სამთავრობო ცვლილებების ასახვა საჯარო დაწესებულებების ელექტრონულ რესურსებზე

ავტორი: თეონა ტურაშვილი

პროექტის „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ – ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით საქართველოს მოქალაქეებსა და საჯარო დაწესებულებებს შორის ეფექტური საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა და განვითარებაა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ინსტიტუტის მკვლევარები 19 სამთავრობო დაწესებულების ელექტრონული რესურსების კვლევას აწარმოებენ.

პოლიტიკური ცვლილებების ფონზე შექმნილი ახალი რეალობიდან გამომდინარე, კვლევითი ჯგუფი დაინტერესდა მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებიდან დღემდე რამდენად ფუნქციონირებენ შერჩეული კვლევითი სუბიექტების ელექტრონული რესურსები. აღმოჩნდა, რომ ცხრამეტი უწყებიდან თხუთმეტი გარკვეული სიხშირით დებს საკუთარი საქმიანობის შესახებ სიახლეებს. ორი საჯარო დაწესებულების (საქართველოს მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო) გარდა ყველა მათგანმა განათავსა მინისტრისა და მისი მოადგილეების შესახებ სხვადასხვა ცნობები. დაწვრილებითი ცნობები შეგიძლიათ იხილოთ სურათებზე მოცემულ გრაფიკებში.

გრაფიკი შეგიძლიათ იხილოთ Google Document-ის სახით შემდეგ ბმულეზე.

გრაფიკი შეგიძლიათ იხილოთ Google Document-ის სახით შემდეგ ბმულზე.

მონიტორინგის შედეგად ხარვეზები აღმოჩნდა რამდენიმე დაწესებულების ელექტრონულ რესურსზე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე მინისტრის შესახებ არსებული ცნობები

კონკრეტულად, განთავსებული არაა იუსტიციის სამინსიტროს ხელმძღვანელი პირისა და მისი მოადგილეების ბიოგრაფიული ცნობები. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე მართალია განთავსებულია მინისტრის ბიოგრაფია, მაგრამ მოადგილეების შემთხვევაში მოცემულია მხოლოდ სახელი და გვარი, რაიმე ტიპის საკონტაქტო ან ბიოგრაფიული ცნობების დართვის გარეშე.

საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდი

პოლიტიკური ცვლილებები აისახა საქართველოს მთავრობისა (გვერდი რეკონსტრუქციის ქვეშაა) და შინაგან საქმეთა სამინისტროს (გვერდი არ ფუნქციონირებს) ვებ-გვერდებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი, 9 ნოემბრის მონაცემებით. დღეს გვერდი აღარ იხსნება

საგულისხმოა საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე აღმოჩენილი ტექნიკური გაუმართაობაც: გათიშულია და აღარ ფუნქციონირებს საკმაოდ მნიშვნელოვანი აპლიკაცია „დაუკავშირდი დეპუტატს“. მისი დახმარებით, მოქალაქეებს შეეძლოთ დაკავშირებოდნენ და საკუთარი პრობლემა პარლამენტის წევრებისთვის გაეზიარებინათ.

საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე ცარიელია აპლიკაცია „დაუკავშირდი დეპუტატს“

ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია ხელშეწყობილი იყოს დაწესებულებების ელექტრონული რესურსების მდგრადობა და მიმდინარეობდეს ინფორმაციის მუდმივი განახლება. სამთავრობო ცვლილები რადიკალურად არ უნდა მოქმედებდეს საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდების ფუნქციონირებაზე.

აუცილებელია, რომ უკვე არსებული სერვისების განვითარებასთან ერთად  დაინერგოს ახალი აპლიკაციები, რომელთა მთავარი მიზანიც პოლიტიკურ დაგეგმვაში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდა და შესაბამისად მთავრობის გამჭვირვალე საქმიანობის უზრუნველყოფა იქნება.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია. Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s