ელ-ჩართულობის მექანიზმები საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდებზე – ნაწილი I

ვებ-გვერდების საკომუნიკაციო მექანიზმების მონიტორინგის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ მხოლოდ ორმა საჯარო დაწესებულებამ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – შეცვალა ოფიციალური ელ-რესურსის დიზაინი. გარეგნულ ცვლილებასთან ერთად, ელ-კომუნიკაციის კუთხით, შსს-ს ვებ-გვერდს დაემატა „ხშირად დასმული კითხვების“ განყოფილება, სადაც მომხმარებელი გაეცნობა პასუხებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. აქვე, შესაძლებელია ცალკეული კითხვების დასმაც. თუმცა, გამქრალია გამოწერის – RSS-ის ღილაკი. აღნიშნული სერვისი სამინისტროს წინა ელ-რესურსზე განთავსებული გახლდათ, თუმცა ტექნიკურად იყო გაუმართავი. უკეთესი იქნებოდა, ახალი ვებ-გვერდიდან მისი გაუქმების მაგვირად, ეს ხარვეზი გამოსწორებულიყო.

შონაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე დამატებული განყოფილება „ხშირად დასმული კითხვები“

შონაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე დამატებული განყოფილება „ხშირად დასმული კითხვები“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემთხვევაში ფუნქციურად შემდეგი ცვლილებები განხორციელდა:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდი

  • მოხდა ვებ-გვერდის ინტეგრაცია სოციალურ ქსელებთან (linkedin, facebook, twitter, Youtube, flickr, ustream);
  • გაქრა საკონტაქტო ინფორმაციის განყოფილებაში განთავსებული საკონტაქტო ფორმა, რის მეშვეობითაც მოქალაქეებს მანამდე შეეძლოთ სასურველი კითხვებით მიემართათ სამინისტროსთვის. ამასთანავე, ვეღარ იძებნება პიროვნებების საძიებელი და მის ნაცვლად გამოქვეყნდა დაწესებულების მისამართი, ტელეფონი, მეილი, ფაქსი.

დანარჩენი სამთავრობო უწყებების შემთხვევაში ერთეული ცვლილებების დაფიქსირდა:

  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე, კონტაქტის განყოფილებაში არსებულ საკონტაქტო ფორმაში სავალდებულო გახდა ელ-ფოსტისა და ტელეფონის მითითება. ეს დადებითად შეიძლება შეფასდეს, რადგან ელ-ფოსტის მისამართის დაკონკრეტების დავიწყების შემთხვევაში, მანამდე გაურკვეველი იყო სად უნდა მისვლოდა კითხვის ავტორს პასუხი;
  • შესაძლებელი გახდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ელ-რესურსზე გამოქვეყნებული ახალი ამბების სოციალურ ქსელ Facebook-ზე გაზიარება;
  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ელ-რესურსიდან მოიხსნა საკონტაქტო ფორმა, რომელიც განთავსებული იყო განყოფიელბაში „კონტაქტი“.
  • პირველადი მონიტორინგისას, ერთ-ერთი კარგი შედეგი თბილისის მერიის ვებ-გვერდმა აჩვენა, ამის განმაპირობებელი ონლაინ პეტიციებისთვის შექმნილი გვერდი გახლდათ. თუმცა, ამ ეტაპისთვის ეს ელექტრონული საშუალება გათიშული და რეკონსტრუქციის ქვეშაა;
  • საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები დაემატა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდს. მომხმარებელს უკვე შეუძლია საკუთარი კომენტარები დატოვოს ელ-რესურსზე განთავსებულ ახალ ამბებზე, შესაძლებალია საკონტაქტო ფორმის მეშვეობით სამინისტროსთვის შეტყობინების გაგზვნა. დაემატა ასევე, ხშირად დასმული კითხვების განყოფილება. საგულისხმოა, რომ საჯარო დაწესებულებებს შორის ეს არის პირველი სამინისტრო, რომელმაც გაასაჯაროა სხვადასხვა ორანიზაციებთან თუ უწყებებთან ოფიციალური მიმოწერა ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

სახელმწიფო უწყებების გვერდებზე განთავსებული სერვისების მიმოხილვის გარდა, შემოწმდა რამდენად ეფექტურად ფუნქიონირებდა უკვე დანერგილი საშუალებები და რამდენად ოპერატიულად სცემდნენ პასუხს მომხმარებლებს სამინისტროს პასუხისმგებელი პირები.

საკონტაქტო ფორმით კითხვები დაეგზავნათ შემდეგ უწყებებს: გარემოს დაცვის სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, თავდაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო. სამწუხაროდ, მათგან არცერთი გამოხმაურებია ჩვენ მიერ გაგზავნილ შეკითხვას მითითებულ ელ-მისამართზე.

შემოწმდა ასევე, ზოგიერთი დაწესებულებების (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, იუსტიციის სახლი) ონლაინ დახმარების/ოპერატორის ეფექტური ფუნქციონირებაც. პირველმა ამომწურავად გასცა პასუხი ინსტიტუტის წარმომადგენლის მიერ დასმულ კითხვებს. იუსტიციის სახლის ოპერატორთან საუბრისას ინტერნეტის ხარვეზების გამო საუბარი შეწყდა, რის შემდეგაც კითხვები ონლაინ გავუგზავნეთ, თუმცა მათი მხრიდან გამოხმაურება არ ყოფილა.

კითხვების გაგზავნის საშუალება გააჩნია რამდენიმე ვებ-გვერდს: თბილისის მერია, იუსტიციის სამინისტრო, სასჯელაღსრულების და შინაგან საქმეთა სამინისტრო, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ჩეთის მეშვეობით, კითხვების გაგზავნა). ჩამოთვლილი უწყებებიდან მხოლოდ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოგვაწოდა პასუხი მითითებულ ელ-ფოსტაზე.

ელ-ფოსტაზე საჯარო დაწესებულებების გამოხმაურების ტენდენციები

კვლევისა და მონიტორინგის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს წარმოადგენდა შერჩეული საჯარო დაწესებულებების მიერ ელ-ფოსტაზე გამოხმაურებების ოპერატიულობისა და სიხშირის დადგენა. ამისთვის მათ სხვადასხვა დროს ეგზავნებოდათ კითხვები სპეციალურად შექმნილი ელ-ფოსტის ანგარიშებიდან. პროექტის მანძილზე შერჩეული საჯარო დაწესებულებების ოფიციალურ ელ-ფოსტაზე დაიგზავნა 25 კითხვა. გამონაკლისი გახლდათ თბილისის მერია და საქართველოს მთავრობა, რადგან მათ არ აქვთ მითითებული ელ-ფოსტის მისამართი. მიღებული პასუხების სტატისტიკა წარმოდგენილია გრაფიკების სახით. პირველი აღნიშნავს გაგზავნილი კითხვებისა და მიღებული გამოხმაურებების შედარებას. მეორე გრაფიკში პროცენტულადაა ნაჩვენები საჯარო დაწესებულებების მიერ ელ-ფოსტაზე მოქალაქეებისთვის გაცემული პასუხების სიხშირის რეიტინგი.

სატესტო კითხვებზე გამოხმაურება საჯარო დაწესებულებების მიერ

სატესტო კითხვებზე გამოხმაურება საჯარო დაწესებულებების მიერ

რაოდენობრივი მონაცემებიდან იკვეთება, რომ ყველაზე კარგი შედეგები მოქალაქეებისთვის უკუკავშირის უზრუნვეყოფის მხრივ გარემოს დაცვის სამინისტრომა და  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აჩვენეს (64%). საერთო ჯამში გამოიკვეთა, რომ სამინისტორების მხირიდან საკმაოდ დაბალია მოსახლეობისათვის ელ-ფოსტით სასურველი ინფორმაციის მიწოდების კულტურა – გაგზავნილი კითხვებიდან ნახევარზე მეტს მხოლოდ სამმა დაწესებულებამ უპასუხა.

სატესტო ანგარიშებიდან გაგზავნილ კითხვებზე გამოხმაურება საჯარო დაწესებულებების მიერ

სატესტო ანგარიშებიდან გაგზავნილ კითხვებზე გამოხმაურება საჯარო დაწესებულებების მიერ

საგულისხმოა, რომ კითხვები მარტივი იყო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მათზე პასუხი არ უნდა გასჭირვებოდა, რადგან მათზე რეაგირება არ მოითხოვდა მონაცემთა ანალიზს, დამუშავებას. თვალსაჩინოებისთვის, წარმოგიდენთ რამოდენიმე მათგანს:

  • არის თუ არა შესაძლებელი ბატონ მინისტრთან პირადად შეხვედრა?
  • შარშან ჩემი მეგობარი თქვენთან იყო პრაქტიკებზე. მაინტერესებს წელსაც თუ იქნება ერთთვიანი პრაქტიკები სტუდენტებისთვის?
  • მაინტერესებს, საქართველოს მთავრობას თუ აქვს შემუშავებული საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგია?
  • სად ვნახო იუსტიციის სამინისტროს 2011 წლის ბიუჯეტი?
  • მაინტერესებს, 2013 წლის 11 თებერვალს დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია?
  • სად შეიძლება ვნახო ინფორმაცია თქვენი ბიუჯეტის შესახებ?
  • თუ შეიძლება მომწერეთ, ვებგვერდი constitution.ge პარლამენტის პროექტია?
  • გამარჯობა. მაინტერესებს, აწყობს თუ არა თქვენი სამინისტრო საჯარო განხილვებს რეგიონებში, კერძოდ იმერეთში?
  • 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დამკვირვებლად რომ დავრეგისტრირდე, აუცილებლად ცესკოს ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი უნდა ვიყო?
  • ვინ არის პასუხისმგებელი ფინანსთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე?
  • ვინ არის პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი?
  • სად არის ხელმისაწვდომი იუსტიციის სამინისტროს მიერ შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების ტექსტი?
  • რამდენი მოადგილე ჰყავს მინისტრს?
This entry was posted in ელ-კომუნიკაცია and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s