საკომუნიკაციო მექანიზმები გარემოს დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე

Image

გარემოს დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე ბევრი საინტერესო და ინოვაციური სერვისი თუ აპლიკაციაა ინტეგრირებული. პირველ რიგში, აღსანიშნავია დაგეგმილი ღონისძიებების კალენდარი, რომელიც არც თუ ხშირად გავრცელებული პრაქტიკაა საქართველოს საჯარო ელექტრონულ სივრცეში. გარემოს დაცვის სამინისტროს მთავარ გვერდზევე თვალსაჩინოდ არის გამოქვეყნებული ინფორმაცია დაგეგმილი საჯარო შეხვედრების შესახებ. უწყება მოსახლეობას მოუწოდებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საჯარო დისკუსიაში. განიხილება სამინისტროს მიერ დაგეგმილი კონკრეტული პროექტები, აქტივობები, მნიშვნელოვანი კანონპროექტები. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ეს განხილვები მხოლოდ დედაქალაქში არ ტარდება. მასში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ.

გარემო

მოქალაქეებს საშუალება აქვთ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ სოციალური ქსელებით გაავრცელონ ინფორმაცია ელექტრონულ-რესურსზე ინტეგრირებული Facebook-ის გაზიარების ღილაკის მეშვეობით.

გარემოს დაცვის სამინისტროს  ვებ-გვერდზე მოქმედებს რუბრიკა „გთხოვთ, მოგვწეროთ“, რომელიც მოქალაქეებს მოუწოდებს უწყებას კანონდარღვევის შესახებ შეატყობინონ ან მიმართონ კითხვებით და წინადადებებით, რომლებიც სამინისტროს სისტემის ფუნქციონირებაში არსებული  ხარვეზების  აღმოფხვრას ემსახურება.

Image

გარემოს დაცვის სამინისტროს მომხმარებელთან კომუნიკაციაზე ორიენტირებული სტრატეგიის კიდევ ერთი დასტურია დამუშავების პროცესში მყოფი კანონპროექტების განთავსება ვებ-გვერდზე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი მოსაზრებები არსებულ კანონპროექტთან დაკავშირებით გაგზავნოს მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე. აქვე, ცალკეა კომენტარებისთვის გამოყოფილი სივრცე ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებისა და ექსპერტებისთვის.

Image

რაც შეეხება უწყებასთან უშუალო კავშირის საშუალებებს, ვებ-გვერდზე მოცემულია როგორც სამინისტროს მისამართი ინტერაქტიული რუკის თანხლებით, ტელეფონი, ფაქსი და ელ-ფოსტა, ასევე ონლაინ შეტყობინების გაგზავნის აპლიკაცია.

მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს ვებ-გვერდი საინტერესო და ინოვაციურ საკომუნიკაციო მექანიზმებს ფლობს, მათი სათანადოდ გამოყენება არ ხდება. მონიტორინგის ფარგლებში სხვა უწყებების მსგავსად გარემოს დაცვის სამინისტროშიც გაიგზავნა სამი შეკითხვა და ერთი მოსაზრება ონლაინ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მაგრამ უწყებისგან პასუხები არ მიგვიღია.

დადებითად მეტყველებს სამინისტროს იმიჯზე სოციალურ ქსელებთან ინტეგრაცია. გარემოს დაცვის სამინისტროს ყველა ძირითად ქსელში აქვს ოფიციალური გვერდი. გარდა ამისა, სამინისტროს ვებ-გვერდზე ინსტალირებულია ონლაინ ტრანსლაციის აპლიკაცია USTREAM.

აღსანიშნავია ისიც, რომ უწყების Facebook გვერდზე დიდი ხნის განმავლობაში ტარდებოდა გამოკითხვა — რა უნდა გაკეთდეს გარემოს დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდის სერვისების გასაუმჯობესებლად. უწყებამ ამ თემაზე შეხვედრა გამართა, სადაც დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს შეეძლო წინასწარი რეგისტრაციის შემდეგ. ეს ნაბიჯი მეტყველებს სამინისტროს მზაობაზე, მიიღოს შენიშვნები, გააუმჯობესოს ონლაინ მომსახურება და კომფორტული გარემო შეუქმნას ვებ-გვერდის მომხმარებლებს. სასურველია, მსგავსი კონსულტაციები სხვა უწყებებმაც გაიარონ საკუთარ მოქალაქეებთან.

Advertisements
This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

One Response to საკომუნიკაციო მექანიზმები გარემოს დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე

  1. sapatriarxo chamacivdi chems cxovrebidan ismis ase shen gamoxvide yle datanac gamogiyvane me gadavrchi axla rasmizam iliac davtove ushvilod da sxvebic vis ras uzam yleo dagajeret cisferebi xart chamacivdi chems cxovrebidan arafeli dachkarebuli gaigone shen debil tvinshi ratom aigo dedachema tavis tavze mitom cisferi gamosuliyavi asea usamartloa shensmimart yle vermomchamo bozis gazdilo ylis gazdili xar nagvis bozi chamodi momtxovet pasuxixom mogtyanit yvela gamogixocet saertod ase vushvebi yvelas chemtvis sulertia mec vuaryof yllllllllllllllllllllllllllllllllllllllllllllllllllllllllllllllllllleeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeee xarrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrr,chemi dzma igebda tavis tavze garibashvilze da irakla alasaniaze gigi ugulavaze,chagayrevinet yvelas asearis magistana sakme,chemze aravis archausvia cisferebi xart bozis gazdilebo chamodi gavarkviot me vutxari chems bidzashvils sacmendit akicinebda tetr perankshi garibashvili gajda sidan unda codnebodat xaxaxaxaxaxaxaxaxax

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s