გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოველწლიური „სიურპრიზი“ აბიტურიენტებს

ავტორი: სალომე ცირეკიძე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის მეორე კურსის სტუდენტი

ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებს ყოველ წელს „სიურპრიზებით“ ეგებება. საინტერესოა, თუ როგორ აისახება ეს „სიურპრიზები“ აბიტურიენტებზე და რატომ იყო გამორჩეული 2013 წელი?

2005 წელს დაინერგა მისაღები გამოცდების სრულიად  ახალი მოდელი, რომელიც ძველი, საბჭოური სისტემისაგან კარდინალურად განსხვავებულია და ეფუძნება  შეფასების გამჭვირვალე, სამართლიან და უნიფიცირებულ პრინციპებს.

მნიშვნელოვანი ტენდენცია შეიმჩნევა 2005 წელს აკადემიურ პროგრამებზე გრანტების გაცემის მხრივ. აღნიშნულ წელს მხოლოდ 100%-იანი დაფინანსების მოპოვება შეეძლოთ აბიტურიენტებს და 4176 მათგანმა მოიპოვა სრული დაფინანსება, რაც შემდეგ წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2005 წელს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2008 წელი, რამეთუ 100%-იანი დაფინანსების მოპოვება მხოლოდ 961 აბიტურიენტმა შეძლო.

.Capture

ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემაში ყოველწლიურად შედის სიახლეები, რომლებიც შეიძლება ზოგჯერ აბიტურიენტებისთვის არც თუ ისე მიმზიდველი და სასიამოვნო იყოს.

2011-2012 წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით სტუდენტებზე სასწავლო გრანტის გაცემის წესი შეიცვალა (იხ. მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის  N379 დადგენილება); სამართლის, ჯანდაცვის, ბიზნესის ადმინისტრირების, მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტებზე ჩარიცხული სტუდენტები მხოლოდ 100%-იანი სასწავლო გრანტით ფინანსდებოდნენ. ამდენად,  ეროვნულ გამოცდებზე გრანტის არმიღების შემთხვევაში, სწავლის მთლიანი საფასურის გადახდა თავად უწევდათ.

მთავრობის დადგენილება

აღნიშნული ცვლილების საფუძველზე საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესის გაზრდას ვარაუდობდნენ. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ქვემოთ მოყვანილი დიაგრამა, საიდანაც ირკვევა, რომ ზემოხსენებული ვარაუდი გამართლდა;

chasakopirebeli
2011-2012 წლებში, წინა წლებთან შედარებით, საბუნებისმეტყველო საგნებზე დარეგისტრირებულთა ზრდის მკვეთრი ტენდენცია შეიმჩნევა.

რატომ არის გამორჩეული 2013 წელი?

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების ყველაზე დიდი რაოდენობა ( 41936 აბიტურიენტი )  2013 წელს დარეგისტრირდა, რაც შეიძლება აიხსნას საატესტატო გამოცდების „გამარტივებით“; აღნიშნულ სასწავლო წელს საატესტატო გამოცდების ჩატარებისა და ტესტების ფორმატის დადგენის ვალდებულება (ნაცვლად სსიპ-შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლებს დაეკისრათ. სწორედ 2013 წელს გამოცხადდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2005-2014 წლების განმავლობაში ყველაზე დიდი რაოდენობით – 40670 აბიტურიენტი.

2013 წლიდან მოიხსნა შეზღუდვები გრანტის განაწილების დროს იმ პროგრამებზე, სადაც მხოლოდ 100%-იანი დაფინანსება მოქმედებდა. ყველა პროგრამა თანაბარ პირობებში ჩადგა და შესაძლებელი გახდა 70%-იანი და 50%-იანი დაფინანსებების მოპოვებაც. 30%-იანი გრანტი 2013 წლიდან გაუქმდა.

 chasakop

დიაგრამიდან ირკვევა, რომ 2013 წელს, სხვა წლებთან შედარებით, ყველაზე მეტმა-27971 აბიტურიენტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება აკადემიურ პროგრამებზე;

სასიამოვნო „სიურპრიზები“ აბიტურიენტებს

2013 წლიდან ბაკალავრიატის 17 სპეციალობის სრული კურსი უფასო გახდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 8 მილიონი ლარი გამოყო შემდეგი ფაკულტეტების სტუდენტთა დაფინანსებისთვის: აგრონომია, განათლების მეცნიერებები, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, მშენებლობა, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ეკონომიკა, არქეოლოგია, ისტორია, ქართული ფილოლოგია, ფილოსოფია და არქიტექტურა.

2013 – 2014 წლებში აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ განაცხადში ყველა ის საგანმანათლებლო პროგრამა მიეთითებინათ, რომელზეც მათ მიერ არჩეული გამოცდები ბარდებოდა – ასარჩევი პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ იყო. ასეთმა ცვლილებამ მეორადი ჩარიცხვების საჭიროება მოხსნა.

დასკვნა

ერთიანი ეროვნული გამოცდები მუდმივ ცვლილებებს განიცდის. ზოგი ცვლილება საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა, ზოგიც კი ყველასათვის სასიამოვნო სიახლე

პრაქტიკამ აჩვენა, რომ მიზანშეუწონელია აბიტურიენტებისთვის მოულოდნელი სიახლეების შეთავაზება: არ შეიძლება აჩქარებულად დაინერგოს რაიმე ახალი, რადგან ამით შესაძლოა აბიტურიენტებს სტრესული გარემო შეექმნათ. ისინი ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე დიდი ხნით ადრე უნდა იყვნენ ინფორმირებულები სიახლეების შესახებ, რათა მოასწრონ სათანადო მომზადება როგორც გონებრივად, ასევე ფსიქოლოგიურად. ამ ბოლო დროს კი მათ ბევრი სიახლე უცაბედად ეცნობათ.

იმედია, გამოცდების ეროვნული ცენტრი გაითვალისწინებს „უცაბედი ნიუსების“ პრაქტიკის უარყოფით შედეგებს და მომავალი წლიდან  დროულად შეიმუშავებს და გაავრცელებს ცვლილებებს ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემაში.

ნაშრომი მომზადებულია პროექტის “ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება” ფარგლებში მიმდინარე ესეების კონკურსისთვის.

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ.  გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და IDFI-ის თვალსაზრისს.

IDFI_LOGO_BIGUSEmbassyseal               embassy_FLAG

This entry was posted in საჯარო დაწესებულება and tagged , . Bookmark the permalink.

One Response to გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოველწლიური „სიურპრიზი“ აბიტურიენტებს

  1. Bizina Savaneli says:

    იხ.დანართები

    Date: Tue, 3 Feb 2015 09:13:44 +0000
    To: savaneli@hotmail.com

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s