ელექტრონული ჩართულობა ესტონეთში

ავტორი: თეონა ტურაშვილი

ესტონეთის ელ-პლატფორმა

ესტონეთის ელ-პლატფორმა

გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად ესტონეთში შექმნილია ვებ-გვერდი, რომელსაც მთავრობის კანცელარია მართავს. აღნიშნული ელექტრონული რესურსის პირველივე გვერდზე გაცხადებულია, რომ იგი ოთხ ძირითად მიზანს ემსახურება:

  • მთავრობისთვის იდეებისა და წინადადებების მიწოდება;
  • იდეების მხარდასაჭერი ხელმოწერების შეგროვება;
  • სამუშაო პროექტებზე მოსაზრებების გამოხატვა;
  • საკანონმდებლო და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება.

ელექტრონულ პორტალზე ორი ძირითადი ინიციატივაა წარმოდგენილი. კერძოდ, პირველს წარმოადგენს მოქალაქეების მიერ საკუთარი იდეების მთავრობისთვის მიწვდენა. ამ სექციაში, ვებ-გვერდის თითოეულ მომხმარებელს შეუძლია განათავსოს ახალი წინადადება ნებისმიერ საკითხზე. მომხმარებელი იდეის აღწერასთან ერთად უთითებს კატეგორიას და საძიებო ტერმინებს. ამით უფრო მოსახერხებელია მსგავსი კატეგორიის იდეების მოძებნა და გაანალიზება, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე, მთავრობისთვის.

რაც შეეხება თითეული წინადადების შესახებ განთავსებულ მონაცემებს, მისთვის განკუთვნილ განყოფილებაში ვებ-გვერდზე ქვეყნდება იდეის აღწერა, ავტორის სახელი და გვარი, განთავსებისა და ხმის მიცემის დასრულების დრო. ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაავრცელოს მისთვის საინტერესო იდეა: თოთოეულ მათგანზე ინტეგრირებულია სოციალურ ქსელებში გაზიარების ფუნქცია, წინადადების გავრცელება ელ-ფოსტის დახმარებითაც არის შესაძლებელი.

რაც შეეხება იდეის გარშემო მოქალაქეების აქტივობას, მომხმარებლებს საშუალება აქვთ მხარი დაუჭირონ იდეას ხმის მიცემით ან პირიქით, ხმა მისცენ წინადადების არგასვლას, დაწერონ კომენტარი ინიციატივასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ ვებ-გვერდზევე მოცემულია შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები და ყველასთვის ხელმისაწვდომია თითოეული იდეის გარშემო ნებმისმიერი მოქალაქის მხრიდან გამოხატული რეაგირების ფორმა და შინაარსი. კერძოდ, ცალკეული იდეის შემთხვევაში მოცემულია ამ დროისათვის რამდენი ემხრობა ან ეწინააღმდეგება იდეას. რიცხვების გარდა დაკონკრეტებულია მხარდამჭერებისა და მოწინააღმდეგეების ვინაობა – ელ-პორტალზე დარეგისტრირებისას მითითებული სახელისა და გვარის სახით. მოქალაქეებისგან დატოვებული კომენტარების შემთხვევაში კი ელექტრონულ რესურსზე საჯაროდაა გამოქვეყნებული ყველა მათგანი და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს სხვების მოსაზრებებს.

ერთ-ერთი მოქალაქის იდეა

ერთ-ერთი მოქალაქის იდეა

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეულ იდეას მიბმული აქვს პასუხების განყოფილება, სადაც საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა განათავსებს საკუთარ პოზიციას მოქალაქის იდეასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ მოქალაქისთვის უკუკავშირის უზრუნველყოფა მხარდამჭერთა რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული და მცირე ოდენობის ხმების დაგროვების შემთხვევაშიც ხდება სამინისტროებისგან გარკვეულ ინიციატივებზე რეაგირება.

ვებ-გვერდის ადმინისტრაციის მხრიდან დანერგილი ელ-რესურსისადმი ყურადღების ინდიკატორად შეიძლება ჩაითვალოს მიღებული იდეებისა და გამოხატული მოსაზრებების სისტემატური გაცნობა და მათზე დაყრდნობით სტატისტიკური მონაცემების უზრუნველყოფა. პორტალზე მოცემულია შემდეგი ტიპის ცნობები: სულ რამდენი იდეაა შესული მომხმარებლის მხრიდან, რამდენმა მოქალაქემ მისცა ხმა, რამდენი იდეა გავიდა (იგულისხმება, მთავრობის გამოხმაურება იდეისადმი) და რამდენი არ იქნა დაკმაყოფილებული.

მოქალაქის იდეა და მასზე მთავრობის გამოხმაურება

მოქალაქის იდეა და მასზე მთავრობის გამოხმაურება

ზემოთ აღწერილი, მოქალაქეთა ჩართულობაზე ორიენტირებული, სერვისის გარდა ვებ-გვერდზე არსებობს კონსულტაციის განყოფილებაც. როგორც უკვე აღინიშნა, ხსენებულ ელ-პლატფორმას მთავრობის კანცელარია მართავს, საკონსულტაციო საკითხების ინიცირება კი სამინისტროების მიერ ხდება.

თითოეული ღია კონსულტაციის შემთხვევაში მოცემულია შემდეგი ტიპის ინფორმაცია:

  • კონსულტაციის გამომცხადებელი დაწესებულებაა;
  • კონსულტაციის დაწყებისა და დასრულების თარიღი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია;
  • იმ საკანონმდებლო ინიციატივის თუ სტრატეგიული გეგმის დასახლება და აღწერა, რომელიც ცალკეულმა უწყებამ გამოიტანა საჯარო დისკუსიაზე. უმეტეს შემთხვევაში, მიბმულია მთავრობის მიერ ცალკეულ საკითხთან დაკავშირებით მანამდე დამტკიცებული და ამჯამად შემუშავებული გეგმები PDF ფორმატში;
  • კონსულტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი, რომელშიც განმარტებულია საკითხის არსი, დასმულია პრობლემები და მოცემულია დაწვრილებითი სტატისტიკური თუ სხვა ტიპის ინფორმაცია აღნიშნული საკითხის გარშემო. ამგვარი ინფორმაცია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის თვალნათელს ხდის კონკრეტული პრობლემის არსს, მთავრობის პოლიტიკას და მის გარშემო არსებულ ვითარებას;
  • საკანონმდებლო თუ სხვა ტიპის ინიციატივის პირველადი დოკუმენტი.

კონსულტაციის ცალკეული საკითხის აღწერის ქვემოთ გამოყოფილია სივრცე პლატფორმაზე რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის, სადაც მათ დასმულ პრობლემაზე თუ პოლიტიკურ ინიციატივაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება შეუძლიათ. ამით, ერთი მხრივ, შესაძლებელია საჯარო დისკუსიის ინიციატორ საჯარო დაწესებულებასთან ინტერაქცია და მისთვის წინადადების შეთავაზება და მეორე მხრივ, ცალკეული საკითხის გარშემო უზრუნველყოფილია დისკუსია მოქალაქეებს შორის.

კონსულტაციების საძიებო სისტემა

კონსულტაციების საძიებო სისტემა

ნავიგაციის გამარტივების მიზნით, ვებ-გვერდზე მიბმულია ელ-კონსულტაციების საძიებო სისტემა, სადაც სასურველი საკითხის შესახებ გამართული საჯარო დისკუსიის ნახვა შესაძლებელია ტერმინის, სტატუსის (მიმდინარე, დასრულებული, დახურული), საკითხის, დაწესებულების და თარიღის მიხედვით.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, ელ-პლატფორმა, საჯარო დაწესებულება and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s