ისევ ვერ გამიგეთ 🙂

      რა მოხდა და რატომ მქონდა ასეთი რეაქცია? იმიტომ, რომ ეს სფერო ჩემთვის უმთავრესია და ამ სფეროში ვმუშაობ და ძალიან ძალიან ბერვი გამეგება 🙂

      ამიტომ ამაზე ადრე ვიცოდი, რომ ბიძინას გვერდი უფრო მეტმა დატოვა წინა დღეებში და უბრალოდ, როგორც ავღნიშნე ეს სტატია იწყება ისე, თითქოს იკვლევენ და მუდმივად აკონტროლებენ ყველა(!!!) პოლიტიკოსის გვერდს და მაშინ უკვე ვალდებული(!!!) იყვენე ბიძინაზეც დაეწერათ..

      როგორც განმიმარტეს ეს ამ კონკრეტულ (ალბათ ამ ამბების შემდეგ დაინტერესდნენ) შემთხვევაზე შეამოწმეს.

      ეს ადასტურებს, რომ მუდმივად არ მიდის მონიტორინგი გვერდების და ეს მათი საქმეა და არაფერში ვამტყუნებ..

      უბრალოდ არასწორად გავიგე ამ კონკრეტული კვლევის მიზეზი რადგან შესავალში სხვანაირად წერია, რაც იწვევს გაუგებრობას..

      ხოლო ტემის ავტორი ბიძინისტია თუ მიშისტი ეს ნაკლებად მაინტერესებს თქვენგან განსხვავებით როგორც ჩანს 🙂

      მე საზოგადოების 90%-ისგან განსხვავებით პარანოიდულად არ ვეძებ ვინმეში მიშისტს ან ბიძინისტს…

      სამართლიანობა და ობიექტურობა მიყვარს და მიყვარს ეს სფერო, რასაც კონკრეტულად ამ საიტის ავტორები მონიტორინგს უწევენ…

      ეს საიტიც ძალიან მომეწონა და ხშირი სტუმარი ვიქნები 🙂

      ამიტომ მიიქცია ასეთი ყურადღება ჩემგან.

      ბოდიში ამდენს რომ ვწერ… უბრალოდ მაღიზიანებს, როდესაც ადამიანი რაიმე გასხვავებულს როცა წერს და შემდეგ ვინმესტობას აბრალებენ..
      თითქოს მეტი საქმე არ მქონდეს, რომ ვინმეს დავალებით ვინმეს ბოდიში და ტრაკს ვუწმენდდე ონლაინ სივრცეში 🙂

  7. გამოხმაურება: Facebook-ის როლი ქართულ საზოგადობაში | Coffee Time

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s