ინტერნეტ მომხმარებელთა სტატისტიკა საქართველოში – 2013

ავტორი: თეონა ტურაშვილი

ინტერნეტ მომსახურებისათვის გამოყენებული ტექნოლოგიური პლატფორმა დღეს საქართველოში ჯერჯერობით კვლავ მზარდ ტექნოლოგიად მიიჩნევა. ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი რეგიონალური ლიდერია ელექტრონული მმართველობის განვითარების კუთხით, თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოში კვლავ არ არის აღმოფხვრილი ე.წ. “ციფრული დაშორება,” ანუ ინტერნეტის ხელმისაწვდომობის თანაბარი განვითარება ქალაქებსა და რეგიონებს შორის. საგულისხმოა, რომ გაეროს ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგების სპეციალიზებული სააგენტოს, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) გამოთვლებით, ინტერნეტი საქართველოს მოსახლეობის 45%-სთვის არის ხელმისაწვდომი.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) რეგულარულად ცდილობს ამ სფეროს შესახებ არსებული ინფორმაციის ანალიზს. ამჯერად ინსტიტუტმა მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 2013 წლის შესაბამისი მონაცემების მოთხოვნით. IDFI-ი კომისიიდან ითხოვდა მონაცემებს სადენიანი, უსადენო და მობილური ინტერნეტ მომხმარებლების შესახებ რეგიონების, ქალაქების, ტექნოლოგიების, ავტორიზებული პირების, ფიზიკური და კორპორატიული აბონენტების მიხედვით. გთავაზობთ მიღებული მონაცემების დამუშავებისას გამოვლენილ ძირითად ტენდენციებს.

წყარო: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC)

წყარო: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC)

პირველ რიგში, საგულისხმოა ტენდენციები სადენიანი ინტერნეტის მოხმარებასთან დაკავშირებით. მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2010 წლიდან ამ მხრივ ვითარება ყოველწლიურად უმჯობესდება: თუ 2010 წელს ინტერნეტს ამ საშუალებით 252 131 აბონენტი იღებდა, 2013 წლის ოქტომბრისთვის მათი ოდენობა 434 969-ს უტოლდება. მზარდი მაჩვენებლების მიუხედავად, გრაფიკიდან ჩანს, რომ ბოლო ორ წელიწადში (2012-2013) სადენიანი ინტერნეტის ბაზარი კარდინალურ ცვლილებებს არ განიცდის.

კიდევ უფრო საინტერესოა, როგორია ინტერნეტის ხელმისაწვდომობა რეგიონების მიხედვით. მოწოდებული მონაცემებიდან ჩანს, რომ სადენიანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობით თბილისის შემდგომ (273 396) მეორე ადგილზე არის იმერეთის რეგიონი – 42 198 აბონენტი. მონაცემები, სამწუხაროდ, ადასტურებს საქართველოში სადენიანი ინტერნეტის არათანაბარ ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით რეგიონებში.  რეგიონებიდან სადენიანი ინტერნეტი ყველაზე ნაკლებად ხელმისაწვდომია რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში, გურიასა და მცხეთა მთიანეთში – საერთო ჯამში,  2013 წლის ოქტომბრისთვის, ამ სამ რეგიონში სულ 4 928 სადენიანი ინტერნეტ აბონენტია დაფიქსირებული.

წყარო: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC)

წყარო: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC)

ინტერნეტ ბაზარზე არსებული ვითარების ანალიზისას საკვანძოა იმის ჩვენება, თუ რომელი კომპანიები მოქმედებენ საქართველოში და როგორია მომხმარებელთა განაწილება მათ შორის. მონაცემებიდან აშკარაა, რომ სადენიანი ინტერნეტის შემთხვევაში  ბაზრის ლიდერია კომპანია “სილქნეტი” – 212 ათასზე მეტი აბონენტი. მას მოჰყვება კავკასუს ონლაინი 139 936-იანი აბონენტით. სხვა დანარჩენი 24 კომპანია მხოლოდ 82 392 აბონენტს აწვდის სადენიან ინტერნეტს.

წყარო: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC)

წყარო: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC)

ინტერნეტ სერვისების მიმწოდებლების შესახებ უფრო სრული სურათის საჩვენებლად, საგულისხმოა მათი აბონენტთა რაოდენობის ჩვენება რეგიონების ჭრილში. თბილისის შემთხვევაში, კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სულ ოცამდე ოპერატორი ფუნქციონირებს. აქედან ორი – კავკასუს ონლაინი და სილქნეტი   – მომხმარებელთა უმეტესობას –  41% და 40% შესაბამისად – აწვდიან ინტერნეტს. სხვა კომპანიების მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება: ახტელი (15 ათასამდე აბონენტი) და ახალი ქსელები (13 ათასამდე გამომწერი), აქვე აღსანიშნავია, რომ დანარჩენი 15 კომპანია თბილისის აბონენტთა მხოლოდ 1%-ს უზრუნველყოფენ სადენიანი ინტერნეტით.

წყარო: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC)

წყარო: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC)

რეგიონებში თბილისის შემდეგ სადენიანი ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობით გამოირჩევა იმერეთის რეგიონი. ამ რეგიონში, ინტერნეტის მთავარ მიმწოდებლებად გვევლინებიან სილქნეტი (51%) და ახალი ქსელები (47%). რეგიონებიდან სადენიანი ინტერნეტ აბონენტების კუთხით მესამე პოზიციას იკავებს ქვემო ქართლი, სადაც აბონენტთა 67%-ისთვის (22 597 აბონენტი) მთავარი მიმწოდებელი საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციაა. ამასთან შედარებით, მოკრძალებულია სილქნეტისა და კავკასუს ონლაინის კომპანიების მონაცემები: 19% (6 538 აბონენტი) და 11% (3 668 აბონენტი), შესაბამისად.

წყარო: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC)

წყარო: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC)

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სადენიენი ინტერნეტ აბონენტთა უდიდეს ნაწილს (სულ 27 034 აბონენტი) შესაბამისი სერვისით უზრუნველყოფს კომპანია სილქნეტი. მსგავსი სურათია სამეგრელო-ზემო სვანეთშიც სადენიანი ინტერნეტის მთავარი პროვაიდერია სილქნეტი 77%-ით (11 693 აბონენტი). სხვა დანარჩენი სამი კომპანია, რომელიც ამ რეგიონის ინტერნეტ ბაზარზე მოქმედებენ არიან: ახალი ქსელები (16%), კავკასუს ონლაინი (11%) და ივერია ქსელი (7%). სადენიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის მასშტაბით, 14 653 მომხმარებლით, სამეგრელო-ზემო სვანეთს მოსდევს შიდა ქართლი, სადაც სადენიანი ინტერნეტის უმთავრეს მიმწოდებელს კვლავ სილქნეტი წარმოადგენს (93%). მსგავსი ტენდენცია ფიქსირდება საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

წყარო: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC)

წყარო: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC)

მნიშვნელოვანია აგრეთვე ის, თუ რა ტიპის ტექნოლოგიები არის დანერგილი ინტერნეტთან წვდომისთვის. GNCC-ის მონაცემებით, სადენიანი ინტერნეტის შემთხვევაში, ოპტიკურ ბოჭკოვანი ტექნოლოგიის მომხმარებელთა ოდენობა (51% – 221 170) მცირედით აღემატება DSL ტექნოლოგიის აბონენტებს (49% – 212 968).

რაც შეეხება უსადენო ინტერნეტ მომსახურებას, იგი საქართველოში ყველაზე დინამიურად განვითარებად ტექნოლოგიად არის აღიარებული. GNCC-ის 2012 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, უსადენო ინტერნეტის ტექნოლოგია „ძირითადად რეგიონებში ვითარდება, იქ, სადაც სადენიანი ინტერნეტი ნაკლებად არის ხელმისაწვდომი.“ 2013 წლის ოქტომბრის მონაცემები ცხადყოფს, რომ დედაქალაქში, სადაც სადენიანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა ყველაზე მაღალია, უსადენო ინტერნეტ  მომხმარებელთა მოცულობით მეექვსე ადგილზეა სხვა რეგიონებთან შედარებით. ამ მიმართულებით გამოირჩევა ქვემო ქართლი და იმერეთი. ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით, უსადენო ინტერნეტი  87 882 აბონენტისთვის არის ხელმისაწვდომი.

წყარო: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC)

წყარო: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC)

საინტერესოა უსადენო ინტერნეტის მოხმარება ტექნოლოგიების ჭრილში. ყველაზე მეტად გავრცელებულია CDMA (მათგან HSPA/EVDO-ზე მოდის აბონენტების 30% – 25 958, EVDO-ზე 19% (16 576) და უშუალოდ CDMA-ზე (9% – 7 766)) და Wi-Fi-ის (33% – 28 942) ტექნოლოგიები. მათ მოჰყვებათ WiMAX  ტექნოლოგია 9%-იანი (8 140 აბონენტი) მაჩვენებლით.

წყარო: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC)

წყარო: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC)

საქართველოს რეგიონებში ინტერნეტ მოხმარების უკეთესი დონის მისაღწევად, ერთ-ერთი გზა შესაძლოა მობილური ინტერნეტის განვითარება იყოს. გასათვალისწინებელია, რომ GNCC-ის 2012 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2012 წლის ბოლოს მობილური აბონენტების რაოდენობამ  შეადგინა 4,7 მლნ, მობილური აბონენტების სიმკვრივემ კი 104,5%. ამის ფონზე, 2013 წლის ოქტომბრისთვის მობილური ინტერნეტ აბონენტების რაოდენობა 1 209 414-ს უტოლდება. აქედან, 51%-ს (619 718) მომსახურებით უზრუნველყოფს ჯეოსელი, მაგთიკომი კი აბონენტების 30%-ს (361 516) აწვდის ინტერნეტ მომსახურებას.

წყარო: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC)

წყარო: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC)

 

 

წყარო: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC)

წყარო: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC)

ზემოთ წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემებიდან რამდენიმე დასკვნის გამოტანა შეიძლება:

  • ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობის მზარდი ტენდენციის მიუხედავად, ბოლო წლებში არ შეიმჩნევა სადენიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელის ზრდა, რაც შესაძლებელია ერთი მხრივ, ბაზრის მოთხოვნებით იყოს განპირობებული და მეორე მხრივ, მიანიშნებდეს იმაზე, რომ სახელმწიფო არ ზრუნავს ამ მიმართულების მდგრად განვითარებაზე;
  • როგორც სადენიანი, ასევე, მობილური ტელეფონის ინტერნეტის შემთხვევაში, ბაზარზე შეინიშნება ორი კომპანიის უპირატესობა. სადენიანი ინტერნეტის შემთხვევაში ეს კომპანიები კავკასუს ონლაინი და სილქნეტია, ხოლო მობილური ინტერნეტის შემთხვევაში კი ჯეოსელი და მაგთიკომი;
  • აბონენტების რაოდენობის მხრივ, თბილისში სადენიანი ინტერნეტ სერვისის მიმწოდებელი კომპანიებიდან ყველაზე დიდ უპირატესობას ფლობს  კავკასუს ონლაინი, მაშინ როცა სილქნეტი, რიგით მეორე კომპანია აბონენტების ოდენობით დედაქალაქში, უფრო მყარ პოზიციებს იკავებს რეგიონებში, სადაც მთავარ პროვაიდერს წარმოადგენს ინტერნეტ აბონენტებისთვის;
  • ინტერნეტის გავრცელება ყველაზე დიდი გამოწვევაა საქართველოს რეგიონებისთვის. მართალია ბოლო პერიოდში უსადენო ინტერნეტი სწორედ ამგვარ ტერიტორიებზე ვითარდება, თუმცა საჭიროა ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან შემუშავებული ხელშეწყობის პროგრამის შემუშავების კუთხით, აგრეთვე ინტერნეტ ბაზართან დაკავშირებული ნებისმიერი აქტორის მხრიდან ამ პროცესში კოორდინირებული მუშაობა.
This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, ელ-პლატფორმა, საჯარო დაწესებულება and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to ინტერნეტ მომხმარებელთა სტატისტიკა საქართველოში – 2013

  1. Pingback: საქართველოს პარლამენტის მიერ ინფორმაციის დროულად გამოქვეყნების მნიშვნელობა | OGP - საქართველო

  2. Pingback: საქართველოს პარლამენტის მიერ ინფორმაციის დროულად გამოქვეყნების მნიშვნელობა | OGP - საქართველო

  3. Pingback: Importance of Real-time Publication by the Parliament of Georgia | OGP - Georgia

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s