საჯარო განხილვა: მოქალაქის პლატფორმა www.ichange.ge

UP2U_proposal_02_uniform29 მაისს, 13:00 საათზე IDFI (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს, ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, იწვევს საჯარო დისკუსიაზე:

მოქალაქეების პოლიტიკური ჩართულობის პლატფორმის – www.ichange.ge-ს კონცეფცია.

მისამართი: მარჯანიშვილის 5, III სართული

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ ინიციატივის – „ღია მმართველობის პარტნიორობა“ – სამოქმედო გეგმის მიხედვით, აიღო ვალდებულება 2013 წლისთვის შექმნას მოქალაქის პლატფორმა –www.ichange.ge. ეს არის ინტერნეტ რესურსი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ, მოქალაქეებს გვექნება შესაძლებლობა საკუთარი იდეები, ინიციატივები და პრობლემები გავუზიაროთ ერთმანეთს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, დავარეგისტრიროთ ან ხელი მოვაწეროთ პეტიციებს, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გავაკრიტიკოთ და მოვიწონოთ მთავრობის გადაწყვეტილებები, კანონ-პროექტები და ა.შ

www.ichange.ge უკვე 2013 წელს უნდა ამოქმედდეს. აუცილებელია თითოეული მოქალაქის ჩართვა პლატფორმის ჩამოყალიბების პროცესშივე მოხდეს. IDFI-იმ შეისწავლა რამდენიმე ქვეყნის (ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ბაჰრეინი, ყაზახეთი, გერმანია, ესტონეთი) გამოცდილება, გაანალიზა იქ არსებული ელ-პლატფორმები და შეიმუშავა საკუთარი კონცეფცია. ელექტრონულ პლატფორმაზე უნდა დაინერგოს ისეთი სერვისები, როგორც სამოქალაქო პეტიციების ინიცირების საშუალება, საჯარო კონსულტაციების გამართვის ვალდებულებები, მოქალაქეთა მიერ სხვადასხვა ინიციატივების წარდგენის საშუალებები.

IDFI შეხვედრის მონაწილეებს გააცნობს საკუთარ ხედვას იმისა, თუ რა ფუნქციონალი და მექანიზმები უნდა არსებობდეს მოქალაქეთა მონაწილეობის პლატფორმაზე, პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.

კონცეფცია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის G-PAC-ის დაფინანსებული პროექტის – „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ – ფარგლებში.

გთხოვთ დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა შემდეგ ელ-ფოსტაზე: m.kechakmadze@idfi.ge ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე : 2 99 63 64

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s