დევნილთა სამინისტროს Facebook გვერდი

ავტორი: ლევან ხუციშვილი

ვაგრძელებთ სამინისტროების Facebook გვერდების მონიტორინგს. ამჯერად ვისაუბრებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროზე. სამინისტროს Facebook გვერდი მოწონებული აქვს 7 774 მომხმარებელს და საუბრობს 612 მომხმარებელი. 16-22 დეკემბრის მანძილზე აიტვირთა 5 ფოტო ალბომი, რომლებიც გაზიარებულ იქნა 3-ჯერ, დაიწერა 19 კომენტარი, ხოლო მოიწონა 165-მა მომხმარებელმა. ალბომებს აქვს ძალიან მოკლე აღწერა და მიმაგრებული აქვს ბმული, რომელიც სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ, აღნიშნულ ფაქტის ამსახველ სიახლეზე გადადის.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს Facebook გვერდი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს Facebook გვერდი

სამინისტროს Facebook გვერდზე არის რამდენიმე აპლიკაცია, რომელთაგან ერთ-ერთი აჩვენებს სამინისტროს აქტივობებს twitter-ზე, მეორე Youtube-ზე განთავსებულ სამინისტროს ვიდეოებზე გადადის, ხოლო მესამე – myvideo.ge -ზე განთავსებულ სამინისტროს აქტივობების შესახებ ვიდეოებს უყრის ერთად თავს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს Facebook გვერდი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს Facebook გვერდი

თუმცა, არ იძებნება აპლიკაციები, რომლებიც მოქალაქეების აზრის გამოკითხვას, მათგან რჩევების და რეკომენდაციების მიღებას მოემსახურება. შესაბამისად, გვერდზე არსებული არცერთი აპლიკაცია, არ არის განკუთვნილი საზოგადოების სამინისტროს ცხოვრებაში ჩართულობის ზრდის ხელშემწყობი. ასევე აპლიკაციის: “ხშირად დასმული კითხვები“  გახსნის შემთხვევაში, ტექსტი გაურკვეველი ანბანით გამოდის და წაკითხვა შეუძლებელია. გვერდზე ჩართულია „კედელზე“ შეტყობინების დატოვებისა და პერსონალური შეტყობინების მიწერის ფუნქციები. თუმცა, „კედელზე“ დატოვებული არც ერთი შეტყობინება არ იძებნება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს Facebook გვერდი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს Facebook გვერდი

რაც შეეხება სიახლეებს, ზიარდება ვიდეო და ფოტო მასალა სამინისტროს აქტივობების შესახებ, ასევე, მინისტრის ოფიციალური გვერდიდან ზიარდება სამინისტროს ხელმძღვანელის ვიზიტებისა და აქტივობების ამსახველი სიახლეები. მომხმარებლები აქტიურობენ სიახლეების ქვეშ დატოვებულ კომენტარების ველში. იწერება როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შინაარსის კომენტარები და უნდა ითქვას, რომ გვერდის ადმინისტრაცია უპასუხოდ არ ტოვებს არც ერთი ტიპის კომენტარს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს Facebook გვერდი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს Facebook გვერდი

კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხებია გაცემული და არ ხდება მომხმარებელთა გადამისამართება. ხშირად სამინისტროს გვერდის ადმინისტრაცია საჯაროდ დისკუსიაშიც შედის მოქალაქესთან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს Facebook გვერდი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს Facebook გვერდი

ასევე, შექმნილია მინისტრის – დავით დარახველიძის – ოფიციალური Facebook  გვერდი, რომელიც მოწონებული აქვს 1 309 მომხმარებელს და ლაპარაკობს 827 მომხმარებელი. გვერდზე გამორთულია „კედელზე“ კომენტარის დატოვების და პირადი შეტყობინების გაგზავნის ფუნქციები. აღნიშნული კვირის მანძილზე აიტვირთა 4 ფოტო ალბომი, რომელიც მოიწონეს 153-ჯერ, დაიწერა 11 კომენტარი და გააზიარეს 3-ჯერ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ოფიციალური Facebook გვერდი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ოფიციალური Facebook გვერდი

გვერდზე ზიარდება მინისტრის აქტივობების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე, გაზიარებულია ელექტრონულ გამოცემებში დაწერილი რამდენიმე სტატია.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ოფიციალური Facebook გვერდი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ოფიციალური Facebook გვერდი

შეიძლება ითქვას, რომ მინისტრის გვერდზე, ფაქტობრივად, არ იძებნება მკვეთრად კრიტიკული  შინაარსის კომენტარი. შედარებისთვის, მინისტრის გვერდზე და სამინისტროს გვერდზე გაზიარებული ერთი და იმავე ფოტო ალბომის „დევნილებს ახალი ბინები გადაეცათ“ კომენტარების ველში განსხვავებული სიტუაციაა. მინისტრის გვერდზე ძირითადად დადებითი შინაარსის კომენტარები და კონკრეტული შეკითხვებია დაწერილი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ოფიციალური Facebook გვერდი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ოფიციალური Facebook გვერდი

მაშინ როცა სამინისტროს გვერდზე, იგივე სიახლეზე საკმაოდ მძაფრი უარყოფითი შინაარსის კომენტარებიც გვხვდება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს Facebook გვერდი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს Facebook გვერდი

აღნიშნულ მაგალითზე ისიც შეიძლება ითქვას, რომ სამინისტროს Facebook გვერდის ადმინისტრაცია პასუხს სცემს ზოგიერთ შეკითხვას, მაშინ როცა მინისტრის ოფიციალური  Facebook გვერდის ადმინისტრაციის მიერ პასუხგაცემული ძალიან ცოტა შეკითხვა იძებნება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ოფიციალური Facebook გვერდი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ოფიციალური Facebook გვერდი

არადა, მოქალაქეები საჯაროდ  ბევრ კითხვას  სვამენ, რომელთა დიდ უმრავლესობაზეც, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ, პასუხს ვერ იღებენ.

განსხვავებით მინისტრის გვერდისა, დევნილთა სამინისტროს გვერდი გაცილებით „ღიაა“. აღსანიშნავია რომ, გვერდის ადმინისტრაცია გახსნილია კრიტიკისადმი, პასუხობს ნებისმიერი შინაარსის კომენტარს, შეკითხვებზე გაცემულია დაწვრილებითი პასუხი. თუმცა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეების ასეთი აქტიურობა, სამინისტროს რეალურ ცხოვრებასა და საქმიანობაზეც აისახოს. Facebook გვერდის მონიტორინგი ცხადყოფს, რომ ბევრი დევნილი უკმაყოფილოა სამინისტროს საქმიანობით. ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ჯგუფის საკითხი ძალიან მწვავედ დგას ქვეყანაში, კარგი იქნებოდა სამინისტროს გვერდზე შექმნილიყო აპლიკაციები ან ღია ჯგუფები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდებოდა სამინისტროს პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში დევნილთა უშუალო ჩართულობა. ასეთი მიდგომა არსებული დიდი პრობლემებისა და გამოწვევების გარშემო სადისკუსიო სივრცეს შექმნიდა და გადაწყვეტილების მიმღებნიც უშუალოდ დაინტერესებული ჯგუფისგან მოისმენდნენ შეკითხვებს, რჩევებს და რეკომენდაციებს. ასევე, Facebook გვერდის მომხმარებლებს შორის ნდობის ხარისხის ასამაღლებლად, აუცილებელია მინისტრის გვერდზე პირადი შეტყობინებისა და „კედელზე“ კომენტარის დატოვების ფუნქციები ჩაირთოს. ასევე, მსგავსად სამინისტროს გვერდისა, მინისტრის Facebook გვერდზეც უნდა მოხდეს მოსახლეობის ინტერაქციის ზრდის ხელშემწყობი ინოვაციური საშუალებების გამოყენება. თუკი დევნილს საშუალება მიეცემა უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებს მიმართოს თხოვნით და მისგან მოისმინოს საკუთარი პრობლემის შეფასება, ან დახმარების პირობა, ეს დიდი შეღავათი იქნება მისთვის.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია and tagged , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s