გერმანიის ფედერალური სამინისტროების Facebook გვერდები

ავტორი: მარიკა კეჭაყმაძე

გერმანიის საჯარო დაწესებულებები აქტიურად იყენებენ მოქალაქეებთან კომუნიკაციისათვის სოციალურ მედიას.   თითქმის ყველა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა ინტეგრირებული Twitter -ის  ანგარიში, google-ისა და youtube-ს, ასევე XING-ისა (სოციალური ქსელი საქმიანი და პირადი კონტაქტებისთვის) და 4sq(Foursquer) -ის – მობილური ტელეფონებისთვის შექმნილი სოციალური ქსელის- აპლიკაციები. სამთავრობო დაწესებულებების ნაწილი კი Facebook-ის მეშვეობით მოქალაქეებს სადისკუსიო პლატფორმას სთავაზობს და ინფორმაციას  აწვდის მათ სამინისტროს საქმიანობისა და პრიორიტეტების შესახებ.

გერმანული ოფიციალური Facebook გვერდების ინფორმაციული მხარე საკმაოდ დახვეწილია და ვფიქრობთ იმ დადებითი ტენდენციების  გაზიარება  და დანერგვა ქართულ საჯარო Facebook სივრცეში, რაც ამ გვერდებს სხვა ანალოგებისგან გამოარჩევს, სასარგებლო იქნება ქართული ოფიციალური ინტერნეტ საკომუნიკაციო საშუალებების  დასახვეწად.

ამ მიზნით სამი ფედერალური სამინისტროს  Facebook- გვერდი შევარჩიეთ :

  • საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს Facebook გვერდი;
  • ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს Facebook გვერდი;
  • ეკონომიკისა და ტექნოლოგიების ფედერალური სამინისტროს Facebook გვერდი;

გერმანიის მთავრობის Facebook-ებზე  განსაკუთრებით ხაზგასმულია გვერდის ოფიციალურობა. შექმნილია სპეციალური ბლოკი წყაროს მითითებით (Impressum), სადაც გვერდის მართვაზე პასუხისმგებელი სამსახური, ასევე პასუხისმგებელი პირის და გვერდის რედაქტორის  ვინაობაა მოცემული.

Image

აღსანიშნავია, რომ  სამინისტროების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში შექმნილია ინტერნეტ განყოფილებები. ვებ-რესურსების, მათ შორის Facebook- ის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება სწორედ მათი კომპეტენციაა. სამინისტროები სრულ პასუხისმგებლობას იღებენ უწყების მიერ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე. რაც ხელს უწყობს მოქალაქეების ნდობის ხარისხისა და შესაბამისად მათი აქტიურობის  გაზრდას.

აქვე მითითებულია, რომ ეს პასუხისმგებლობა არ ვრცელდება მოქალაქეების კომენტარებსა და მათ მიერ ბმულის სახით გაზიარებულ ინფორმაციაზე.

დაცულია გვერდის დიზაინისა და კონცეფციის შემქმნელის საავტორო უფლება და ლიცენზირებულია Facebook გვერდზე გამოქვეყნებული  ფოტოები.

შინაარსობრივად დატვირთულია Facebook გვერდების საინფორმაციო განყოფილება. აღწერილია სამინისტროს მიზნები და ამოცანები.  განთავსებულია ინფორმაცია მიღებული ჯილდოების შესახებ. მოქალაქეებს შეუძლიათ ნახონ სამინისტროების მიერ გამოცემული  ჟურნალების, პუბლიკაციების და სხვა სერვისების ბმულები.

Facebook – ზე მოცემულია მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები სამინისტროს დაფუძნებიდან დღემდე თარიღების მიხედვით.

მაგალითისთვის ფედერალური საგარეო სამინისტროს ისტორია 1951 წლიდან იწყება, ახლად დაარსებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პირველი კანცლერი კონრად ადენაუერი იმავდროულად პირველი საგარეო საქმეთა მინისტრიც იყო.  ვფიქრობთ  ჩვენი მოქალაქეებითვის  საინტერესო იქნება სამინისტროს ისტორიის შესახებ ინფორმაციის მიღება და ეს თავის მხრივ  გვერდის მომხმარებელთა რაოდენობასაც  გაზრდის.

Image

Facebook- ის საინფორმაციო ბლოკში დეტალურადაა მოცემული სამინისტროს  საკონტაქტო ინფორმაცია საჯარო ტრანსპორტის  მარშუტების ჩათვლით. ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობისა და  საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროების გვერდებზე მოცემულია რუკებიც.

კიდევ ერთი აპლიკაცია, რომელსაც ალბათ მხოლოდ გერმანულ ოფიციალურ Facebook -გვერდებზე შევხვდებით არის მონაცემთა დაცვის აპლიკაცია. მისი მეშვეობით საჯარო დაწესებულება ინფორმაციას აწვდის მომხარებელს სოციალურ ქსელ Facebook -ის მიერ ინფორმაციის გავრცელებისა და გამოყენების წესების  შესახებ. საჯარო დაწესებულება აფრთხილებს მოქალაქეებს რომ არ არის დადგენილი სამართლებრივი პირობები სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის დასაცავად და ურჩევს მათ საიდულმო ან სენსიტიური ინფორმაცია სხვა გზით მიაწოდონ სამინისტროს.

Image

საინტერესო და გასათვალისწინებელია აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს გვერდის მოხმარების წესებს და ეტიკეტს უხსნის. სამინისტროს  გვერდის ადმინისტრაცია მოქალაქეებს  აქტური,  მწვავე დიალოგის წარმართვისკენ მოუწოდებს, გამოთქვამს მზადყოფნას მოისმინოს არგუმენტირებული მსჯელობა, ღიაა კრიტიკისა და შენიშვნებისთვისმხოლოდ იმ თემაზე, რომელიც კონკრეტული სამინისტროს სქმიანობის სფეროს არ ცდება.

Image

საჯარო დაწესებულებების Facebook გვერდებზე აკრძალულია სიძულვილის ენის, რასისტული და პიროვნების შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება, სხვისი მოსაზრების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა, ასევე სარეკლამო ინფორმაციის გავრცელება. გვერდის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს წაშალოს ასეთი ტიპის კომენტარები და ინფორმაცია. ექსტრემალურ შემთხვევებში შესაძლოა წესების დამრღვევთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის  საკითხიც დადგეს.

ქართული საჯარო დაწესებულებების, ასევე პარტიებისა და მედიასაშუალებების ოფიციალური Facebook გვერდების მონიტორინგმა აჩვენა, რომ ხშირი იყო  უცენზურო გამონათქვამების გამოყენება მოქალაქეების მხრიდან. უმეტეს შემთხვევაში ადმინისტრაცია შლიდა ასეთ კომენტარებს შესაბამისი  განმარტების გარეშე რაც მომხმარებლებში უარყოფით რეაქციას იწვევდა.

ბუნებრივია რთულია თითოეულ მოქალაქეს მიუთითო და აუხსნა კომენტარების წაშლის მიზეზი, გამაფრთხილებელი აპლიკაციის Facebook გვერდზე არსებობა კი მნიშვნელოვნად  შეამცირებს  სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებს.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია. Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s