ელ-კონსულტაცია დიდ ბრიტანეთში

ავტორი: თეონა ტურაშვილი

საჯარო პოლიტიკაში მოქალაქეთა ჩართულობისა  და სხვადასხვა საკითხებზე საჯარო კონსულტაციებს გამართვას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა დიდ ბრიტანეთში. ქვეყნის თითქმის ყველა სამინისტროს ვებ-გვერდზე ინტეგრირებულია ელექტრონული კონსულტაციის საშუალება. მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს  შემთხვევაში კატეგორია „კონსულტაცია“ მთავარ გვერდზეა გამოტანილი და იგი მთელ რიგ საკითხებს მოიცავს. სამინისტროს მიერ ხდება კონკრეტული საკითხის იდენტიფიცირება, რომლის საჯარო განხილვაშიც მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა. თითოეული კონსულტაცია ინიცირებულია კონკრეტული დეპარტამენტის მიერ და სწორედ დეპარტამენტი განიხილავს შესულ ინიციატივებს. აუცილებლად მითითებულია ამ დეპარტამენტისა თუ სტრუქტურული ქვედანაყოფის საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა.

დიდი ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ერთ-ერთ საჯარო განხილვა

დიდი ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ერთ-ერთ
საჯარო განხილვა

გარდა ამისა, ვებ-გვერდზე მითითებულია საჯარო კონსულტაციის ვადა, რა დროის ფარგლებშიც უწყება იღებს დაინტერესებულ პირთა შენიშვნებს, მოსაზრებებსა და კითხვებს. განსაზღვრულია სავარაუდო აუდიტორია, რომელთა ინიციატივებსაც ელოდება კონსულტაციის ინიციატორი ორგანო და საჯარო განხილვაზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია.

კითხვარის ფორმა

კითხვარის ფორმა

რაც შეეხება მოქალაქეების მოსაზრებების მიღების ფორმას, ზოგიერთ შემთხვევაში მომხმარებლებს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება სპეციალური ფორმის ან კითხვარის შევსებით შეუძლიათ.

საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ სამინისტრო აანალიზებს მოქალაქეების მხრიდან მიღებულ წინადადებებს და ამზადებს ელ-კონსულტაციის შემაჯამებელ ანგარიშს. შედეგად, სწორედ ამგვარი დოკუმენტის შექმნა ითვლება უკუკავშირის ფორმად. მართლაც, ელექტრონულ რესურსზე მოცემულია ჩატარებული საჯარო განხილვების შედეგები, წარმოდგენილია დასკვნითი შეფასების დოკუმენტი,  მოცემულია კონსულტაციების პერიოდში მოქალაქეების მიერ გამოთქმული მოსაზრებები, გაგზავნილი წინადადებები, დასმული შეკითხვები და საჯარო დაწესებულების მხრიდან გაცემული შესაბამისი პასუხები.

დიდი ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდი - ჩატარებული კონსულტაციების შედეგები

დიდი ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდი – ჩატარებული კონსულტაციების შედეგები

გარდა ამისა, შეფასებულია ელ-კონსულტაციის შედეგები პირვანდელი კრიტერიუმების საფუძველზე. კერძოდ, გაანალიზებულია მოქალაქეების მოსაზრებები, იდენტიფიცირებულია მათ მიერ გამოკვეთილი და დასმული პრობლემები, აღწერილია ხელისუფლების მიერ გაცემული პასუხები მოქალაქეების კითხვებზე. რაც ყველაზე საგულისხმოა, შეჯამებულია საზოგადოების დამოკიდებულება დასმული პრობლემის მიმართ და მათი გათვალისწინებით, შემუშავებულია სამინისტროსა თუ კონკრეტული სტრუქტურული ქვედანაყოფის პოზიცია/სტრატეგია ელ-კონსულტაციის საკითხის მიმართ. ამგვარი უკუკავშირის შედეგად, ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის შესაძლებელია გადახედოს რა პოზიცია გააჩნდათ ან გააჩნიათ მოქალაქეებს და კონსულტაციის დასრულების შემდეგ, რამდენად გაითვალისწინა ხელისუფლებამ მათი წინადადებები და მოსაზრებები.

კონსულტაციების კატეგორია

კონსულტაციების კატეგორია

მომხმარებლისთვის ვებ-გვერდზე ნავიგაციის გასამარტივებლად, ელექტრონული კონსულტაციები დაყოფილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ღია, დახურული – პასუხით, დახურული – პასუხის მოლოდინში.

სამინისტროს ელექტრონულ რესურსზე ცალკეა გამოყოფილი კონსულტაციების არქივი, სადაც შესაძლებელია თარიღების მიხედვით, განვლილი საჯარო კონსულტაციებისა და მათ ფარგლებში შექმნილი ანგარიშების მოძებნა. ამავე განყოფილებაში შესაძლებელია ელექტრონული მისამართის მითითებით, ამ მიმართულებით არსებული სიახლეების გამოწერა. შედეგად, მომხმარებელი მუდმივად იქნება ინფორმირებული და სისტემატურად მიიღებს ინფორმაციას მისთვის სასურველ საკითხზე.

შოტლანდია

დიდი ბრიტანეთის ცენტრალურ მთავრობასთან ერთად, ელექტრონული კონსულტაციების ტრადიცია დანერგილია შოტლანდიის ადგილობრივ მთავრობაშიც. ელექტრონულ რესურსზე მოქალაქეთა ჩართულობის მიზნით, შექმნილია სპეციალური განყოფილება სახელწოდებით „კონსულტაციები.“ აქ გამოტანილია მიმდინარე, დასრულებული და სამომავლო კონსულტაციების ქვე-განყოფილებები. ამ გზით შოტლანდიის მთავრობა ცდილობს პოლიტიკის დაგეგმვის დროს გაითვალისწინოს მოქალაქეთა მოსაზრებები და მოთხოვნები.

მიმდინარე კონსულტაციების ქვე-განყოფილებაში განსაზღვრულია არსებული პრობლემა, აღწერილია ამ მიმართულებით მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებებიც. გარდა ამისა, მოცემულია კონსულტაციის ინიციატორი სამთავრობო დაწესებულება/სტრუქტურული ქვედანაყოფი, საკონტაქტო პირი, ელ-ფოსტა, კონსულტაციის დაწყებისა და დასრულების თარიღები. განთავსებულია წამოჭრილი პრობლემის გარშემო არსებული ძირითადი კითხვები და მათზე საპასუხოდ განთავსებულია შესაბამისი ფორმები.  დაინტერესებულ პირთა მიერ შევსებული ანკეტები ეგზავნებათ კონკრეტულ საკითხზე პასუხისმგებელ პირებს.

შოტლანდიის მთავრობის ვებ-გვერდზე მიმდინარე კონსულტაციების განყოფილება

შოტლანდიის მთავრობის ვებ-გვერდზე მიმდინარე კონსულტაციების განყოფილება

ვებ-გვერდზე განთავსებულია, ასევე, ინფორმაცია  დაგეგმილი კონსულტაციების, მათი თემატიკისა და ვადების შესახებ. ამით, მომხმარებლებისთვის წინასწარ ცნობილია კონკრეტული სამთავრობო დაწესებულება რა საკითხზე და როდის გახსნის ელექტრონულ კონსულტაციებს და ამ გზით მიიღებს მოქალაქეების ინიციატივებს.

შემდეგ კატეგორიად მოცემულია დახურული კონსულტაციები, სადაც თითოეული საკითხის შემთხვევაში, გამოქვეყნებულია ანგარიში და საკითხის შემაჯამებელი დოკუმენტი. მასში კიდევ ერთხელ აღწერილია პრობლემა, გადმოცემულია კონსულტაციის გამოცხადების მიზანი და დაზუსტებულია მთავრობის პოზიცია ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე, მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები. ანგარიშის ძირითადი ნაწილი ეთმობა მოსახლეობის მიერ სამთავრობო დაწესებულებებისთვის მიწოდებული წინადადებებისა და კითხვების ანალიზსა და მიმოხილვას. შეჯამებულია ცალკეული საკითხების გარშემო მოქალაქეების მხრიდან მიღებული გამოხმაურებები და ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილებაც. ამგვარი პროაქტიული სტრატეგია უზრუნველყოფს მოქალაქეების მაღალ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

კონსულტაციების არქივი

კონსულტაციების არქივი

შემდეგ კატეგორიად მოცემულია კონსულტაციების არქივი, სადაც განთავსებულია 2003 წლის შემდეგ ჩატარებული ელ-კონსულტაციების შესახებ არსებული ინფორმაცია – აღწერა, საბოლოო ანგარიში და სხვა დამატებითი მონაცემები.

ელექტრონულ რესურსზე მიმაგრებულია ახალი ამბების გამოწერის ფუნქციაც, რის მეშვეობითაც ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს საკუთარი ელ-ფოსტის მითითებით, გამოიწეროს სიახლეები და მუდმივად იყოს ინფორმირებული კონკრეტულ კონსულტაციებთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ.

კონსულტაციების გამოწერა

კონსულტაციების გამოწერა

დიდი ბრიტანეთის მსგავსად, შოტლანდიაშიც დიდი ყურადღება ეთმობა მოქალაქეების კითხვებზე დაყრდნობით საკონსულტაციოდ გამოტანილ პრობლემასთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიშის მომზადებას. ამით თვალნათელი ხდება, რომ ელექტრონულად ინიციატივების გაგზავნა მართლაც ეფექტური ფორმაა და მომხმარებლების მიერ დასმული არცერთი კითხვა თუ წინადადება მთავრობის ყურადღების მიღმა არ რჩება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საბოლოო ანგარიშის მომზადება ადასტურებს ფაქტს, რომ სამინისტროები კონკრეტულ საკითხებზე სტრატეგიულ გეგმებსა და ცალკეულ ღონისძიებებს სწორედ მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით შეიმუშავებენ და დაგეგმავენ.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, ელ-პლატფორმა, საჯარო დაწესებულება and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s