Monthly Archives: მარტი 2013

საკომუნიკაციო მექანიზმები ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვებ-გვერდი ელ-ჩართულობის განვითარებისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე მექანიზმს აერთიანებს. პირველ რიგში აღსანიშნავია საჯარო განხილვების რუბრიკა, სადაც წინასწარ განთავსდება დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმაცია. აქვე, დაინტერესებულ პირს შეუძლია Facebook ანგარიშით დატოვოს კომენტარი, დასვას შეკითხვა ან წამოწიოს სხვა განსახილველი თემა. … Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება | Tagged , , , , , , | დატოვე კომენტარი

საკომუნიკაციო მექანიზმები იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ერთადერთია დამონიტორინგებულ უწყებებს შორის, რომელის ვებ-გვერდზეც მოქალაქეებთან კომუნიკაციის სტრატეგიაა განთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგია 2009-2011 წლებზეა გათვლილი და მხოლოდ საბოლოო სამუშაო ვარიანტია, მაინც მისასალმებელია მისი არსებობა სამინისტროს ვებ-გვერდზე. სასურველია, უწყებამ დამატებით იმუშაოს მის განვრცობასა და საკითხის სრულფასოვნად … Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება | Tagged , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

საკომუნიკაციო მექანიზმები გარემოს დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე

გარემოს დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე ბევრი საინტერესო და ინოვაციური სერვისი თუ აპლიკაციაა ინტეგრირებული. პირველ რიგში, აღსანიშნავია დაგეგმილი ღონისძიებების კალენდარი, რომელიც არც თუ ხშირად გავრცელებული პრაქტიკაა საქართველოს საჯარო ელექტრონულ სივრცეში. გარემოს დაცვის სამინისტროს მთავარ გვერდზევე თვალსაჩინოდ არის გამოქვეყნებული ინფორმაცია დაგეგმილი საჯარო შეხვედრების … Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება | Tagged , , , , , , , | %(count)s კომენტარი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე არსებული საკომუნიკაციო მექანიზმები

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე რამდენიმე საინტერესო აპლიკაციაა ხელმისაწვდომი, მაგრამ ამასთან გვერდზე უამრავი პრობლემა დაფიქსირდა. დადებით ტენდენციათა შორის აღსანიშნავია აპლიკაცია „წერილი პრეზიდენტს“, რომელიც ქვეყნის პირველ პირთან უშუალო კომუნიკაციის საშუალებას აძლევს მოქალაქეს. ამ გზით ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი იდეების ინიცირება მოახდინოს, საკუთარი … Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია | Tagged , , , , , , , | 22 Comments

ელ-ჩართულობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

ინტერნეტი მოქალაქეებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების დაკავშირების, მოსაზრებების გაზიარების მრავალ საშუალებას იძლევა. საქართველოში ამგვარი ტრენდი ეტაპობრივად მკვიდრდება. სწორედ ამ ტენდენციაზე იყო საუბარი ჩვენს სტატიაში: „ელ-ჩართულობა ახალციხის მუნიციპალიტეტის Facebook გვერდზე“. ამჯერად ვისაუბრებთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანალოგიურ ინიციატივაზე. 1 მარტს ლანჩხუთის საკრებულოს … Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება | Tagged , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პეტიციები თბილისის მერს

საქართველოს ხელისუფლება ეტაპობრივად ცდილობს ელექტრონული სერვისების დანერგვას. ერთ-ერთი მაგალითი თბილისის მერიის მიერ ონლაინ პეტიციებისთვის განკუთვნილი პლატფორმის – „თქვენი იდეა თბილისის მერს“ – შექმნაა. ამგვარი ელექტრონული რესურსის შექმნა დადებით ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა დაკვირვებამ აჩვენა, რომ აღნიშნული გვერდის ადმინისტრირება დახვეწას საჭიროებს. … Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია, ელ-პლატფორმა, საჯარო დაწესებულება | Tagged , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი