საკომუნიკაციო მექანიზმები იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე

Image

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ერთადერთია დამონიტორინგებულ უწყებებს შორის, რომელის ვებ-გვერდზეც მოქალაქეებთან კომუნიკაციის სტრატეგიაა განთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგია 2009-2011 წლებზეა გათვლილი და მხოლოდ საბოლოო სამუშაო ვარიანტია, მაინც მისასალმებელია მისი არსებობა სამინისტროს ვებ-გვერდზე. სასურველია, უწყებამ დამატებით იმუშაოს მის განვრცობასა და საკითხის სრულფასოვნად შესწავლაზე. გეგმა მიზნად ისახავს ოთხი სტრატეგიული მიზნის მიღწევას:

  1. სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
  2. მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში;
  3. სამინისტროს გაუმჯობესებული და ხელმისაწვდომი მომსახურება;
  4. პიარ სამსახური, რომელიც სრულყოფილად პასუხობს საზოგადოების და ხელმძღვანელობის მოთხოვნას.[1]

გარკვეული ნაბიჯები ამ კუთხით უკვე გადაიდგა. ამის დასტურია სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებული სხვადასხვა საკომუნიკაციო მექანიზმები. პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ იუსტიციის სამინისტროს ელ-რესურსი რამდენიმე ვებ-გვერდს აერთიანებს; მათ შორისაა იუსტიციის სახლის გვერდი, რომელსაც თავის მხრივ საინტერესო საკომუნიკაციო პლატფორმა აქვს დაინსტალირებული ონლაინ ოპერატორის აპლიკაციისა და სხვადასხვა ონლაინ მომსახურებების სახით.

ონლაინ ოპერატორთან დაკავშირებამდე მოქალაქე ირჩევს მისთვის საინტერესო დეპარტამენტს, შეჰყავს სახელი, გვარი და პირადი ნომერი. ოპერატორთან საუბრის დასრულების შემდეგ კი მომხმარებელს შეუძლია უპასუხოს კითხვარს სერვისის ხარისხის შესახებ. აღნიშნული მიდგომა, ხაზს უსვამს უწყების სურვილს, ონლაინ მომსახურებაში არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე. თუმცა, ამასთან, სასურველია სამინისტრომ მსგავსი კითხვარების პრაქტიკა დანერგოს ზოგადად ვებ-გვერდის მუშაობასთან დაკავშირებით.

ონლაინ დახმარების კითხვარი

დადებითი ტენდენციაა სამინისტროს ვებ-გვერდზე რუბრიკის „საჯარო ინფორმაცია“ არსებობა. აქ ახსნილია, რა პროცედურები უნდა გაიაროს მოქალაქემ თუ ორგანიზაციამ, რომ მისთვის საინტერესო საჯარო ინფორმაცია გამოითხოვოს უწყებიდან. აქვე მითითებულია სამინისტროს თითოეული დეპარტამენტის თუ სააგენტოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირების საკონტაქტო ინფორმაცია. სამინისტროს ვებ-გვერდის ადმინისტრაცია მოქალაქეებს RSS-ის ფუნქციებს და გამოყენებას უხსნის. აქვე მოცემულია ბმულები სხვადასხვა დეპარტამენტებიდან სიახლეების გამოსაწერად.

ვებ-გვერდზე, ასევე, ხელმისაწვდომია ხშირად დასმული კითხვების რუბრიკა. სამინისტრომ გამოაქვეყნა მოქალაქეების მიერ ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების სია პასუხებთან ერთად, ასევე, ამ რუბრიკის ქვეშ განთავსებულია ონლაინ შეტყობინების გაგზავნის აპლიკაცია იმ შემთხვევისთვის, თუ მოქალაქემ მისთვის საინტერესო კითხვა ჩამონათვალში ვერ იპოვა. ონლაინ შეტყობინების გაგზავნის აპლიკაცია რუბრიკა „კონტაქტშიც“ არის ინტეგრირებული, სამინისტრომ იგივე აპლიკაციის „ხშირად დასმული კითხვების“ რუბრიკაში განთავსებით ხაზი გაუსვა, რომ მისი პრიორიტეტია მოქალაქეებს უწყებასთან კომუნიკაცია მაქსიმალურად გაუადვილოს. საკონტაქტო ინფორმაციაში, ასევე, მოცემულია მისამართი ინტერაქტიულ რუკასთან ერთად, ტელეფონი და ოფიციალური ელ-ფოსტა. მთავარ გვერდზე განთავსებული ცხელი ხაზის ბანერით, გადავდივართ განყოფილებაში, სადაც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ყველა უწყების ცხელი ხაზის ნომერია განთავსებული. გარდა ამისა, ნიშანდობლივია, რომ იუსტიციის სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს სოციალურ ქსელებთან ინტეგრაციას. უწყებას აქვს Facebook-ის, Twitter-ის, YouTube-ის, Myvideo-სა და Flickr-ის მოქმედი ანგარიშები, მაგრამ  Flickr-ს სხვა ქსელების მსგავსად აქტიურად არ იყენებს, აქ განთავსებული ფოტო-მასალა 2011 წლით თარიღდება.

რაც შეეხება სამინისტროს ვებ-გვერდის მონიტორინგისას აღმოჩენილ ხარვეზებს, ვებ-გვერდზე ელ-ფოსტაზე სიახლეების გამოწერის საკმაოდ მოძველებული მეთოდია:

 Image

ეს მეთოდი ძალიან არაეფექტურია, რადგან მომხმარებლისთვის ღილაკის „გამოწერა“ გარეშე ელ-ფოსტაზე გამოწერის ფუნქციის პოვნა ძალიან რთულია, მითუმეტეს, რომ იუსტიციის სამინისტროს შემთხვევაში ეს ელ-ფოსტა თვალსაჩინოდ არ არის განთავსებული და მისი პოვნა, შესაძლოა, მოქალაქეს გაუჭირდეს.

ამასთან, ტექნიკურად გაუმართავია რუბრიკა, სადაც უწყების ბიუჯეტი უნდა იყოს განთავსებული. ბიუჯეტი სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია და მისი გასაჯაროებით უწყება ხაზს უსვამს საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობას, ამიტომ, აუცილებელია ეს ტექნიკური ხარვეზი რაც შეიძლება მალე გამოსწორდეს.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s