FACEBOOK გვერდების მონიტორინგის შედეგები და რეკომენდაციები

e-communication, ელ-კომუნიკაციასაქართველოში ეტაპობრივად ინერგება ელექტრონული მმართველობისა და გამჭვირვალობის პრინციპები. ამავე დროს ამ სფეროში მნიშვნელოვანი ინოვაციების დასანერგად  აუცილებელია როგორც მოქალაქეების, ასევე, მთავრობისა და სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების მზაობა, გააუმჯობესონ პირდაპირი კომუნიკაციის პლატფორმები, ხელი შეუწყონ  მოსაზრებების, იდეებისა თუ პრობლემების გაზიარებას. უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა უფრო ცალმხრივი კომუნიკაციის მიდგომაზე იყო აქცენტირებული. უკანა პლანზე იყო გადატანილი ხელისუფლების საზოგადოებასთან პირდაპირ დიალოგზე ორიენტირებული სტრატეგია. რაც გულისხმობს სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმების (ონლაინ გამოკითხვები,  საჯარო განხილვები და დისკუსიები) ანუ პირდაპირი დემოკრატიის თანამედროვე ტრენდების დანერგვას. ამ მიდგომის უპირატესობა იმაში გამოიხატება, რომ მისი განვითარებით, სოციალური ქსელების მომხმარებლები აქტიურად ჩაერთვებიან პოლიტიკური დაგეგმვის, გადაწყვეტილების მიღებისა და მათი აღსრულების პროცესში.

ელექტრონული ჩართულობის კუთხით, საქართველო საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშეა. ამაზე მეტყველებს რამდენიმე საერთაშორისო კვლევა. მაგალითად, 2011 წლის The Economist Intelligence Unit-ის დემოკრატიის ინდექსით, მოქალაქეების ჩართულობის მხრივ, საქართველო მხოლოდ 102-ე ადგილს იკავებს.  გაეროს მიერ წარმოდგენილი ელექტრონული მმართველობის რეიტინგში კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველომ სწორედ ელ-მონაწილეობის კუთხით აჩვენა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჯერ კიდევ არ აქვთ საკმარისი სივრცე საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობის მისაღებად.

პროექტის – „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ – ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სწორედ ამგვარი სამოქალაქო პლატფორმების ინიცირებაა. რაც უზრუნველყოფს საჯარო დაგეგმვის ნებისმიერ დონეზე საქართველოს მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფას. აღნიშნული ინიციატივის შემუშავებაში გადამწყვეტი იქნება უცხოური გამოცდილების გაზიარება. თუმცა, მანამდე საჭიროა, ქართული რეალობის შესწავლა. კერძოდ, დღეს მოქალაქეებისთვის საჯარო დაწესებულებებთან პირდაპირი კომუნიკაციის ერთ-ერთ მექანიზმს სოციალური ქსელი Facebook-ი წარმოადგენს. რაიმე ტიპის სამოქალაქო პლატფორმის არარსებობის პირობებში, სწორედ აღნიშნულ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულ ოფიციალურ წარმომადგენლობებზე მოქალაქეების მხრიდან საკუთარი მოსაზრებების განთავსების შესაძლებლობა შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკური ჩართულობისა და კომუნიკაციის დამყარების ერთ-ერთ საშუალებად.

ჩვენი კვლევის ფარგლებში მონიტორინგი ჩაუტარდა 19 საჯარო დაწესებულების, 11 პოლიტიკური სუბიექტისა და 6 მედიასაშუალების ოფიციალურ Facebook გვერდებს. ამგვარი მიდგომის მთავარი მიზანი გახლდათ იმის გამორკვევა, თუ რამდენად ეფექტური კომუნიკაცია არსებობს სოციალურ ქსელებში აქტიურ პირებსა და კვლევით სუბიექტებს შორის ხსენებული სოციალური ქსელის გვერდებზე. ეს ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდია, საბოლოოდ, უფრო ფართომასშტაბიანი საკომუნიკაციო პლატფორმის ინიცირებისთვის.

მონიტორინგის ფარგლებში აღმოჩენილი პრობლემების ანალიზის მიხედვით აშკარაა, რომ სოციალურ ქსელ Facebook-ს საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, ორგანიზაციები და დაწესებულებები საკმაოდ არაეფექტურად იყენებენ. გამოიკვეთა პრობლემები აღნიშნული ქსელის აქტიურ მომხმარებლებთან კომუნიკაციის დამყარებისა და მათგან მიღებული ინიციატივები გათვალისწინების თვალსაზრისით.

გთავაზობთ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემების საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს, რაც საგულისხმო შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი სამთავრობო უწყების, პოლიტიკური პარტიის, მედია საშუალებისა თუ სხვა ორგანიზაციისთვის, რომელებიც სოციალურ ქსელ Facebook-ს მის მომხმარებელთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად იყენებენ. ვფიქრობთ, რეკომენდაციები სასარგებლო უნდა იყოს პირველ რიგში საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის, მოქალაქეებთან საკუთარი საკომუნიკაციო სტრატეგიის დასახვეწად თუ გადასახალისებლად.

იხილეთ რეკომენდაციები 

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, პოლიტიკური პარტია, საჯარო დაწესებულება, სოციალური მედია and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

One Response to FACEBOOK გვერდების მონიტორინგის შედეგები და რეკომენდაციები

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s