ელ-ჩართულობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

ინტერნეტი მოქალაქეებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების დაკავშირების, მოსაზრებების გაზიარების მრავალ საშუალებას იძლევა. საქართველოში ამგვარი ტრენდი ეტაპობრივად მკვიდრდება. სწორედ ამ ტენდენციაზე იყო საუბარი ჩვენს სტატიაში: „ელ-ჩართულობა ახალციხის მუნიციპალიტეტის Facebook გვერდზე“. ამჯერად ვისაუბრებთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანალოგიურ ინიციატივაზე.

ამირან გიგინეიშვილის მიმართვა Facebook-ში

ამირან გიგინეიშვილის მიმართვა Facebook-ში

1 მარტს ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიგინეიშვილმა Facebook-ის მეგობრებს განუცხადა, რომ მომდევნო დღეს, 12 საათიდან მზად იყო პასუხი გაეცა შეკითხვებზე: „ხვალ შაბათია და მეტ ნაკლებად თავისუფალი დრო მაქვს. ამიტომ 12 საათზე, ფეისბუკით ვუპასუხებ ნებისმიერ შეკითხვას, მათ შორის ჟურნალისტებისაც. ასე რომ, გელით!“

მეორე დღეს რამდენიმე მოქალაქემ მართლაც დაუსვა კითხვა საკრებულოს თავმჯდომარეს და მანაც გასცა პასუხი. თუმცა, მომხმარებლების აქტივობა საკმაოდ დაბალი იყო. ეს შესაძლოა იმითაც იყო განპირობებული, რომ გიგინეიშვილმა აღნიშნული მიმართვა Facebook-ის პირად გვერდზე გააკეთა და შესაბამისად, მოქალაქეების მცირედი ნაწილისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. დღევანდელი მდგომარეობით, გიგინეიშვილს დასახელებულ სოციალურ ქსელში 447 მეგობარი ჰყავს.

Facebook-ში ამირან გიგინეიშვილის მიერ გაცემული რამდენიმე პასუხი

Facebook-ში ამირან გიგინეიშვილის მიერ გაცემული რამდენიმე პასუხი

საკრებულოს თავმჯდომარისგან ამგვარი ინიციატივით გამოსვლა  უკვე კარგი და მისასალმებელი ნაბიჯია. იგი მაგალითის მიმცემი შეიძლება აღმოჩნდეს სხვა თანამდებობის პირებისთვის. საბოლოო ჯამში, ეს დაამკვიდრებს მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს შორის პირდაპირი დიალოგის კულტურას, რაც საბოლოო ჯამში, პოლიტიკურ პროცესებში საქართველოს მოსახლეობის მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს. სასურველია, სხვა თანამდებობის პირებიც ღია იყვნენ საკუთარი მოსახლეობის პრობლემების გასაგებად და მათთვის კომპეტენტური პასუხის გასაცემად.

ამავე დროს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის წამოწყებული ინიციატივის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტს ოფიციალური Facebook გვერდი, გახსნილი არ არის – ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ არის მიბმული სოციალურ ქსელებზე გადასასვლელი ღილაკი, Facebook-ზე კი ვერ მოიძებნა შესაბამისი დასახელების გვერდი. მომავალში სასურველია მუნიციპალიტეტმა მეტი ყურადღება დაუთმოს სოციალურ ქსელებში აქტივობას და მისი მეშვეობით, დაინტერესებული მომხმარებლისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდებას. აღნიშნულით შესაძლებელი იქნება შესაბამისი აუდიტორიის გაფართოება, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობით დაინტერესებული პირების მოზიდვა, საჯარო განხილვებისა და კონსულტაციების უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია ამ ინიციატივამ ახალციხის მუნიციპალიტეტის მსგავსად მდგრადი და ინსტიტუციური ხასიათი მიიღოს.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s