ელ-კონსულტაცია ავსტრალიაში

ავტორი: თეონა ტურაშვილი

ავსტრალიის მთავრობის გვერდზე არსებობს ქვე-განყოფილება კონსულტაციებისთვის. იგი სამი სექციისგან შედგება: ღია კონსულტაციები, დახურული კონსულტაციები და დაგეგმილი კონსულტაციები.

ღია კონსულტაციების განყოფილებაში მოცემულია მიმდინარე საჯარო განხილვები: მოცემულია სათაური, საკითხის აღწერა, პრობლემის დასმა, დაზუსტებულია კონსულტაციაზე პასუხისმგებელი უწყების დასახელება და მისამართი, კონსულტაციის ვადები, პროცედურები, მიბმულია მოქალაქეების მიერ საკუთარი მოსაზრების დასაფიქსირებლად შემუშავებული ელ-ფორმა. ამ უკანასკნელის მეშვეობით, მოქალაქეს შეუძლია მთავრობას მიაწოდოს საკუთარი ხედვა, სტრატეგია, პრეზენტაცია და კომენტარი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, კითხვარის ფორმაში მომხმარებელი აფიქსირებს სურს თუ არა მისი კითხვა მომავალში გასაჯაროვდეს. სხვა შემთხვევაში მთავრობა იტოვებს უფლებას მომხმარებლების მიერ გაგზავნილი წინადადებები გამოაქვეყნოს ვებ-გვერდზე. აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტი, რომ მოქალაქეებს საკუთარი კომენტარების ჩაბარება სამთავრობო უწყებაში ბეჭდური დოკუმენტის სახითაც შეუძლიათ.

კონსულტაციების პროცედურები

კონსულტაციების პროცედურები

დახურული კონსულტაციების კატეგორიაში თავმოყრილია განხორციელებულ საჯარო განხილვებთან დაკავშირებით ყველა სახის ინფორმაცია. კერძოდ, თოთოეული საკითხის შემთხვევაში გამოქვეყნებულია შემდეგი ტიპის მონაცემები და დოკუმენტები:

  • კონსულტაციის მიზანი;
  • პრობლემის აღწერა და საჯარო განხილვაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი წესები და რეგულაციები;
  • მოქალაქეებისგან მიღებული წინადადებები – შევსებული ფორმები;

    მოქალაქეებისგან მიღებული წინადადებები

    მოქალაქეებისგან მიღებული წინადადებები

  • კონსულტაციის ინიციატორი სამთავრობო უწყების პასუხები ან საჯარო განხილვის შედეგად, შემუშავებული პოზიცია;
ავსტრალია_3

სამთავრობო დაწესებულების პასუხი

აღნიშნულ განყოფილებას მოყვება მომავალი კონსულტაციების სექცია, სადაც მოცემულია მომდევნო თვეებში ჩასატარებელი საჯარო განხილვების ერთგვარი განრიგი. დაზუსტებულია რა საკითხსა და პოლიტიკის რომელ მიმართულებაზე იგეგმება ონლაინ კონსულტაცია.

კონსულტაციების არქივი

კონსულტაციების არქივი

ამასთან ერთად, ვებ-გვერდზე ვხვდებით ჩატარებული კონსულტაციების არქივს. თითოეული მათგანის შემთხვევაში მოცემულია ვითარებისა და საკითხის აღწერა, დასმულია პრობლემა, რის გადასაჭრელადაც მთავრობამ მიზნად დაისახა კონკრეტული თემატიკის საჯარო განხილვაზე გატანა. გაანალიზებულია ელექტრონული კონსულტაციით შესული ინიციატივები და გაჟღერებულია მოქალაქეების დამოკიდებულება საკითხის მიმართ. ამას მოჰყვება საბოლოოდ შემუშავებული პოლიტიკური ალტერნატივები, მათი ფინანსური გათვლების მითითებით. მოცემულია თითოეული მათგანის გავლენის მასშტაბები და შემუშავებული რეკომენდაციები.

 

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, ელ-პლატფორმა, საჯარო დაწესებულება and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s