საკომუნიკაციო მექანიზმები ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე

სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებული საკომუნიკაციო საშუალებები

სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებული საკომუნიკაციო საშუალებები

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვებ-გვერდი ელ-ჩართულობის განვითარებისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე მექანიზმს აერთიანებს. პირველ რიგში აღსანიშნავია საჯარო განხილვების რუბრიკა, სადაც წინასწარ განთავსდება დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმაცია. აქვე, დაინტერესებულ პირს შეუძლია Facebook ანგარიშით დატოვოს კომენტარი, დასვას შეკითხვა ან წამოწიოს სხვა განსახილველი თემა. მონიტორინგის ფარგლებში ენერგეტიკის სამინისტროს მივწერეთ შეკითხვა საჯარო განხილვებთან დაკავშირებით – თავისუფალია თუ არა მასზე დასწრება და თუ თავისუფალია, რა პროცედურები არსებობს განხილვაზე მოსახვედრად. სამწუხაროდ, სამინისტროდან პასუხი არ მიგვიღია, შესაბამისად, უცნობია, ღიაა თუ არა ის ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

საჯარო განხილვა (4)ასევე, დადებითი ტენდენციაა სიახლეებზე კომენტარების დაწერის საშუალება. ქართული სამთავრობო უწყებების ძალიან მცირე ნაწილს აქვს ეს ფუნქცია გააქტიურებული. აღსანიშნავია, რომ სამინისტრო Facebook-თან ერთად Twitter-ის ანგარიშსაც აქტიურად იყენებს სიახლეების გასავრცელებლად. ზოგადად, ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდი ბევრ სოციალურ ქსელთან არის ინტეგრირებული; ამასთან, უწყებას დაინსტალირებული აქვს პირდაპირი ტრანსლაციის ერთ-ერთი საშუალება – USTREAM აპლიკაცია, თუმცა ეს უკანასკნელი მოქმედი სერვისი არ არის. ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდი საშუალებას აძლევს მოქალაქეს დარეგისტრირდეს და ჰქონდეს საკუთარი სივრცე. ასე გამოიყურება მომხმარებლის სივრცე ამ ვებ-გვერდზე:

ენერგეტიკა

მოქალაქეების შეკითხვები სხვადასხვა განყოფილებებში ერთიანდება თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე. აქვე ჩანს, როდის გაიგზავნა შეკითხვა და მოვიდა თუ არა მასზე პასუხი. მომხმარებლის სივრცე ძალიან კომფორტულია გამოსაყენებლად, რადგან დარეგისტრირება ხორციელდება როგორც  ელ-ფოსტის და პაროლის მითითებით, ასევე, Facebook ანაგრიშის მეშვეობითაც. მომხმარებელს შეუძლია სურვილისამებრ დაამატოს საკუთარი ფოტო და ლოგო „პროფილის“ განყოფილებაში. გარდა ამისა, იმათთვის, ვინც დარეგისტრირებული არ არის, სამინისტროსთან დაკავშირება, ჩვეულებრივ, ელ-ფოსტის მეშვეობითაც შესაძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკის სამინისტროს ელექტრონულ რესურსზე ელ-ჩართულობის განვითარების კუთხით დადებითი ტენდენციები შეინიშნება, ვებ-გვერდზე ხარვეზები მაინც ფიქსირდება. სხვადასხვა ანგარიშით გაგზავნილი ოთხი შეკითხვიდან სამინისტროს არცერთ მათგანზე არ უპასუხია. ამასთან, უწყების ვებ-გვერდს არ გააჩნია გამართული საჯარო შეხვედრების ანგარიშების, აუდიო თუ ვიდეო ჩანაწერების განთავსებისთვის სპეციალური განყოფილება, სადაც ის მომხმარებლები დააფიქსირებენ აზრს, ვინც განხილვას ვერ დაესწრო. ამასთან, სასურველია სამინისტრომ საჯარო განხილვების დაწყების შესახებ მსურველებს ელ-ფოსტაზე ან მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით აცნობოს, ამისთვის აუცილებელია ელ-რესურსზე დაინერგოს ელ-ფოსტაზე გამოწერის, RSS და SMS სახით ინფორმაციის მიღების პრაქტიკა.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s