ღია დისკუსია – საქართველოში სოციალური ქსელების გამოყენება

11 დეკემბერს, 12:00 საათზე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ მართავს საჯარო დისკუსიას, რომელიც შეეხება, მოქალაქეების ჩართულობის მიზნით, საქართველოში პოლიტიკურ დისკუსიასა და დაგეგმვაში სოციალურ ქსელ Facebook-ის გამოყენების ეფექტურობას. მისამართი: მარჯანიშვილის ქ. N5, მესამე სართული.discuss 1

შეხვედრაზე განიხილება რამდენად ჯეროვნად ხდება აღნიშნული ქსელის გამოყენება მოქალაქეებსა და სხვადასხვა დაწესებულებებსა თუ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის კომუნიკაციის ასაგებად, საზოგადოების პრობლემების გასაჟღერებლად და იდენტიფიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.

განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
• სოციალურ ქსელები და მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო პოლიტიკის ფორმულირებაში;
• საჯარო პოლიტიკაში მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად Facebook -ის პლატფორმის გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ 1 ივლისიდან ოთხი თვის მანძილზე, განახორციელა საქართველოს 19 საჯარო დაწესებულების, 10 პოლიტიკური სუბიექტისა და 6 მედია საშუალების ოფიციალური FACEBOOK გვერდების მონიტორინგი. დაკვირვების შედეგად გამოვლენილი პრობლემების საფუძველზე კვლევითმა ჯგუფმა შეიმუშავა სარეკომენდაციო პაკეტი.

შეხვედრის დასაწყისში ორგანიზატორები წარმოადგენენ კვლევის ძირითად შედეგებს, რის შემდეგაც გაიმართება ღია დისკუსია.

დისკუსია გადაცემულ იქნება პირდაპირ ეთერში არხზე „სამოქალაქო ინტერნეტ მაუწყებლობა ნაკადი“. მათ ვინც ვერ არხერხებს დისკუსიაზე უშუალოდ დასწრებას, შეუძლიათ ისარგებლონ ე.წ ჩატით, რომელიც არხის პანელის მარჯვნივაა განთავსებული. თქვენ შეგიძლიათ დასვათ კითხვა და გამოთქვათ მოსაზრება, რომელსაც მოდერატორი დისკუსიის მონაწილეებს მიაწვდის.

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის – „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) – ფარგლებში.

გთხოვთ დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა შემდეგ ელ-ფოსტაზე: t.turashvili@idfi.ge.
ადგილები შეზღუდულია.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, პოლიტიკური პარტია, საჯარო დაწესებულება, სოციალური მედია and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s