საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა: პროპაგანდა თუ რეალობა?

ავტორი: ჰამლეტ კვასხვაძე

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქართულ საზოგადოებას სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები და განსაკუთრებით, ტელევიზია ძირითადად, დადებით სიახლეებს აწვდიდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ეკონომიკური ზრდა სტაბილურად მაღალია, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) იზრდება, მნიშვნელოვანი წინსვლაა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მხრივ, დაიხვეწა სახელმწიფო სამსახურების მხრიდან მომსახურება და ა.შ თუმცა 2012 წელს, მთავრობის ცვლილების შემდეგ ამ მხრივ მხოლოდ უარყოფით ტენდენციაზეა საუბარი. განუწყვეტლივ ისმის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება, იზრდება სახელმწიფო ვალი, ინფლაცია, მცირდება ინვესტიციები და ა.შ.  ამის მიზეზად კი მთავრობის წარმომადგენლების არაკომპეტენტურობას ასახელებენ.

წინამდებარე ნაშრომის მიზანია კონკრეტულ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით (მთლიანი შიდა პროდუქტი, უმუშევრობის დონე, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი, ექსპორტის მაჩვენებელი, ინფლაცია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები) შეაფასოს ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მსჯელობა არის მშპ ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი, რომელიც განიმარტება, როგორც დროის მოცემულ პერიოდში ქვეყნის შიგნით წარმოებული ყველა საბოლოო საქონლისა და მომსახურების საბაზრო ღირებულება.

image 7

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2005-2008 წლებში აღინიშნება მშპ-ს სტაბილურად მაღალი ზრდა, რომელიც პიკს 2007 წელს აღწევს. 12,3%-იანი ეკონომიკური ზრდა ნებისმიერი ქვეყნისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც ძირითადად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებით იყო გამოწვეული. ამას დაემატა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და რომ არა კრიზისის დასაძლევად გაცემული უცხოური გრანტები, საქართველო ბევრად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. თუმცა ფაქტია, რომ მთავრობამ იმ დროისათვის კრიზისი მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე გადაიტანა და უკვე 2010 წელს მშპ-ს 6,35%-იანი ზრდაა სახეზე, 2011 წელს კი 7,2%-იანი.

2012 წელს მშპ-ს და შესაბამისად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ეცემა, რაც შეიძლება ქვეყანაში არსებულ არასტაბილურ პოლიტიკურ მდგომარეობას მიეწეროს. როდესაც ქვეყანაში მთავრობა იცვლება, ინვესტორები თავს იკავებენ ამ ქვეყანაში ფულის დაბანდებისგან, სანამ არ დასტაბილურდება სიტუაცია და ახალი მთავრობის კურსიც არ გახდება ნათელი. სწორედ ამიტომ 2012 წლის უარყოფითი ცვლილება კრიტიკულ ზღვრებს არ სცდება. თუმცა 2013 წელს მაჩვენებლის უარყოფითად ცვლილება უკვე მიუთითებს იმაზე, რომ არჩეულ ეკონომიკურ კურსში ხარვეზებია. მაშინ როდესაც ომისა და კრიზისის შემდეგ ქვეყანამ შეძლო 6,3%-იანი ეკონომიკური ზრდა მიეღო შემდეგ წელს, ახლა მის ნახევარს, 3,2%-ს მიაღწია. ასე რომ, ოპოზიციის მხრიდანკრიტიკა საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის.

image 5

საინტერესოა მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე განხილვა. გრაფიკი გვიჩვენებს, რომ მიუხედავად მშპ-ს მკვეთრი შემცირებისა, 2012-2013 წლებში, მშპ ერთ სულ მოსახლეზე სტაბილურად იზრდება, ეს აიხსნება საქართველოში უმუშევართა რაოდენობის შემცირებით, რაც თავისთავად დადებითი მოვლენაა.

image 10

გრაფიკზე წარმოდგენილია უმუშევრობის დინამიკა საქართველოში 2006-2012 წლებში. საქართველოში ეკონომიკური ბუმის დროს 2007 წელს უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება, შემდეგ უკვე განხილული მოვლენების გამო უმუშევრობის დენე მატულობს, თუმცა შემდეგ სტაბილურად კლებად ხასიათს ინარჩუნებს. ამ მხრივ მდგომარეობა დადებითად იცვლება.

image 3

მნიშვნელოვანია დასაქმებულთა პროცენტული განაწილების ანალიზი. საქართველოს კანონმდებლობით დასაქმებულად, ამ შემთხვევაში თვითდასაქმებულად ითვლება ადამიანი, რომელსაც აქვს მცირე მიწის ნაკვეთი, რომელიც შეუძლია გამოიყენოს სამეურნეო მიზნით. ანუ ყოველი ადამიანი, რომელიც სოფლად ცხოვრობს და ფლობს მცირე მიწის ნაკვეთს, ითვლება დასქმებულად. შესაბამისად,  15%-იანი უმუშევრობა რეალურად ორჯერ მაინც მაღალია. გრაფიკიდან ჩანს, რომ საქართველოში იზრდება დაქირავებულთა რიცხვი და მცირდება იმ ე.წ თვითდასაქმებულთა რაოდენობა, რაც მიანიშნებს იმას, რომ რეალურად იზრდება დასაქმების დონე.

image 8

მნიშვნელოვანი განხილვის საგანია საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი. გრაფიკზე ნათლად ჩანს, რომ ბოლო წლებში, კერძოდ 2009 წლიდან ექსპორტი სტაბილურად იზრდება და ამ მხრივ მდგომარეობა დადებითად შეიცვალა, თუმცა მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება იმაზე, შეიცვალა თუ არა საექსპორტო საქონლის ხარისხი.

ბოლო ათწლეულში რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობის შემდეგ ქართველ მეწარმეთა უმრავლესობა ხარისხზე ორიენტირებულ და ევროპულ სტანდარტებზე გათვლილი პროდუქციის წარმოებას შეუდგა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში მოქმედი ფირმები სამეწარმეო უნარის განვითარებაზე მუშაობენ. შედეგად გაიზარდა ევროკავშირში ექსპორტირებული საქონლის რაოდენობაც. ფირმათა უმრავლესობისათვის უფრო მარტივია დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი, რადგან აღნიშნულ ქვეყნებში ხარისხის მხრივ შედარებით დაბალი მოთხოვნებია. თუმცა გრძელვადიანი პერიოდისათვის ევროკავშირის ბაზრებზე ორიენტაცია გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვანი წარმატების წინაპირობაა საქართველოსათვის.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ინფლაციის მაჩვენებელი. პატარა ქვეყნისათვის, რომელიც ორიენტირებულია ინვესტიციების ზრდაზე, ზომიერი ინფლაცია საჭიროც არის ინვესტიციების ზრდის პროვოცირებისათვის. ინფლაცია ფასების საერთო დონის ზრდაა, რომლის გამომწვევი მიზეზიც ძირითადად მიმოქცევაში ფულის მასის ზრდა შეიძლება გახდეს. შესაბამისად ეს უკანასკნელიც იზრდება. იქმნება ახალი ბიზნესები, კომპანიები და საბოლოო ჯამში იზრდება ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობა. ამ მექანიზმს იყენებდა წინა მთავრობა, ინფლაცია სტაბილურად იზრდებოდა, ისე რომ არც დესტაბილიზაცია გამოეწვია და თანაც მოეხდინა ინვესტირების პროვოცირება. თუმცა ეს ეკონომიკური პოლიტიკის ერთი მიმართულებაა და ამას მთელი ეკონომიკური კურსი უნდა უწყობდეს ხელს, თუმცა ამჟამად არჩეული ეკონომიკური პოლიტიკა არ გამოირჩევა ინვესტორების მიმართ ლმობიერებით. ეს ნათელია ახალი სავიზო რეჟიმების შემოღებისა და უცხოელებზე მიწების გაყიდვის აკრძალვის შემდეგ. ამ ფონზე კი როდესაც ინფლაციის ზრდა ინვესტიციების ზრდის პროვოცირებისათვის არ ხდება, მისი მაღალი მაჩვენებელი, (რომელიც დღეის მდგომარეობით ფიქსირდება) აშკარად უარყოფითი მოვლენაა ქვეყნისათვის.

image 4

ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ეს არის თანხები რომელიც შემოდის ქვეყნის ეკონომიკაში, გადასახადები რომლითაც ივსება ბიუჯეტი, ახალი საწარმოები რომლებიც იქმნება ქვეყანაში. მოკლედ, ისეთი პატარა ქვეყნის განვითარება, როგორიც საქართველოა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაზეა დამოკიდებული.

image 2

გრაფიკიდან ჩანს, რომ ის ზრდადი ტენდენციაბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის მთავარ მიზეზი კი, როგორც უკვე განვიხილეთ, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებია, რომლითაც უცხოელ ინვესტორებს მნიშვნელოვნად შეეზღუდათ უფლებები საქართველოში.

პატარა ქვეყნები სრულად არიან დამოკიდებულნი ინვესტიციების ზრდაზე, ეს უკანასკნელი კი შეუძლებელია ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლის გარეშე. დროებითი პაუზა ეკონომიკაში შესაძლოა გამოწვეული იყოს საქართველოს მთავრობის კურსით, ძირითადი სახსრები მოახმაროს სოციალურ პროექტებს. ასეთი პაუზა ეკონომიკურ ზრდაში, ძალიან ცუდად შეიძლება აისახოს აისახოს  საქართველოს საინვესტიციო  იმიჯზე.

შენიშვნა: აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის მოპოვებისას შესაბამისი სამინისტროების (საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სტატისტიკური სამსახურის) ვებ-გვერდები მუშაობდა გამართულად. გამოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია კი მოწოდებულ იქნა ყველა წესის დაცვით.

ნაშრომი მომზადებულია პროექტის “ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება” ფარგლებში მიმდინარე ესეების კონკურსისთვის.

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ.  გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და IDFI-ის თვალსაზრისს.

IDFI_LOGO_BIGUSEmbassyseal               embassy_FLAG

This entry was posted in საჯარო დაწესებულება and tagged , . Bookmark the permalink.

One Response to საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა: პროპაგანდა თუ რეალობა?

  1. mariam says:

    kargi namushevaria

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s