ელ-ჩართულობის მექანიზმები საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდებზე

ავტორი: სალომე ჩუხუა

16418690-3d-laptops-around-an-e-mail-symbol-as-network-for-communication-conceptIDFI (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) პროექტის – „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ – ფარგლებში 2012 წლის 1 ნოემბრიდან აწარმოებს დაკვირვებას საქართველოს 23 ცენტრალური საჯარო დაწესებულებისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდებზე.  მონიტორინგი განხორციელდა  2012 წლის გაეროს ელ-მმართველობის კვლევისა და IDFI-ს მიერ 2011 წელს შემუშავებული საჯარო დაწესებულებების ოფიციალური ვებგვერდების ინფორმაციული გამჭვირვალობის ხარისხის შეფასების პარამეტრების. გათვალისწინებით. პროექტზე მომუშავე ჯგუფმა ამ ორი კვლევის მეთოდოლოგიის სინთეზი მოახდინა და შეიმუშავა სამ კომპონენტიანი შეფასების სისტემა.

შეფასების სისტემა შემდეგი ნაწილებისგან შედგება: ელ-ინფორმაცია/კომუნიკაცია, ელ-კონსულტაცია, ელ-გადაწყვეტილების მიღება.

სამთვიანი მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:

  • საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდები ძირითადად ცალმხრივ კომუნიკაციაზე არიან ორიენტირებულნი, რაც გამოიხატება მშრალი ინფორმაციის გავრცელებაში და ისეთი სადისკუსიო პლატფორმების არქონაში, როგორებიცაა ბლოგი, ფორუმი. ხშირ შემთხვევაში სამთავრობო ვებ-რესურსები ინფორმაციის გავრცელების ისეთ მექანიზმებსაც არ ფლობენ, როგორიცაა RSS ან  სიახლეების ელ-ფოსტაზე გამოწერის ფუნქცია;
  • მოქალაქეთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და ეს გამოწვეულია უწყებების ვებ-გვერდებზე საკომუნიკაციო-საკონსულტაციო მექანიზმების არარსებობით ან მათი ტექნიკური გაუმართაობითა და უწყებების მხრიდან აღნიშნული საკითხისადმი უყურადღებობით;
  • იშვიათი გამონაკლისების გარდა, მოქალაქეებს არ აქვთ ვებ-გვერდებზე კომენტარის დატოვების საშუალება. ეს ნეგატიური ტენდეცია იმაზე მიუთითებს, რომ უწყება ღია არ არის მომხმარებლის შეკითხვები, კომენტარები და კრიტიკა მიიღოს;
  • ბოლო თვეებში გაჩნდა Twitter-ის ოფიციალური გვერდების გაუქმების ტენდენცია. უწყებების დიდ ნაწილს Twitter ანგარიში აღარ აქვს, უმეტესობა გვერდზე სიახლეებს არ აზიარებს,  საჯარო დაწესებულებების მხოლოდ მცირე  ნაწილი იყენებს ამ საკომუნიკაციო მექანიზმს აქტიურად;
  • დამონიტორინგებული უწყებებიდან არცერთი არ გვთავაზობს სპეც-განყოფილებას ან სერვისს სულ მცირე ერთი მოწყვლადი ჯგუფისთვის;
  • ქართული სამთავრობო უწყებების უმეტესობას არ აქვს ვებ-გვერდზე ონლაინ მომსახურების შეფასების ფორმები, რომელთა მეშვეობითაც მოხდება ვებ-გვერდზე არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და მოქალაქეებთან ერთად გამოსავლის ძიება;
  • საჯარო  პირები მოქალაქეებთან უშუალო კავშირზე არ გამოდიან, არცერთი დაწესებულების ხელმძღვანელი პირი მოდერაციას არ უწევს დისკუსიას და წამოჭრილ პრობლემებს პირადად არ ეხმაურება;
  • უწყებების უმრავლესობას  არ აქვს შემუშავებული ელ-ჩართულობის სამოქმედო გეგმა, იგივე, მოქალაქეებთან კომუნიკაციის სტრატეგია;
  • უწყებები მოქალაქეების მხრიდან შემოსულ შეკითხვებსა და მოსაზრებებს ძირითადად უყურადღებოდ ტოვებენ. ჩვენ მიერ საჯარო დაწესებულებებისათვის ელექტრონულად გაგზავნილ სატესტო შეკითხვებზე მიღებული პასუხების რაოდენობა მინიმალური იყო. მხოლოდ ორმა დაწესებულებამ გასცა ოთხივე შეკითხვას პასუხი.

იხილეთ მთლიანი კვლევა

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია. Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s