თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური Facebook გვერდი

ავტორი: ლევან ხუციშვილი

საქართველოში, ინტერნეტ მომხმარებელთა ზრდის პარალელურად იზრდება სოციალურ ქსელებში,  და განსაკუთრებით, Facebook-ში მოსახლეობის ჩართულობის დონეც. რაც, თავის მხრივ, ამარტივებს კომუნიკაციის საშუალებებს არა მარტო მოქალაქეებს, არამედ მოქალაქესა და საჯარო სექტორს შორისაც. Facebook-ზე შექმნილია სხვადასხვა საჯარო უწყებების, საჯარო პირებისა თუ პოლიტიკური პარტიების ოფიციალური გვერდები და მოქალაქეებს აქვთ საშუალება ძალიან მარტივად, პირველი წყაროსგან მიიღონ ინფორმაცია.

Facebook მოქალაქესა და საჯარო უწყებას შორის პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებისთვის კარგ პლატფორმას ქმნის. აღნიშნული სოციალური ქსელის ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მოქალაქეს შეუძლია პირადი შეტყობინება გაუგზავნოს სასურველ უწყებას, ან მის გვერდზე სრულიად ღიად დატოვოს საკუთარი მოსაზრება, კომენატრი, შეკითხვა და მიიღოს პასუხი. თავის მხრივ, საჯარო დაწესებულებას შესაძლებლობა აქვს საკუთარ Facebook „კედელზე“ განათავსოს სხვადასხვა ინფორმაცია, ფოტო და ვიდეო მასალა, შექმნას აპლიკაციები, რომელთა საშუალებითაც მოხდება მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველყოფა პოლიტიკის შემუშავებისა თუ დანერგვის სხვადასხვა ეტაპზე, მათი შეხედულებების, განწყობებისა და რეკომენდაციების მოსმენა. ამ ტიპის ორმხრივი ინტერაქციის შემთხვევაში მოქალაქეები გაცილებით აქტიურად იქნებიან ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მეორე მხრივ, გაუჩნდებათ შეგრძნება, რომ საჯარო სექტორი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით ეკიდება მათ პრობლემებსა თუ ინიციატივებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური Facebook გვერდი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური Facebook გვერდი

ასეთი შესაძლებლობების ფონზე, საინტერესოა, საქართველოში საჯარო უწყებასა და მოქალაქეს შორის პირდაპირი კომუნიკაციის რამდენად ეფექტური საშუალებაა Facebook. მაგალითისთვის ავიღოთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური Facebook გვერდი.

2013 წლის 18-23 ნოემბერს მოხდა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური Facebook  გვერდის მონიტორინგი. გვერდი მოწონებული აქვს 42,941 მომხმარებელს, მის შესახებ საუბრობს 3 788 მომხმარებელი. სამინისტროს ოფიციალურ Facebook გვერდზე გათიშულია პირადი შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია. ასევე, შეუძლებელია კედელზე სტატუსის დატოვება, საკუთარი შეხედულების დაფიქსირება შესაძლებელია მხოლოდ გაზიარებული ინფორმაციის ქვეშ, კომენტარების ველში. ასეთი მდგომარეობა ავტომატურად გამორიცხავს  პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობას.

თავდაცვის სამინისტროს Facebook გვერდზე მოქალაქეთა აქტივობა

თავდაცვის სამინისტროს Facebook გვერდზე მოქალაქეთა აქტივობა

მოქალაქეებს ფაქტორივად არ აქვთ საშუალება დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, ისაუბრონ პრობლემებზე ან დასვან შეკითხვები. შესაბამისია მოქალაქეების მხრიდან აქტიურობაც, გაზიარებული სიახლეების ქვეშ საშუალოდ 3-4 კომენტარი იწერება, ძირითადად სამინისტროს მიმართ დადებითი შინაარსის ტექსტით, თუმცა არის რამოდენიმე კრიტიკული შინაარსის კომენტარიც, და ავტორები იძულებულნი არიან ერთი და იგივე ტექსტი ყველა გაზიარებული სიახლის კომენტარების ველში დაწერონ, რათა მიიპყრონ სამინისტროს ყურადღება, თუმცა როგორც წესი, უშედეგოდ. კომენატრების ველში დასმულ საინფორმაციო ტიპის შეკითხვებს უმეტეს შემთხვევაში პასუხი გაცემული აქვს, თუმცა ძალიან მცირეა ასეთი შეკითხვების რაოდენობა.

feedback_defence

თავდაცვის სამინისტროს Facebook გვერდზე მოქალაქეთა აქტივობა და სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილი უკუკავშირი

Facebook გვერდზე გაზიარებული სიახლეები ძირითადად სამინისტროსა და ჯარში განხორციელებულ  ღონისძიებებს, მინისტრის ვიზიტებსა და შეხვედრებს ეხება, არ ზიარდება ინფორმაცია, მაგალითად, სამუშაო ადგილების შესახებ. ასევე, არ იძებნება სამინისტროს მიერ შექმნილი რაიმე აპლიკაცია, ღია ჯგუფი ან სხვა მსგავსი სერვისი, რომელიც მოქალაქეების ჩართულობას შეუწყობდა ხელს.

აღნიშნული კვირის მანძილზე Facebook გვერდზე აიტვირთა 15 ფოტო ალბომი, თითოეულ ალბომს აქვს  აღწერა, ხოლო Facebook „კედელზე“ გაზიარებულ იგივე ალბომს ინგლისურ ენაზეც ახლავს აღწერის ტექსტი, თუმცა უნდა ითქვას რომ ტექსტი არის ზოგადი, უკეთესი იქნებოდა თითოეულ სურათს ჰქონოდა აღწერა, რათა მოქალაქეებისთვის შედარებით ადვილი გამხდარიყო ფოტოზე აღბეჭდილი მოვლენის ან პიროვნების ცნობა. რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს,  ფოტოალბომები ჯამში გაზიარებულ იქნა 75-ჯერ, დაიწერა 62 კომენტარი, მოწონებულ იქნა 2661 ჯერ.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ თავდაცვის სამინისტროს Facebook გვერდი „დახურულია“. მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება პირადი შეტყობინება გაუგზავნონ სამინისტროს, ან საჯაროდ დაწერონ „კედელზე“ საკუთარი შეხედულებები. გაზიარებული სიახლეების კომენტარების ველი კი არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარის სივრცედ იმისთვის, რომ  გვერდის მომხმარებლებმა საკუთარი პრობლემები ან შეკითხვები სამინისტრომდე მიიტანონ და ადეკვატური პასუხი და დახმარება მიიღონ. ფაქტია რომ, სამინისტროს ოფიციალური Facebook გვერდი არ არის ორიენტირებული მოსახლეობის საჭიროებებზე, და ის მხოლოდ სამინისტროს რეკლამირებას ემსახურება.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, ელ-პლატფორმა, საჯარო დაწესებულება and tagged , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s