მოქალაქის პლატფორმა www.ichange.ge

ბოლო დროს რამდენიმე საინიციატივო ჯგუფმა განსხვავებულ საკითხებზე რამდენიმე პეტიცია შექმნა, რომელთა უმეტესობა მთავრობისგან ცალკეულ პრობლემებზე გამოხმაურებას ითხოვდა.

qყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლოზ გილაურის Facebook გვერდზე მისი პრემიერობის დროს განთავსდა „ღია პეტიციების“ აპლიკაცია, სადაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინიციატივა გახლდათ „მოვითხოვთ მარიხუანას დეკრიმინალიზაციას“ (დღეისათვის 2 693 ხელმომწერი). იმის გამო რომ პეტიციების აპლიკაცია განთავსებული იყო კონკრეტული მინისტრის და არა თავად საქართველოს მთავრობის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, მთავრობის ცვლილების შემდეგ იგი უკვე ოპოზიციაში მყოფი ლიდერის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის Facebook გვერდზე დარჩა – მას შემდეგ რაც იგი მთავრობის ლიდერად დაინიშნა, პეტიციების აპლიკაცია ნიკოლოზ გილაურის გვერდიდან მის Facebook გვერდზე გადმოიტანეს.

სამოქალაქო ინიციატივები იქმნება ასევე შემდეგ ვებ-გვერდებზე:

  1. http://www.change.org-ზე გამოქვეყნდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისადმი მიმართვის წერილი, რომლითაც ხელმომწერები რელიგიური მოსაზრებით ცხოველთა შეწირვის შეწყვეტას ითხოვდნენ (დღეისათვის 812 ხელმომწერი).

ამავე გვერედზე იყო განთავსებული პეტიცია სახელწოდებით: „Must Carry, Must Stay”, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელს, დუნია მიატოვიჩს საქართველოს მთავრობისთვის წინასაარჩევნოდ დაშვებული Must Carry-ის გასაგრძელებლად მკაფიო შეტყობინების გაგზავნისკენ მოუწოდებდნენ (დღეისათვის 26 301 ხელმომწერი).

2. საკმაოდ ინტენსიურად იყენებენ სოციალურად აქტიური ადამიანები ცალკეულ პრობლემასთან დაკავშირებით მხარდამჭერების მოსაპოვებლად ვებ-გვერდს – http://www.petitions24.com. მასზე ყველაზე წარმატებული გახლდათ წინასაარჩევნოდ შექმნილი პეტიცია „ეს ჩვენ გვეხება! შეცვალეთ უსამართლო კანონმდებლობა!“ (დღეისათვის 506 ხელმომწერი).

3. სხვადასხვა პეტიციები შეიქმნა ვებ-გვერდზე  – http://www.gopetition.com. მასზე განთავსებული ინიციატივებიდან შეიძლება დასახელდეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსადმი მიმართვა  – „გაუქმდეს მშენებლობის ნებართვა და გამოცხადდეს კონურსი მხატვრის სახლის ადგილას“ (დღეისათვის 308 ხელმომწერი).

4. სხვადასხვა ინიციატივა თუ მიმართვა Google დოკუმენტის მეშვეობითაც გავრცელდა. ყველაზე დიდი გამოხმაურება ბოლო დროს 17 მაისის დღეს თბილისში ლგბტ აქტივისტებისთვის მსვლელობის ჩაშლას მოჰყვა. იდენტურ საკითხზე შეიქმნა ორი განსხვავებული პეტიცია. ერთი მხარის მოთხოვნა გახლდათ „ყველა მოძალადისა და ძალადობის წამქეზებლის კანონის მოთხოვნის შესაბამისად დასჯა“ (დღეისათვის 13 682 ხელმომწერი).  მეორე პეტიციის ინიციატორებმა კი შემდეგი მოთხოვნა დააყენეს: „საქართველოს კანონმდებლობით აიკრძალოს გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა საზოგადო ადგილებში, არასაკაბელო ტელევიზიებსა და ინტერნეტში.“

იმის გამო, რომ ხელმომწერთა რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო, ორივე მხარემ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება უფრო მოსახერხებელ ფორმატებში – ახალ-ვებ-გვერდებზე გადაიტანეს(http://sazogadoeba.com/ და http://nolgbt.com). ეს ხაზს უსვამს მოქალაქეების აქტივობის სურვილზე, სამაგიეროდ, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათი ინტერესისა და პოლიტიკური ჩართულობისადმი მზაობის მიუხედავად, ხელისუფლება ვერ სთავაზობს ეფექტურ საკომუნიკაციო არხებს და ისინი თავად ცდილობენ დაინტერესებული პირების მობილიზაციას შეზღუდული რესურსების პირობებში.

როგორც ჩანს, პეტიციების ერთიანი პლატფორმის არარსებობის გამო მსგავსი ინიციატივები სხვადასხვა ვებ-რესურსებზე იქმნება. თანაც, იმის გამო, რომ მთავრობას არ აქვს ჩამოყალიბებული ერთიანი პრინციპები მოქალაქეთა ინიციატივების მიღების პროცედურებისა და მოთხოვნების შესახებ, ინიციატივების ავტორებისთვის ბუნდოვანია მთავრობისგან უკუკავშირის მიღების ფორმები. http://www.ichange.ge-ის მსგავსი პლატფორმის დანერგვა კი მოხსნის ამ დაბრკოლებას და გაამარტივებს ორ მხარეს შორის კომუნიკაციას, რაც მომავალში ურთიერთნდობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობის საფუძველი გახდება.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, ელ-პლატფორმა, საჯარო დაწესებულება and tagged , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s