ელ-მმართველობის სტანდარტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროში

ავტორი: მარი გელაშვილი

ივანე ჯავახიშვილის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის I კურსის მაგისტრანტი

Ministry of Justice

ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და ღიაობის მიღწევაში უმნიშვნელოვანესია საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ მონაცემების ხელმისაწვდომობა. ამ თვალსაზრისით საინტერესოა, მიმოვიხილოთ ერთ-ერთი საჯარო დაწესებულების, კერძოდ,  საქართველოს იუსტიციის სამინიტროს ვებ-გვერდი და ოფიციალური Facebook-მისამართი.  შევაფასოთ, როგორ ახორციელებს აღნიშნული სამინისტრო ელ-მმართველობას.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის მონიტორინგი ეყრდნობა გაეროს ელ-მმართველობის მეთოდოლოგიას, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს სამ კომპონენტს (ელ-ინფორმაცია/კომუნიკაცია, ელ-კონსულტაცია და ელ-გადაწყვეტილება). მათი დახმარებით  შესაძლებელია ზემოთ ხსენებული დაწესებულების ელ-კომუნიკაციის თავისებურებების გამოკვეთა.

ელ-ინფორმაცია/კომუნიკაციის კომპონენტის (ღია მონაცემები (open data), სპეციალური განყოფილება მარგინალიზებული ჯგუფებისთვის, გვერდის უცხო ენებზე არსებობა, დაგეგმილი ღონისძიებების კალენდარი, „კონტაქტის’’ განყოფილება და სიახლეების გამოწერის შესაძლებლობა) განხილვა გვაჩვენებს, რომ იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდს  არ აქვს  ისეთი სერვისები, როგორიცაა  „სპეციალური განყოფილება მარგინალიზებული ჯგუფებისთვის’’ და „დაგეგმილი ღონისძიებების კალენდარი,” თუმცა აღნიშნული გვერდის დადებითი მხარეა ის, რომ „ღია მონაცემებში“ ინფორმაციის დიდი მოცულობაა განთავსებული. განყოფილებაში „საჯარო ინფორმაცია’’ შეხვდებით როგორც სამართლებრივ აქტებს, ისე ანგარიშებს და ინფორმაციას ფინანსების შესახებ. თუ ფინანსების შესახებ ინფორმაციას გადახედავთ,  მაგალითად, სამივლინებო ხარჯებს და დაგაინტერესებთ, თითოეულ მივლინებაზე რა თანხა დაიხარჯა, უნდა გამოითხოვოთ საჯარო ინფორმაცია, რადგანაც საიტზე შემოთავაზებულ დოკუმენტში დასახელებულია მხოლოდ მთლიანი თანხა (01.10.2014-ის მონაცემებით).

image 1

იუსტიციის ვებ-გვერდის დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს გვერდის უცხო ენებზე არსებობა. ასევე მოწესრიგებულია „კონტაქტის’’ განყოფილება, სადაც ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ სამინისტროს მისამართისა და სხვა საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. ასევე შესაძლებელია სიახლეების გამოწერაც.

image 2image 3რაც შეეხება ელ-კონსულტაციის კომპონენტს (მოქალაქეთა აზრის მიღების მარტივი ფორმები, კვლევა-გამოკითხვები, ბლოგი, სოციალურ ქსელებთან ინტეგრაცია, სოციალურ ქსელებზე გვერდიდან სიახლის გაზიარება, უწყების გვერდის მოწონების ფუნქცია, კომენტარის დატოვების შესაძლებლობა, კითხვა-პასუხის რუბრიკის არსებობა, ონლაინ-კონსულტაცია), მოქალაქეთა აზრის მიღება იუსტიციის სამინიტროს ვებ-გვერდის საშუალებით არ არის შესაძლებელი. სამწუხაროდ, საიტის ადმინისტრაცია კვლევა-გამოკითხვასა და ბლოგებსაც არ იყენებს მოსახლეობასთან კონტაქტის დასამყარებლად.

თუმცა უნდა ითქვას, რომ საიტიდან  შესაძლებელია სოციალურ ქსელებთან (კერძოდ, Facebook-თან და Twitter-თან) დაკავშირება, იუსტიციის სამინიტროს ასევე აქვს თავისი არხი Youtube.com-ზე და ფოტოსურათების ნაკრები Flickr.com-ზე. შესაძლებელია სიახლეების გაზიარება სოციალური ქსელების საშუალებით, თუმცა კომენტარების დატოვების საშუალებას ვებ-გვერდი არ იძლევა. იუსტიციის სამინიტროს ვებ-გვერდზე, არ არის განთავსებული კითხვა-პასუხის ან ხშირად დასმული შეკითხვების რუბრიკა.

რაც შეეხება ელ-გადაწყვეტილების კომპონენტს (გადაწყვეტილებების, რეგულაციების მონახაზების ხელმისაწვდომობა, რომლებზეც მიმდინარეობს მუშაობა,  ოფიციალური პირის გამოხმაურება მომხმარებელთა შეკითხვებზე, პეტიციების შექმნის შესაძლებლობა), იუსტიციის სამინისტროს გვერდი თავის მომხმარებლებს მსგავს სერვისს არ სთავაზობს.

იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური Facebook-გვერდი 2011 წელს შეიქმნა და მასზე მუდმივად იდება სიახლეები, იუსტიციის მინისტრის შეხვედრები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სამინისტროს ვებ-გვერდი მოწონებული აქვს 51.832 ადამიანს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოების დაინტერესება საკმაოდ დიდია.

იუსტიციის სამინისტროს Facebook გვერდის მონიტორინგისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისებურება: პირველი არის ის, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში როგორც კომენტარები, ისე გვერდის კედელზე მომხმარებელთა მიერ დაწერილი მოსაზრებები მხოლოდ ქებისა და  დადებითი უკუკავშირის მაგალითს წარმოადგენს ცალსახად რთულია იმის თქმა,   ამ კომენტარების ავტორები უბრალო მოქალაქეები არიან, თუ დაინტერესებული პირები. თუმცა მათი Facebook პროფილების გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ ისინი რეალური ადამიანები არიან. უნდა ვივარაუდოთ, რომ უარყოფითი ხასიათის კომენტარები იუსტიციის სამინისტროს Facebook გვერდიდან უბრალოდ იშლება. ამის მაგალითი შეიძლება იყოს ქვემოთ მოცემული სურათი, სადაც ჩანს, რომ პოსტზე 4 კომენტარია დატოვებული, მათგან მხოლოდ 2  ჩანს.

image 4

ამას გარდა, შეკითხვის ფორმით დაწერილ კომენტარებზე იუსტიციის Facebook-გვერდის ადმინისტრატორი ყოველთვის რეაგირებს, ხოლო პირადად მიწერილ კითხვებს არ პასუხობს. მოცემულ სურათზე ჩანს, რომ  მიწერილი მესიჯიდან 2 თვეზე მეტია გასული, თუმცა გვერდის ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ არ გაუცია პასუხი.

image 5

აუცილებლად უნდა შევეხოთ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის საკითხს.  იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე „საჯარო ინფორმაციის’’ გრაფაში მითითებულია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესისა და პირობების შესახებ.  საიტზე MY.GOV.GE რეგისტრაციის შემდეგ გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია სამინისტროს მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დახარჯული მივლინების თაობაზე. მოთხოვნის გაგზავნიდან ერთი დღის შემდეგ მესიჯის საშუალებით შეგვატყობინეს, რომ ჩვენი განცხადება წარმატებით დარეგისტრირდა. გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს კანონმდებლობა ავალდებულებს საჯარო დაწესებულებებს, რომ დაუყოვნებლივ ან კანონით დადგენილ დროში (10 სამუშაო დღის ვადაში) გასცენ ინფორმაცია, მათ საჯარო ინფორმაციის მომთხოვნს უნდა აცნობონ 10 დღიანი ვადის შესახებ. სამწუხაროდ, იუსტიციის სამინისტრო არ ცნობს აღნიშნულ წესს, მათ  ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მხოლოდ 1 თვის შემდეგ მოგვაწოდეს.

ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ელ-მმართველობის სტანდარტები ჯერ კიდევ დასახვეწია. მართალია, რამდენიმე მიმართულებით მათი მუშაობა ეფექტურია, თუმცა არის კონკრეტული საკითხები, რომლებიც მათი მხრიდან მეტ ყურადღებას საჭიროებს. პირველ რიგში, აუცილებელია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას კანონით დადგენილი წესის დაცვას. ასევე კარგი იქნება თუ იუსტიციის სამინისტრო გაიზიარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოცდილებას და შექმნის  თავისი ვებ-გვერდის ისეთ ვერსიას, რომელიც მარგინალიზებული ჯგუფებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

კარგი იქნება, თუკი დაინერგება ონლაინ კონსულტაციები და შესაძლებელი გახდება, რომ სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებმა მოქალაქეებისგან წინადადებები და შეთავაზებები მიიღონ.

 

ნაშრომი მომზადებულია პროექტის “ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება” ფარგლებში მიმდინარე ესეების კონკურსისთვის.

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ.  გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და IDFI-ის თვალსაზრისს.

IDFI_LOGO_BIGUSEmbassyseal               embassy_FLAG

Aside | This entry was posted in ელ-მმართველობა and tagged , , . Bookmark the permalink.

One Response to ელ-მმართველობის სტანდარტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროში

  1. Bizina Savaneli says:

    See attachments!

    Date: Mon, 2 Feb 2015 11:56:17 +0000
    To: savaneli@hotmail.com

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s