Monthly Archives: დეკემბერი 2012

ვიდეო: ელექტრონული კომუნიკაცია

ვიდეო-რგოლი მიზნად ისახავს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას ელექტრონული კომუნიკაციისა და ელექტრონული ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ. ვიდეო რგოლი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ პროექტის „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში” ფარგლებში. ვიდეო-რგოლი მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო … Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება | Tagged , , , , , | დატოვე კომენტარი

დისკუსია საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებთან

2012 წლის 26 დეკემბერს, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ დისკუსია გამართა საჯარო დაწესებულებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე, რომელიც პროექტის „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში მოეწყო, განხილულ იქნა საჯარო პოლიტიკაში მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად Facebook-ის პლატფორმის ეფექტურად გამოყენების საკითხი.

Posted in ელ-კომუნიკაცია | Tagged , | დატოვე კომენტარი

ელექტრონული ჩართულობა საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე — ინოვაციები და ხარვეზები

ავტორი: სალომე ჩუხუა IDFI-ი 2012 წლის 1 ივლისიდან ახორციელებს სამთავრობო უწყებების, პოლიტიკური სუბიექტებისა და მედიასაშუალებების Facebook გვერდების მონიტორინგს. 2012 წლის 1 ნოემბრიდან კვლევას კიდევ ერთი კომპონენტი დაემატა – სამთავრობო უწყებებისა და პოლიტიკური პარტიების ვებ-გვერდების მონიტორინგი და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა. … Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება | Tagged , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ელექტრონული ჩართულობა ყაზახეთში

ავტორი: თეონა ტურაშვილი საქართველოში ელექტრონული ჩართულობის განვითარების კუთხით მთავრობა მოქალაქეებს ინოვაციური პროექტების ინიცირებას ჰპირდება. ამიტომაც საგულისხმოა იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, რომლებმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით მოქალაქეებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის ეფექტური კომუნიკაციის აგების კუთხით. მაგალითისთვის, გაეროს მიერ … Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია, ელ-პლატფორმა, საჯარო დაწესებულება | Tagged , , , , , | დატოვე კომენტარი

დისკუსია საქართველოში სოციალური ქსელების გამოყენების შესახებ

ავტორი: მარიკა კეჭაყმაძე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ პროექტის – „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში  საჯარო დისკუსია გამართა. შეხვედრის  დასაწყისში ორგანიზატორებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში საქართველოს 19 საჯარო დაწესებულების, 10 პოლიტიკური სუბიექტისა და 6 მედია საშუალების ოფიციალური Facebook გვერდების მონიტორინგის შედეგები, რის … Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია, პოლიტიკური პარტია, საჯარო დაწესებულება | Tagged , | დატოვე კომენტარი

ღია დისკუსია – საქართველოში სოციალური ქსელების გამოყენება

11 დეკემბერს, 12:00 საათზე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ მართავს საჯარო დისკუსიას, რომელიც შეეხება, მოქალაქეების ჩართულობის მიზნით, საქართველოში პოლიტიკურ დისკუსიასა და დაგეგმვაში სოციალურ ქსელ Facebook-ის გამოყენების ეფექტურობას. მისამართი: მარჯანიშვილის ქ. N5, მესამე სართული. შეხვედრაზე განიხილება რამდენად ჯეროვნად ხდება აღნიშნული ქსელის გამოყენება … Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია, პოლიტიკური პარტია, საჯარო დაწესებულება, სოციალური მედია | Tagged , , , , , | დატოვე კომენტარი

FACEBOOK გვერდების მონიტორინგის შედეგები და რეკომენდაციები

საქართველოში ეტაპობრივად ინერგება ელექტრონული მმართველობისა და გამჭვირვალობის პრინციპები. ამავე დროს ამ სფეროში მნიშვნელოვანი ინოვაციების დასანერგად  აუცილებელია როგორც მოქალაქეების, ასევე, მთავრობისა და სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების მზაობა, გააუმჯობესონ პირდაპირი კომუნიკაციის პლატფორმები, ხელი შეუწყონ  მოსაზრებების, იდეებისა თუ პრობლემების გაზიარებას. უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე … Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია, პოლიტიკური პარტია, საჯარო დაწესებულება, სოციალური მედია | Tagged , , , , , , | %(count)s კომენტარი