ელ-ჩართულობა ახალციხის მუნიციპალიტეტის Facebook გვერდზე

ავტორი: თეონა ტურაშვილი

საქართველოში ინტერნეტ მომხმარებელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ამის პარალელურად, საჯარო სივრცეში თანდათან მკვიდრდება მოქალაქეებისთვის  ელექტრონულად სხვადასხვა სერვისების მიწოდების პრაქტიკაც. თუმცა, რეგიონებში ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა დაბალია და ადგილობრივი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი სარგებლობს ინტერნეტით. ამ უარყოფითი ტენდენციის მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს – რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობას – შექმნილი აქვთ ოფიციალური ვებ-გვერდი და გახსნილია მათი გვერდი სოციალურ ქსელ Facebook-ში. ეს მიანიშნებს მათ მზაობაზე ინოვაციური სერვისების დახმარებით პირდაპირი კავშირი დაამყარონ მოქალაქეებთან. აღსანიშნავია ახალციხის მუნიციპალიტეტის მაგალითი.

ონლაინ-კონფერენცია

ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობის Facebook გვერდზე 2012 წლის ნოემბრიდან სისტემატურად იმართება ონლაინ კონფერენციები, რომელშიც თანამდებობის პირები იღებენ მონაწილეობას. კერძოდ, მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელები, წევრები და რეგიონში ცალკეულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირები ონლაინ რეჟიმში პასუხობენ მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს. კონსულტაციები დათქმულ დროს იმართება და სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლები წინასწარ არიან ინფორმირებულნი სტუმრის ვინაობის შესახებ.

საგულისხმოა შემდეგი ფაქტიც: Facebook გვერდზე განთავსებული გამოკითხვის მეშვეობით, მოქალაქეები თავად ირჩევენ შემდეგ რესპოდენტს გამგეობიდან ონლაინ კონფერენციისთვის. შედეგად, მათ შესაძლებლობა აქვთ ადგილობრივი პრობლემებისა და საჭიროებების მიხედვით განსაზღვრონ რომელ თანამდებობის პირს დაუსვან კითხვები და იმსჯელონ საკუთარი პრობლემების შესახებ.

გამოკითხვა მომდევნო სტრუმრის ვინაობის გასარკვევად

გამოკითხვა მომდევნო რესპოდენტის ვინაობის გასარკვევად

ელექტრონული კონფერენციების ტრადიცია ახალციხის მუნიციპალიტეტში პროექტის – „გამჭვირვალე თვითმმართველობა“ – ფარგლებში დაინერგა. ამ ინიციატივას არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირი დემოკრატიული მმართველობის პროგრამის (G3) ფარგლებში ახორციელებს. ეს იმის მანიშნებელია, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობით მოხერხდა ამგვარი ინოვაციის დანერგვა. მართალია, როგორც პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, მოქალაქეების აქტიურობა შედარებით დაბალია, თუმცა მოქალაქეებს შორის ინიციატივის შესახებ ინფორმაციის ეფექტური გავრცელების შემთხვევაში, სავარაუდოდ, მათი ჩართულობა გაიზრდება. ერთ-ერთ შემზღუდველ ფაქტორად რეგიონში ინტერნეტ მომხმარებელთა მცირე რაოდენობა შეიძლება დასახელდეს. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ხელისუფლების მზაობა მონაწილეობა მიიღონ ონლაინ კონსულტაციებში უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია და მაგალითის მიმცემი შეიძლება გახდეს როგორც რეგიონული, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s