ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში

ავტორი: ნინო ჩიტიშვილი

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი;

cms-image-000022264

არამხოლოდ ქალის ადგილია პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე პოლიტიკა უნდა იყოს ქალის ყოველდღიურობას მორგებული.

განსაკუთრებული დაკვირვება არ არის საჭირო იმის შესამჩნევად რომ  ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ცნობიერების ამაღლების, განათლების და ქალთა პოლიტიკური უფლებების გაძლიერების თვალსაზრისით არსებული მცდელობებისდა მიუხედავად,  ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი ხელმძღვანელ პოზიციებზე საგრძნობლად დაბალია

ქართულ პოლიტიკაში გენდერული დისბალანსის საჩვენებლად  საინტერესო  იქნება საქართველოს მთავარ საკანონმდებლო ორგანოს, მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მონაცემების განხილვა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქალებმა მანდატების მხოლოდ 12% მოიპოვეს, 150 დეპუტატიდან მხოლოდ ჩვიდმეტი ქალია. მსოფლიოს მასშტაბით საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი 22%-ია, ევროპის მასშტაბით კი 25%. პოსტსაბჭოთა საქართველოს არც ერთ წინა მოწვევის პარლამენტში ქალთა წილი არ ყოფილა 10%-ზე მაღალი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით ამომრჩეველთა 53% სწორედ ქალია. კიდევ 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების შემადგენლობაში 4 ქალი  იმ დროს, როცა მრავალ ევროპულ ქვეყანაში ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც კი არ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, თითქმის ერთი საუკუნის შემდეგაც გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა.

პარტიულ სიებსა და ზოგადად ხელისუფლებაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მომხრეა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2014 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით,  საქართველოს ამომრჩეველთა 70%-ზე მეტს სურს, რომ უფრო მეტი ქალი იხილოს პოლიტიკაში, ხოლო პარლამენტში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით სავალდებულო კვოტების შემოღებას გამოკითხულთა 45% სრულად ემხრობა, 25% კი ნაწილობრივ.

გენდერული დისბალანსი თვალსაჩინოა აღმასრულებელ რგოლშიც, სადაც 19 მინისტრიდან მხოლოდ სამია ქალი. მათ შორისაა საქართველოს იუსტიციის მინისტრი (თეა წულუკიანი ), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (თამარ სანიკიძე) და საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრი (თამარ ბერუჩაშვილი).

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის მონიტორინგზე დაყრდნობით, მინისტრის 5 მოადგილიდან  მხოლოდ ერთი ქალია, 18 დეპარტამენტის ხელმძღვანელიდან – მხოლოდ 4. საგანგებო დავალებათა არც ერთი ელჩია არ არის მდედრობითი სქესის წამრომადგენელი. მოპოვებული, ბოლო ინფორმაციით 61 სრულუფლებიანი ელჩიდან ქალი მხოლოდ შვიდია, ცხრა კონსულიდან კი ერთი.

გენდერული ბალანსი დაცულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეების შემთხვევაში, რასაც ვერ ვიტყვით იუსტიციის მინისტრის მოადგილეების შესახებ. შინაგან საქმეთა მინისტრის არც ერთი ამჟამინდელი მოადგილე არ არის ქალი, მსგავსი სიტუაციაა თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.  განსაკუთრებული შემთხვევაა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სადაც მინისტრის მოადგილე ქალთა რაოდენობა მეტია მამაკაცთა რაოდენობაზე.

გენდერული უთანასწორობის საგანგაშო სურათი წარმოაჩინა 2014 წლის თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებმაც. 12 თვითმმართველი ქალაქის მერის თანამდებობაზე მამრობითი სქესის წარმომადგენლები არიან. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილი  69 გამგებლიდან მხოლოდ ორია ქალი. თვითმმართველ ერთეულებში დასაქმებული ქალები არ მუშაობენ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელ თანამდებობებზე.

მართალია, არსებობს გამოწვევები გადაწყვეტილების მიღების პროცესში გენდერული უთანასწორობის საკითხში, სწორედ ამიტომ, საინტერესოა რა ალტერნატივა შეიძლება განვიხილოთ გამოწვევებზე საპასუხოდ.

საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს სავალდებულო გენდერული კვოტირების იურიდიული მექანიზმი. საქართველოს ორგანული  კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური“ გაერთიანებების შესახებ აწესებს ნებაყოფლობით, ფინანსურ წამახალისებელ ნორმას, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, მიიღებს 30 %-ის ოდენობით დანამატს, თუკი მის მიერ წარდგენილ სიაში კანდიდატთა ყოველ ათეულში ერთიმეორისგან განსხვავებული სქესი იქნება  ბუნებრივია, დადებითი ფაქტია, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო კანდიდატთა სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინების შემთხვევაში, ფინანსური წახალისებაა გათვალისწინებული თუმცა,  საზოგადოება თანხმდება, რომ აღნიშნული ნორმა არასაკმარისია გენდერული ბალანსის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად. განიხილება გენდერული კვოტის 40%-ით განსაზღვრა.

NDI-ს კვლევის “ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში” მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 68% ამბობს, რომ მხარს უჭერს პარლამენტის მიერ სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებას.  ეს არის კარგი შესაძლებლობა ადვილად გადაილახოს ყველა ბარიერი, რაც ხელს უშლის ქალებს პოლიტიკური პოზიციების მოპოვებაში, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ქალთა რაოდენობა 50%-ზე მეტია. კვოტირების გამოყენებაზე მიგვითითებს CEDAW კომიტეტის კონვენცია, რომელზეც საქართველომ 1994 წელს მოაწერა ხელი.

გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში ქალთა სათანადო წარმომადგენლობის აუცილებლობაზე მკაფიო რეკომენდაციები აქვს წარმოდგენილი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს. ევროსაბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შექმნას სათანადო პირობები, რათა ქალებს „გაუადვილდეთ ოჯახური და სამუშაო ცხოვრების აქტიურ, პოლიტიკურ ცხოვრებასთან კომბინირება“.

ამ მხრივ მოძრაობა საქართველოში გაცილებით ადრე იწყება. მას პოლიტიკის დონეზე საფუძველი ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძემ ჩაუყარა. თუ გავიხსენებთ მის წერილს „დედათა ემანსიპაციის შესახებ“, ვნახავთ რომ ილია აქტიურად მოუხმობს ქალებს გააქტიურებისაკენ. რამოდენიმე გამოჩენილი ქალის შესახებ წერილს ასე ამთავრებს: „ყოველივე ეს, რასაკვირველია, ძლიერი საბუთია დედათა ემანსიპაციის მომხრეთათვის და ამისთანა საბუთს სიტყვას შეუბრუნებს მხოლოდ კერპობა და ჯიუტობა ადამიანისა. არ იქნება ურიგო, რომ ჩვენმა ქალებმაც ყური ათხოვონ ამისთანა მაგალითებს და ხალისი მოიპოვონ ამისთანა მოღვაწეობისა და მოქმედებისათვის.“

ქართულ ლიტერატურაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაჟა-ფშაველას „სადღეისო წერილი მეგობართან“, რომელშიც ის წერს: “დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. (იგულისხმება ქალთა მოთხოვნა მამაკაცთან თანაბარი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ) მჯერა, მწამს და ვერცავინ შემაცვლევინებს ამ რწმენას. დღეს რომ მაღალ ბიუროკრატიულ წრეებში გავლენიან ადგილებზე მინისტრებისა და სხვა, დედაკაცები იყვნენ, დღევანდელი  გამწვავებული და გამწარებული ცხოვრება რუსეთისა მალამოს დაიდებდა და საჭირო რეფორმებს მალე ვეღირსებოდით. დედაკაცები ამდენს სიჯიუტეს არ გამოიჩენდნენ, როგორსაც დღეს იჩენენ მაღალი სფეროს მაღალნი პირნი, ისინი ხომ მამაკაცები არიან- „კაი ბიჭობად“, „გულ-მაგრობად“ არ გაასაღებდნენ თავიანთ სიჯიუტეს, ვინაიდან დედაკაცნი უფრო ლმობიერნი, მგრძნობიარენი არიან და დღევანდელი ცხოვრება ყველაზე მეტად რას მოითხოვს თუ არა გარდა ერთის გრძნობისა რომელსაც ეწოდება შებრალება, შეწყნარება. იფიქრე, თუ ასე არ იყოს. მიიხედ-მოიხედე სად არის ეს შებრალება?!”

მართლაც, ვაჟას მოსაზრება დღეს უკვე ოფიციალური მონაცემებით დასტურდება.  სამუშაო ჯგუფის „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში“  მიხედვით, თუ  გადაწყვეტილების მიმღებთა 20% ქალები შეადგენენ, მაგალითად საკანონმდებლო სტრუქტურაში, კანონმდებლები სერიოზულად იწყებენ ბავშვთა ინტერესებიდან გამომდინარე კანონპროექტების მიღებას.  30%-ის შემთხვევაში განიხილება და მიიღება ქალთა ინტერესებიდან გამომდინარე კანონები და სახელმწიფო პროგრამები. 40-50%-ის შემთხვევაში მიიღება მაღალი პასუხისმგებლობის ისეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სახის გადაწყვეტილებები რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყნის მდგრად განვითარებას ამის შესახებ აქტიურად საუბრობენ

საქაართველოს მთავრობას აქვს მიღებული რამდენიმე დოკუმენტი, რომელიც უშუალოდ  ეხმიანება ქალთა მონაწილეობის გაზრდას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ შორისაა International Covenant on Civil & Political Rights (ICCPR)  საერთაშორისო ხელშეკრულება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ; CEDAW- გაეროს ქალთა დისკრიმინაციის სალიკვიდაციო კომიტეტი და პეკინის სამოქმედო პლატფორმა;

საქართველოში ნელ-ნელა  იზრდება ქალთა როლის გაზრდისათვის მომუშავე პირთა და ორგანიზაციათა რაოდენობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამთავრობო უწყებების გააქტიურება და ისეთი ინსტიტუციების არსებობა როგორიცაა: პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო;  სახალხო დამცველის აპარატი; გენდერული საკითხების მიმართულებით მრჩეველი მუნიციპალიტეტებში; პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითებში და ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგნიზაციები.

ფაქტია, რომ იდეა  უცვლელია და ის საუკუნეებს უძლებს. ქალთა მონაწილეობა და მათი როლის გაზრდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აუცილებელია.  ქალებს აქვთ საჭიროებები, რომელთა სათანადო დანახვა და გათვალისწინება არ შეუძლიათ მხოლოდ მამაკაცებს და მაინც რატომ უნდა იყვნენ გადაწყვეტილების მიმღებნი  უმეტესად ისინი?!

ნაშრომი მომზადებულია პროექტის “ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება” ფარგლებში მიმდინარე ესეების კონკურსისთვის.

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ.  გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და IDFI-ის თვალსაზრისს.

IDFI_LOGO_BIGUSEmbassyseal               embassy_FLAG

This entry was posted in საჯარო დაწესებულება and tagged , . Bookmark the permalink.

One Response to ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში

  1. Pingback: ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში | ჩვენი დია(ბ)ლოგი

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s