საქართველოს მთავრობის Facebook გვერდის დასკვნითი მონიტორინგის შედეგები

ამონარიდი IDFI-ს საბოლოო კვლევიდან

საქართველოს მთავრობის ოფიციალური Facebook გვერდი ბიძინა ივანიშვილის სახელს ატარებს. ეს არ არის პირევლი შემთხვევა, როცა პრემიერ მინისტრის პირადი გვერდი საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდად იქცა. IDFI წერდა ამ პრაქტიკის უარყოფით მხარეებზე და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა იმ ფაქტზე, რომ თანამდებობის პირის შეცვლასთან ერთად გვერდზე ინტეგრირებული საინტერესო და ინტერაქციული აპლიკაციები ქრება. მაგალითად, ყოფილი პრემიერის, ნიკა გილაურის დროს მის ოფიციალურ გვერდზე ინტეგრირებული იყო პეტიციების აპლიკაცია, რომელიც ივანე მერაბიშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მის ოფიციალურ გვერდზე გადავიდა. ივლისიდან კი საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდი შეიქმნა, რომელსაც ვანო მერაბიშვილის გვერდისგან განსხვავებით არც ბევრი გამომწერი ჰყავდა და არც პეტიციების აპლიკაცია იყო ხელმისაწვდომი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცალკეული პიროვნებების სახელზე გაკეთებულ გვერდებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოლიდური თანხები იხარჯებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ოფიციალური გვერდი არ უნდა იცვლებოდეს თანამდებობის პირის ცვლასთან ერთად, რათა თავიდან ავიცილოთ საბიუჯეტო სახსრების არასამართლიანი განკარგვა, მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო მექანიზმებისა და გამომწერების დაკარგვა.

საქართველოს მთავრობის Facebook გვერდს 311 000 გამომწერი ჰყავს. ეს საკმაოდ ანგარიშგასაწევი რიცხვია. ვებგვერდის socialbakers.com  მიხედვით, ეს გვერდი პირველია ქართული პოლიტიკური Facebook გვერდების რეიტინგში, რომელიც მათ გამომწერთა რაოდენობის მიხედვით შედგა.

Image

მთავარი ტენდენცია, რაც საქართველოს მთავრობის Facebook გვერდზე რამდენიმე თვიანი მონიტორინგის შემდეგ გამოიკვეთა, არის დისკუსიების სიმცირე და მოქალაქეთა კითხვების ნაკლებობა. ეს საკითხი ასეთივე პრობლემური იყო 1 ოქტომბრამდე. როგორც გრაფიკიდან ჩანს, საქართველოს მთავრობის Facebook გვერდზე წინა ხელისუფლების დროსაც თითქმის არ გვხვდებოდა მოქალაქეთა კითხვები, უმეტესწილად მომხმარებლები საკუთარ დადებით მოსაზრებას ტოვებდნენ კომენტარის სახით, ადმინისტრატორების მხრიდან გამოხმაურების დონე კი ნულს უტოლდებოდა.

Image

შემდეგი გრაფიკი კი ასახავს საქართველოს მთავრობის ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსებული კომენტარებისა და გამოხმაურების სტატისტიკას 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პერიოდში. ცხადია, რომ ამ მხრივ მდგომარეობა არ შეცვლილა, კითხვების რაოდენობა მინიმალურია, ისევე როგორც მათზე გამოხმაურების.

Image

აუცილებელია, სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი სამთავრობო უწყებების გვერდებზე  დაინერგოს დისკუსიის კულტურა. მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ ინიციატივა, ადმინისტრატორებმა კი წაახალისონ დისკუსია. სასურველია, უწყების პირველმა პირმა თვეში რამდენჯერმე თავად გაუწიოს მოდერაცია დისკუსიებს და პასუხი გასცეს მოქალაქეების შეკითხვებს.

იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს პოლიტიკოსის Facebook გვერდი, მით უმეტეს, თუ ეს გვერდი იმ უწყების ოფიციალური გვერდიცაა, რომელსაც ეს ადამიანი წარმოადგენს, გთავაზობთ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, დევიდ კამერონის Facebook გვერდის მაგალითს:

Image

ამ გვერდის ქართული ანალოგისთვის სამაგალითოა ორი ფაქტი: გვერდზე მოცემულია ე.წ. მოდერაციის პოლიტიკა, რაც გულისხმობს მომხმარებლის გაფრთხილებას, თუ რა ტიპის კომენტარი წაიშლება და ზოგადად, რა დანიშნულება აქვს ამ გვერდს. გარდა ამისა, მისასალმებელია, რომ პრემიერს მოცემული აქვს ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდის და სოციალური ქსელების ოფიციალური გვერდების მისამართები.

Image

Social Media Moderation Policy

საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდი ინფორმაციას, ძირითადად, ფოტოების, ბმულების და ჩანაწერების სახით ავრცელებს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ გვერდი ძირითადად საკუთარ წყაროებს ეყრდნობა (საკუთარი YouTube არხი, scribd.com-ის ანგარიში). სასურველია, უწყებამ მოქალაქეს დაბალანსებული ინფორმაცია შესთავაზოს სხვადასხვა მედია-საშუალებების და სხვა უწყებების ოფიციალური ვებ-გვერდებიდან და YouTube არხებიდან. ეს მომხმარებლებში საჯარო დაწესებულებისადმი ნდობას გაზრდის. წინა ხელისუფლების პირობებში საქართველოს მთავრობის ოფიციალური Facebook გვერდი ერიდებოდა რიგი ტელეკომპანიების სიუჟეტების გამოყენებას და ძირითადად აზიარებდა რუსთავი 2-ის, იმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტებს.  აუცილებელია ეს პრაქტიკა შეიცვალოს.

აქვე მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდის ადმინისტრაციამ შემოიღო ახალი ტენდენცია scribd.com-ის გამოეყების სახით. ამ საიტის მომხმარებელს შეუძლია ატვირთოს ნებისმიერი სიდიდის ფაილი, მნიშვნელოვანი დოკუმენტი, წიგნი და ა.შ. პრემიერმინისტრი ამ ვებ-გვერდს იყენებს ღია წერილების, მიმართვების, ანგარიშების გამოსაქვეყნებლად. გარდა ამისა, პრემიერის მიმართვის ტექსტი, ღია წერილები მის Facebook გვერდზე ქვეყნდება ჩანაწერების სახითაც.

საგულისხმოა, რომ გვერდის კედელი გახსნილია და ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება საკუთარი აზრი კედლის პოსტის სახით გაუზიაროს პრემიერს, თუმცა აქ პრობლემას ვაწყდებით — მოქალაქეების აქტიურად განათავსებენ პოსტებს, უწყების მხრიდან კი არცერთ შემთხვევაში არ მოჰყოლია რეაგირება. მოქალაქეთა პოსტები ძირითადად სოციალურ პრობლემებს ეხება.

დაახლოებით ასეთივე შედეგი მოჰყვა უწყებისთვის გაგაზავნილი შეტყობინებების ექსპერიმენტს: გაგზავნილი 50 შეკითხვიდან ადმინისტრატორებმა მხოლოდ 19-ს გასცეს პასუხი, რაც მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 40%-ს შეადგენს და აუცილებელია ამ კუთხით მუშაობის გამოსწორება.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა რესურსი, რაც დაწესებულების სოციალური ქსელის გვერდს გააჩნია, ბოლომდე იქნას გამოყენებული. გვერდის ერთადერთი ფუნქცია არ უნდა იყოს მხოლოდ სიახლეების გაზიარება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გვერდი მხოლოდ ამ მიზნისთვის შეიქმნა, აუცილებელია, მოქალაქეთა ინფორმირება გვერდის  ნაწილში – „შესახებ“, სადაც გვერდის დანიშნულებაზე, ფუნქციაზე და მოდერაციის პოლიტიკაზე იქნება საუბარი.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება and tagged , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to საქართველოს მთავრობის Facebook გვერდის დასკვნითი მონიტორინგის შედეგები

  1. ჩემი აზრით მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ გარკვეული თანამდებობის ფბ გვერდის ნაცვლად იქმნება კონკრეტული პირის ფბ გვერდები და ხდება მათი გაპიარება. შესაბამისად, როდესაც თანამდებობის პირი იცვლება საჭირო ხდება ფბ გვერდის თავიდან შექმნა-გავრცელება. გაცილებით მოსახერხებელი იქნებოდა თუ გვერდს ერქმეოდა ” საქართველოს პრემიერ მინისტრი”, “საქართველოს პრეზიდენტი” და ა.შ. ამ ტიპით გვერდების შექმნით მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსით დაიზოგებოდა და შრომაც სერვისების განვითარებისაკენ იქნებოდა მიმართული. ხოლო კონკრეტული თანამდებობის პირის ინფო მისი შეცვლის შემთხვევაში ადვილად შეიცვლებოდა.

    პ.ს. თუმცა არ ვიცი ვინ ახორციელებს გვეერდების დაფინანსებას. ჩემი აზრი გამართლებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაფინანსება ბიუჯეტიდან ხორციელდება და მოდერატორებსაც ბიუჯეტიდან მიეცემა ხელფასები..

    • გამარჯობა,

      ჩვენ მაგ პრობლემაზე მუდმივად ვწერდით და მიგვაჩნია, რომ კონკრეტული თანამდებობის პირის ფბ გვერდის ნაცვლად სამინისტრომ აქცენტი თავის ოფიციალურ გვერდზე უნდა გააკეთოს. დანახარჯებს რაც შეეხება, ჩვენ გამოთხოვნილი გვაქვს ინფორმაცია რომელ გვერდზე რა იხარჯებოდა ბიუჯეტიდან და შეგიძლიათ გაეცნოთ ანგარიშში: http://www.idfi.ge/?cat=researches&topic=112&lang=ka

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s