დისკუსია საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებთან

2012 წლის 26 დეკემბერს, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ დისკუსია გამართა საჯარო დაწესებულებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე, რომელიც პროექტის „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში მოეწყო, განხილულ იქნა საჯარო პოლიტიკაში მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად Facebook-ის პლატფორმის ეფექტურად გამოყენების საკითხი.

DSCN7180

ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს საჯარო დაწესებულებების Facebook გვერდების მონიტორინგის შედეგები გააცნეს, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია. კვლავამ აჩვენა, რომ საჯარო დაწესებულებების Facebook გვერდებზე არ ხდება ინფორმაციის რეგულარულად განახლება, თანმიმდევრულად და სწორად მიწოდება მომხმარებლისთვის, არ იყენებენ ინოვაციური აპლიკაციებს, ხშირად იგნორირებულია მომხმარებლის კითხვები და კომენტარები. საჯარო დაწესებულებების წარმომადგენელთა თქმით ამ ყველაფერს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა სამთავრობო დაწესებულებებისთვის სოციალური ქსელების მართვის რეგულაციების და ერთიანი სტანდარტის არარსებობაა. მათ არ აქვთ შემუშავებული შესაბამისი საკომუნიკაციო სტრატეგია და უჭირთ სხვადასხვა გასართობი აპლიკაციების მეშვეობით მოზიდული მომხმარებლის შესანარჩუნება. ზოგ საჯარო დაწესებულებას საერთოდ არ ჰყავს სოციალური ქსელის მართვაზე პასუხისმგებელი კონკრეტული პირი და ქსელს ადმინისტრირებას სხვადასხვა თანამშრომელი ითავსებს, რის გამოც ინფორმაციის მუდმივად და სისტემურად განახლება არ ხდება.

საჯარო დაწესებულებების წარმომადგენელებმა აღნიშნეს, რომ ხშირად ბიუროკრატიული პროცედურების გამო ვერ ხერხდება მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებზე დროულად რეაგირება. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ადმინისტრატორს შეუძლია კომპეტენტური პასუხი გასცეს მომხმარებელს, ის შეზღუდულია და სოციალური ქსელის მეშვეობით ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სამთავრობო უწყებას აქვს საკუთარი ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში, Facebook-ი არ აღიქმება ოფიციალურ პლატფორმად და საჯარო დაწესებულებების ერთი ნაწილი არ იღებს ვალდებულებას უპასუხოს Facebook-ზე დასმულ შეკითხვებს, რადგან მომხმარებელი შესაძლოა იყენებდეს ყალბ ანგარიშს და შეუძლებელია მისი იდენტიფიკაცია. ყველა თანხმდება, რომ მოცემულ ეტაპზე Facebook-ი საჯარო დაწესებულებების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოებისთვის საინტერესო და აქტუალური საკითხების დასადგენად საკმაოდ ეფექტური საშუალებაა და აღნიშნული რესურსის გამოყენება ამ მიზნით უფრო ოპტიმალურად უნდა ხდებოდეს.

IDFI-მ საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებს შესთავაზა ჩატარებული კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები, რომელიც ხელს შეუწყობს არსებული პრობლემების აღმოფხვრას და საჯარო უწყებებსა და მოქალაქეებს ორმხრივი კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესებას.

პირველი ღია დისკუსია პროეტის ფარგლებში IDFI-მ 11 დეკემბერს ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა. ინსტიტუტი კვლავ გეგმავს შეხვედრების მოწყობას ელ-რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით.

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის – „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) – ფარგლებში.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია and tagged , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s