საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდების ელექტრონული კომუნიკაციის ხარისხის რეიტინგი

კვლევის პირველი ნაწილი

პროექტის ფარგლებში ვებ-გვერდების ელ-კომუნიკაციის ხარისხის შესაფასებლად შემუშავდა მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც გამოიყო სამი კომპონენტი: ელ-ინფორმაცია/კომუნიკაცია, ელ-კონსულტაცია და ელ-გადაწყვეტილება. ამ სამი კომპონენტის შეჯამებით დადგინდა შერჩეული დაწესებულების ელ-კომუნიკაციის ჯამური კოეფიციენტი.

ვებ-გვერდების ელ-კომუნიკაციის კოეფიციენტის გამოსათვლელად მოწმდებოდა შემდეგი სერვისების არსებობა:

  • ღია მონაცემები (Open Data) რომელიც მომხმარებელს უზრუნველყოფს უწყებების დოკუმენტებით და ანგარიშებით;
  • სპეციალური სექცია ვებ-გვერდზე, რომელიც დაეთმობა და უზრუნველყოფს სერვისების/ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სულ მცირე ერთი დაუცველი ჯგუფისთვის (Vulnerable Group);
  • ელ-ჩართულობის სამოქმედო გეგმის ხელმისაწვდომობა;
  • უწყების განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მომხმარებლის შენიშვნები, ე.წ. Feedback გათვალისწინებული იქნება;
  • გვერდების უცხო ენებზე არსებობა (ინგლისური, რუსული);
  • დაგეგმილი ღონისძიებების კალენდარი, რომ ხელი შეუწყოს დიალოგს მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის;
  • საჯარო განხილვების, მოქალაქეთა კონსულტაციების ანგარიშები – ანუ რამდენად იქნა გათვალისწინებული მომხმარებელთა აზრი;
  • პუნქტის „კონტაქტი“-ს ცალკე არსებობა, სადაც დეტალურად იქნება ახსნილი მისამართი (ინტერაქტიული რუკის თანხლებით) საკონტაქტო პირი, ტელეფონი, ფაქსი, ელ-ფოსტა, სკაიპი;
  • სიახლეების RSS-ით გამოწერა;
  • სიახლეების ელ-ფოსტაზე გამოწერა;
  • SMS-ის სახით სიახლეების მიწოდება მომხმარებლისთვის.

ვებ-გვერდების ელ-კონსულტაციის კოეფიციენტის გამოსათვლელად მოწმდებოდა შემდეგი სერვისების არსებობა:

  • მოქალაქეების აზრის მიღების მარტივი ფორმები (feedback);
  • ონლაინ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით კვლევა/გამოკითხვა
  • ბლოგი;
  • გამოკითხვა;
  • სოციალურ ქსელებთან ინტეგრაცია (Facebook, Twitter, WordPress, YouTube არხი);
  • სოციალურ ქსელებზე გვერდიდან სიახლის გაზიარება;
  • უწყების გვერდის მოწონების ფუნქცია ფეისბუქის „Like“ ღილაკის მეშვეობით;
  • მომხმარებლის სივრცე ვებ-გვერდზე (დარეგისტრირების/ავტორიზაციის შესაძლებლობა);
  • გვერდზე გამოქვეყნებული სიახლის ქვეშ კომენტარის დატოვების შესაძლებლობა;
  • FAQ ან კითხვა-პასუხის რუბრიკის არსებობა;
  • შეტყობინების გაგზავნის და ონლაინ დახმარების ფუნქცია;
  • ჩეტი.

ელ-გადაწყვეტილების კატეგორიაში შემდეგი სერვისების არსებობა იქნა გათვალისწინებული:

  • გადაწყვეტილებების, რეგულაციების მონახაზები, რომლებზეც მიმდინარეობს მუშაობს უნდა იყოს ხელმისაწვდომი ჩამოსატვირთად, რომ მომხმარებლები გაეცნონ და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირონ.
  • ფორუმი;
  • მომხმარებლების მიერ დასმულ შეკითხვაზე ოფიციალური პირის გამოხმაურება;
  • პეტიციები;
  • მომხმარებლის მიერ გაგზავნილი Feedback-ის მიღების დადასტურება;
  • ონლაინ კენჭისყრა (e-voting).

თითოეული უწყების ვებ-გვერდების შემთხვევაში აღირიცხა და შეფასდა სამივე კატეგორიის ელემენტების არსებობა. რის მიხედვითაც შესაძლებელი გახდა რეიტინგული გრაფიკის აგება. იგი წარმოაჩენს, რომელ უწყებას რა ვითარება აქვს საკუთარ ვებ-გვერდზე ელექტრონული სერვისების დანერგვის კუთხით.

საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდების რეიტინგი ელ-კომუნიკაციის მიხედვით

საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდების რეიტინგი ელ-კომუნიკაციის მიხედვით

თითქმის ყველა უწყებამ, სხვა კომპენენტებს შორის ყველაზე პოზიტიური შედეგები ელ-კომუნიკაციის/ინფორმაციის კატეგორიაში აჩვენა. გრაფიკიდან ჩანს, რომ ამ კატეგორიაში არსებული კომპონენტების თითქმის ნახევარი დაკმაყოფილებული და განთავსებული აქვს ხუთი საკვლევი საჯარო დაწესებულების ოფიციალურ ვებ-გვერდს. ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტებიდან მესამედს კი ცხრა უწყების ელ-რესურსი აკმაყოფილებს.

საჯარო დაწესებულებების რეიტინგი ელ-კონსულტაციის მიხედვით

საჯარო დაწესებულებების რეიტინგი ელ-კონსულტაციის მიხედვით

ელ-კონსულტაციის კუთხით სხვა სამთავრობო ინსტიტუტებთან შედარებით უკეთესი სიტუაცია აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდებს (50%). მათ მოჰყვებიან თავდაცვის სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 42-42%-ებით. ისინი მომხმარებელს სთავაზობენ საკომუნიკაციო სერვისებს და ცდილობენ მნიშვნელოვან საკითხებზე მოქალაქეებს დახმარება სწორედ ელექტრონული საშუალებებით აღმოუჩინონ. ამ კუთხით ყველაზე დაბალი შედეგების აჩვენეს საქართველოს პარლამენტისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ-გვერდებმა (8-8%).

საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდების რეიტინგი ელ-გადაწყვეტილების მიხედვით

საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდების რეიტინგი ელ-გადაწყვეტილების მიხედვით

კვლევისა და მონიტორიგის შედეგად გამოჩნდა, რომ საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებისთვის ელ-კომუნიკაციის ჭრილში ყველაზე ნაკლებად აქვთ განვითარებული ონლაინ საშუალებების დახმარებით მოქალაქეების პოლიტიკური პროცესებში ჩართლობის მექანიზმები. 24 დაწესებულებებიდან თექვსმეტს ამგვარი ბერკეტები (მაგალითად, ონლაინ კენჭისყრა, ფორუმი და ა.შ) ოფიციალურ ვებ-გვერდზე საერთოდ არ აქვს განთავსებული.  დანარჩენი ექვსი სახელმწიფო ორგანიზაციიდან თითოეულმა მხოლოდ  17%-იანი მაჩვენებელი აჩვენეს.

საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდების ჯამური რეიტინგი მათი საკომუნიკაციო მექანიზმების მიხედვით

საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდების ჯამური რეიტინგი მათი საკომუნიკაციო მექანიზმების მიხედვით

ჯამურმა რეიტინგმა კი აჩვენა, რომ ეფექტურ კომუნიკაციასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობაზე ორიენტირებული საშუალებების განთავსება შერჩეული სახელმწიფო უწყებებისთვის საკუთარი ოფიციალურ ვებ-გვერდებზე ნაკლებ პრიორიტეტს წარმოადგენს ამ ეტაპისთვის. ყველაზე მაღალი შედეგი ამ მხირვ იუსტიციის სამინისტროს გააჩნია, რომელმაც 37%-იანი მაჩვენებელი აიღო. მას მოჰყვება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (32%), საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია (29%), შინაგან საქმეთა სამინისტრო (29%). რეიტინგში ბოლო ადგილზეა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (9%). 15%-მდე დააგროვა სამი სამინისტროს ოფიციალურმა ელ-რესურსმა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ცალკეული სამთავრობო დაწესებულებები ნაკლებად ზრუნავენ გამარტივებულად, ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე, ახალი ტექნოლოგიების საშუალებით გაიგონ მოქალაქეების მოსაზრებები, პრობლემები და ჩართონ ისინი აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში.

 

დასკვნები

პროექტის მანძილზე სახელმწიფო დაწესებულებების ვებ-გვერდების საკომუნიკაციო მექანიზმების მონიტორინგმა და კვლევამ შემდეგი ტენდენციები გამოავლინა:

  • საქართველოში სამთავრობო დაწესებულებები, ხშირ შემთხვევაში, საკუთარ ვებ-გვერდებს არაეფექტურად იყენებენ. აღნიშნული ელექტრონული საშუალება მათ მიერ არ აღიქმება მოქალაქეებთან კომუნიკაციის დამყარების, მათი მოსაზრებების გაგებისა და პოლიტიკურ პროცესებში მათი მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ მექანიზმად;
  • საჯარო დაწესებულებები საკუთარ ვებ-გვერდებზე ძირითადად თავიანთი საქმიანობის შესახებ  ინფორმაციის გამოქვეყნებით შემოიფარგლებიან და ნაკლებ აქცენტს აკეთებენ ჩატარებული აქტივობების შესახებ მოსახლეობის აზრის გაგებაზე, მათგან უკუკავშირის მიღებაზე. გარდა ამისა, ფაქტობრივად, არცერთ სამთავრობო უწყებას საკუთარ ელ-რესურსზე განთავსებული არ აქვს დაგეგმილი ღონისძიებების კალენდარი. არსებობის შემთხვევაში მითითებულია მხოლოდ აქამდე ჩატარებული შეხვედრების შესახებ ცნობები, ცალკეული დღესასწაულები თუ ღონისძიებები. თუმცა, ეს ინფორმაცია არაა საკმარისი იმისთვის, რომ მოქალაქეს შეექმნათ წარმოდგენა განხილვების ან მსგავსი ტიპის აქტივობების შესახებ, რათა თვითონაც ჩაერთოს ცალკეული სამინისტროს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში და იყოს აქტიური სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკის შემუშავების პროცესში;
  • სახელმწიფო უწყებების უმეტესობას არ გააჩნია მოქალაქეებთან ურთიერთობისა და ელ-კომუნიკაციის მოქმედი სამოქმედო გეგმა თუ სტრატეგია. ეს მიანიშნებს მათი მხრიდან ამ საკითხისადმი არათანმიმდევრულ და არასისტემურ მიდომაზე/დამოკიდებულებაზე;
  • დამონიტორინგებულ სამთავრობო რესურსები ორმხრივ ინტერაქციაზე ორიენტირებული აპლიკაციებისა და სერვისების (ბლოგი, ფორუმი, პეტიცია, დისკუსია, გამოკითხვა, კენჭისყრა) ნაკლებობას განიცდიან. არსებობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები ნაკლები ოპერატიულობით პასუხობენ მოქალაქეებისგან მიღებულ კითხვებს, არ ამოწმებენ მათ ტექნიკურ გამართულობას და ნაკლებად ცდილობენ პირდაპირ დიალოგში შევიდნენ მოქალაქეებთან;
  • ელ-კომუნიკაციის სამი კომპონენტიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოს საჯარო უწყებების ვებ-გვერდებმა ელ-გადაწყვეტილების მიღებაში აიღეს. აქედან ჩანს, რომ სამინისტროები ნაკლებად ზრუნავენ პოლიტიკურ დისკუსიებსა და დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა თანამედროვე ტექნოლოგიებით გახადონ შესაძლებელი, მოაწყონ ონლაინ კონსულტაციები მიმდინარე სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებისას და მოისმინონ მოსახლეობის პოზიციები ინტერაქციული სერვისების მეშეობით;
  • სახელმწიფო დაწესებულებების უმეტესობა სათანადოდ არ აღრიცხავს ოფიციალურ ელ-ფოსტაზე შესულ კითხვებსა და წერილებს. შედეგად, ვერ ხდება მოქაალქეებისთვის პასუხის გაცემის ხარისხის კონტროლი. იგივე პრობლემა არსებობს ვებ-გვერდებზე განთავსებულ საკონტაქტო ფორმასთან მიმართებაშიც. სამთავრობო დაწესებულებების უმეტესობის შემთხვევაში, საკამაოდ დაბალია მომხმარებლებისთვის საჭირო კითხვებზე გამოხმაურების მაჩვენებელი.
This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s