საპარლამენტო არჩევნები ტელემედიის სოციალურ ქსელებში – ძველი და ახალი „იმედი“

ავტორი: მარიკა კეჭაყმაძე

ქართული ტელემედიის ოფიციალური Facebook გვერდების  მონიტორინგი მიზნად ისახავდა მედიასაშუალებების მიერ Facebook-ის, როგორც ელექტრონული მონაწილეობის ერთ-ერთი პლატფორმის გამოყენებისა  და მაყურებელთან ორმხრივი კომუნიკაციის ხარისხის დადგენას.

1ივლისიდან 15 ოქტომბრამდე პერიოდში განხორციელდა ექვსი  ცენტრალური მაუწყებლის – „რუსთვი 2“, „იმედი“, „კავკასია“, „მეცხრე არხი“, „მაესტრო“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ – ოფიციალურ Facebook გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციის  ანალიზი.

კვლევა აქტიურ წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო და საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი მოიცვა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენდა საარჩევნო და პოლიტიკური საკითხების გაშუქების ტენდენცია სოციალური ქსელების მეშვეობით. ამ მხრივ საყურადღებო შედეგები მივიღეთ.

„რუსთვი 2“-ისა და „იმედის“ სოციალურ ქსელში არც საარჩევნო კამპანია და არც ქვეყანაში მიმდინარე  სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები არ ასახულა. ერთადერთი მოვლენა, რომელსაც გვერდის ადმინისტრაციის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა პატიმრების წამების საკითხი იყო.

„რუსთავი 2“-ის Facebook-ზე 19 სექტემბერს განთავსდა ფოტო, რომლითაც ჟურნალისტებმა ძალადობა გააპროტესტეს. შედეგად „რუსთავი 2“-ის სოციალურ ქსელში მაყურებელი გააქტიურდა – ფოტო 389 ადამიანმა მოიწონა და 138-მა გააზიარა, ხოლო კომენტარი 155-ზე მეტმა მაყურებელმა დაწერა. მომხმარებლის ასეთ აქტიურობას „რუსთავი 2“-ის Facebook გვერდზე მონიტორინგის პერიოდში ადგილი არ ჰქონია. ეს პოსტი Facebook-ის ადმინისტრაციამ 26 სექტემბერს  წაშალა.

„იმედის“ Facebook გვერდზე პოლიტიკურ თემაზე  „სპეციალური რეპორტაჟის“  ორი გადაცემა დაანონსდა.  ერთი მათგანი პრემიერ-მინისტრ, ივანე მერაბიშვილის მთავრობის სამოქმედო გეგმას, ხოლო მეორე ქართულ პოლიტიკურ პიარს ეძღვნებოდა.

არჩევნებთან დაკავშირებით „იმედის“ Facebook-ზე კიდევ ერთი ინფორმაცია დაიდო ტელევიზიის ეთერში საარჩევნო რეკლამის განთავსების პირობების შესახებ. საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უკავშირდება არხის Facebook-ზე 6 ოქტომბერს  გამოქვეყნებული განცხადება „იმედის” ახალ საინფორმაციო ფორმატზე გადასვლასთან დაკავშირებით.

საყურადღებოა, რომ არხის საინფორმაციო გამოშვებების პოპულარიზაციისთვის სპეციალურად შეიქმნა ახალი Facebook გვერდი. „იმედის“ ახალი ოფიციალური Facebook გვერდი 11 ოქტომბერს დარეგისტრირდა.

ახალ ოფიციალური გვერდი ძველის პარალელურად მოქმედებდა. 12-15 ოქტომბერს გვერდის ადმინისტრაციის მიერ გაზიარებული ინფორმაცია ძირითადად პოლიტიკური შინაარსის იყო (45), Facebook-ზე განთავსდა „ქრონიკაში“ გასული ახალი ამბები კულტურის (3), სპორტის (2), კრიმინალური შემთხვევების (4) მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების (2) შესახებ. პირველი პოსტები კი გადაცემა “ნანუკას შოუს“, და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ბმულებია.

თვალშისაცემია ინფორმაციის გავრცელების ინტენსივობა და სიხლეების მიწოდების ფორმა. 3 დღის მანძილზე „იმედის“ Facebook-ზე გაზიარებული „პოსტების“ რიცხვი 3-ჯერ აღემატება მონიტორინგის მთელ პერიოდში ძველ ოფიციალურ გვერდზე გაზიარებული ინფორმაციის რაოდენობას.  ახალი ამბები ცალკე სიუჟეტებად არის დაყოფილი.

ოქტომბრის მეორე ნახევარში ცვლილებებია „იმედის“ ახალ Facebook გვერდზე. გამოქვეყნდა ძველი და ახალი შესაბამისობის დეკლარაციები, რომლის მიხედვითაც ჰოლდინგ „იმედის“ 90 %-იანი წილის მფლობელი ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე ინა გუდავაძეა. ქრონიკის სიუჟეტების ნაცვლად 31 ოქტომბრის ჩათვლით შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ვიდეოები (23) განთავსდა.

ტელეკომპანია „კავკასიის“ Facebook-ზე გავრცელებული ინფორმაცია არხის სპეციფიკიდან გამომდინარე მხოლოდ პოლიტიკური შინაარსისაა. საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები და  თოქ-შოუები, რომლებიც Facebook-ის მეშვეობით გავრცელდა,  ძირითადად საარჩევნო თემატიკას ეხებოდა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია თემატურად ყველაზე მრავალფეროვანია. Facebook გვერდზე რეგულარულად თავსდებოდა როგორც საინფორმაციო და პოლიტიკური, ასევე შემეცნებითი და გასართობი გადაცემები.  მონიტორინგის პირველ ეტაპზე, 1 ივლისიდან 15 აგვისტომდე, ყველაზე დიდი დრო  „პირველი არხის“  Facebook სპორტულ სიახლეებს დაეთმო.  არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „პირველი არხის“ Facebook გვერდზე პრიორიტეტული გახდა პოლიტიკური თემები.  სპორტული სიახლეების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალურ ქსელში წინასაარჩევნო დებატებს კვალიფიციური სუბიექტების პირველ ნომრებთან. „პირველი არხის“ მაყურებელი აქტიურად ჩაერთო გადაცემაში. სპეციალური აპლიკაციის საშუალებით 56 კითხვა გაიგზავნა ეკონომიკის, ჯანდაცვის, პოლიტიკისა და უსაფრთხოების თემაზე.

არჩევნების შემდგომ პერიოდში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სოციალურ ქსელში განთავსდა ეგზიტპოლების მონაცემები. გაზიარებული საინფორმაციო/პოლიტიკური გადაცემების მთავარი თემა არჩევნების შედეგები და ახალი მთავრობის პოლიტიკური კურსი იყო.

1 ოქტომბრიდან – 15 ოქტომბრის ჩათვლით „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ Facebook განთავსებული ინფორმაცია შინაარსობრივად შემდეგნაირად გადანაწილდა:  პოლიტიკა – 45%, მოამბე -19%,  სპორტი  -16%, საზოგადოება  -12 % , გასართობი და შემეცნებითი გადაცემები – 8%.

მაესტრო“ და „მეცხრე არხი“ Facebook-ის მეშვეობით ძირითადად პოლიტიკურ თემატიკის ახალ ამბებს, გადაცემებსა და თოქ-შოუებს აშუქებდნენ.

ორივე ტელეკომპანია საინფორმაციო ფორმატში მაუწყებლობს, მაგრამ ტელეეთერისგან  განსხვავებით, სოციალურ ქსელში ძალიან ცოტა დრო ეთმობა კულტურისა და სპორტის ახალ ამბებსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს.

წინასაარჩევნო პერიოდში ორივე არხის Facebook-ზე დეტალურად გაშუქდა პოლიტიკური პარტიების კამპანია და აქტივობები. ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტუალური იყო „მასთ ქერის“ თემა.  Facebook-ზე ტელეეთერის პარალელურად განთავსდა სპეციალურ ვიდეორგოლები – „დაიცავი შენი არჩევანი“, რომლის მეშვეობითაც ამომრჩეველს დეტალურად აცნობდნენ თავიანთ უფლებებსა და საარჩევნო უბნებზე ქცევის წესებს. 1 ოქტომბრიდან  Facebook-ზე ძირითადად ვრცელდებოდა ინფორმაცია ეგზიტპოლების შედეგების, საარჩევნო უბნებზე არსებული მდგომარეობისა და ქვეყანაში მიმდინარე სხვა პოლიტიკური მოვლენების შესახებ. თუ ორივე ტელეკომპანიების გვერდების მომხმარებელთა რაოდენობას გავითვალისწინებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბოლო თვეების მანძილზე ქართული საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ პოლიტიკური თემები იყო.

„მაესტროსა“ და „მეცხრე არხის“ მომხმარებელთა რიცხვმა, 15  ოქტომბრის მონაცემების მიხედვით, 100% -ით მოიმატა.

კვლევის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ როგორც ცალ-ცალკე, საჯარო დაწესებულებებისპოლიტიკური სუბიექტებისა და მედიასაშუალებების შემთხვევაში, ასევე, ერთიანი სახით მოცემულ ბმულებზე.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია and tagged , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s