სექსისტური დამოკიდებულებები და ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში

ავტორი: თამუნა გურჩიანი

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციოლოგიის მიმართულების ბაკალავრი

110929074028-large

თანამედროვე საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა მწვავე პრობლემაა. ხშირია ქალთა დისკრიმინაციის ფაქტები, რაზეც ბოლო პერიოდში საქართველოში ჩატარებული კვლევების შედეგები და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.

2013-2014  წლები  საქართველოში ოჯახში ძალადობის შემთხვევებით დატვირთული იყო. სსიპ-„112“-ის გადაუდებელი ოპერატიული მართვის ცენტრში რეგისტრირებული შემთხვევებიდან დაფიქსირდა ქალზე ძალადობის შემდეგი მონაცემები: ფიზიკური-139; ფსიქოლოგიური-188; ეკონომიკური-18 და იძულება -13. სექსუალური ძალადობის არცერთი ფაქტი  დაფიქსირებულა (შესაძლოა, ეს ფაქტი საზოგადოებაში სექსუალური ძალადობის ტაბუირებაზე მეტყველებდეს).

2013 წელს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში არსებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში დაფიქსირდა ოჯახური ძალადობის 230 შემთხვევა, მსხვერპლთა შორის უმრავლესობას (221 ფაქტი) ქალები შეადგენენ, მათ  შორის (131 ფაქტი) 25-დან 44 წლისაა. 2014 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში დაფიქსირებულია ოჯახური ძალადობის 262 შემთხვევა, ძალადობის მსხვერპლთა უმრავლესობას კვლავ ქალები შეადგენენ (248 ფაქტი), მათ შორის 129 ქალი  25-დან 44 წლისაა. 

საქართველოში კანონი არ ზღუდავს ქალის შრომის საზოგადოებაში სასურველი პოზიციის დაკავების, საჯაროდ გამოსვლის, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში თავისუფალი არჩევანის უფლებას, თუმცა კანონით მინიჭებული უფლება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქალს ამ უფლებებს მეუღლე, ოჯახის წევრები ან სულაც მათ ფსიქიკაში მყარად ჩამჯდარი სტერეოტიპები არ შეუზღუდავს.

1994 წელს საქართველო შეუერთდა გაეროს დეკლარაციას „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის“ შესახებ. დეკლარაციაში ნათლადაა განსაზღვრული, რომ დისკრიმინაცია ქალის მიმართ გულისხმობს ნებისმიერ განსხვავებას, გამორიცხვას ან აკრძალვას, რომელიც სქესის საფუძველზე კეთდება და რომელიც გავლენას ახდენს ქალის პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ დასამოქალაქო უფლებებზე. გარდა საკანონმდებლო გათანაბრებისა სახელმწიფო და მისი მოქალაქეები ვალდებულნი არიან მიიღონ ზომები ისეთი ქალის მიმართ დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად.

მიუხედავად ამისა საქართველოში დღემდე ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით ქალის უფლებებისა და შესაძლებლობების შემზღუდველ, დამაკნინებელ გამონათქვამებს. მაგალითად: „ქალი ვიცი მე კუხნაში“; „ოჯახის რჩენა მხოლოდ კაცის საქმეა“; „გათხოვდება და ქმარი მიხედავს“; „კაცია და გადაწყვიტოს“ და ა.შ. ქართულ საზოგადოებაში ჩვეულებრივი მოვლენაა ქალსა და მამაკაცს შორის უფლებრივი სხვაობის დაშვება და უთანასწორობის შემთხვევებზე თვალის დახუჭვა, რაც დისკრიმინაციის საფუძველს ქმნის.

საქართველოში გენდერული როლების სტერეოტიპული აღქმის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ 2009 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ქალთა 50,1% ფიქრობს, რომ კარგი ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება მას. ქალთა 34,1% კი ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევაში ამართლებს. 44,9% ფიქრობს, რომ აუცილებელია, მამაკაცმა ცოლს/პარტნიორს დაანახოს, თუ ვინ არის ოჯახის უფროსი.

2013 წელს საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტების აზრით ქმრის ცოლზე ძალადობა გამართლებულია მაშინ, თუ: ცოლი ყურადღებას არ აქცევს ბავშვებს (13,7%), ცოლი ეჩხუბება ქმარს (6,6%), ცოლი უარს ამბობს სექსზე (4,6%), ნებართვის გარეშე გადის სახლიდან (4,3%).

1999 წელს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის ქალთა კვლევითი და საკონსულტაციო ქსელის “ მიერ  ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანი გახლდათ  საქართველოსთვის დამახასიათებელი ქალთა დისკრიმინაციის სპეციფიკური თუ არასპეციფიკური ფორმების გამოვლენა.  იმ სფეროების გამოკვლევა, სადაც განსაკუთრებით მწვავეა როგორც დისკრიმინაცია, აგრეთვე მამაკაცებისა და ქალების მიერ დისკრიმინაციის გაცნობიერების ხარისხი.

პრობლემის რთული და კომპლექსური ხასიათის გამო შედგენილ იქნა მრავალგანზომილებიანი დახურული კითხვარი, რომელიც შეიცავდა კითხვებს შემდეგი საკითხების შესახებ: ოჯახი და ოჯახური ურთიერთობები, სამსახური, საზოგადოება და სოციალური აქტივობა, სექსისტური დამოკიდებულებების გამოვლენის დონე, პიროვნული კმაყოფილება და თვითშეფასების დონე, დაჩაგრულობის განცდა. გარდა ამისა კითხვარი იკვლევდა რესპონდენტების დემოგრაფიულ მახასიათებლებს, როგორიცაა ასაკი, სქესი, განათლება, ოჯახის შემადგენლობა და სხვა.

ქალის სტატუსის დამოკიდებულებების კვლევისთვის, კვლევის ინსტრუმენტად გამოვიყენე ტურსტონის ტიპის სექსისტური გამოკიდებულებების გასაზომი სკალა. სკალა შეიცავდა სხვადასხვა პიროვნული ნიშნების ჩამონათვალს, რომელთა შორისაც რესპონდენტებს ესა თუ ის თვისება უნდა მიეკუთვნათ „იდეალური ქალისა“ და „იდეალური მამაკაცისათვის“. მიღებული შედეგებით კი შევეცადე ამეხსნა სექსისტური დამოკიდებულებებისა და ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობის შემთხვევების ურთიერთმიმართება თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში.

 კვლევაში მონაწილეობდა 200 რესპონდენტი, მათ შორის 110 ქალი და 90 კაცი, 4 ასაკობრივ კატეგორიაში: 18-25, 26-35, 36-45 და 45 წელზე უფროსი. კვლევა ჩატარდა თბილისის მასშტაბით.

Capture

1999 წლის  შედეგების მიხედვით რესპონდენტების დაახლოებით 99%-ისათვის ქალის იდეალთან ასოცირდება ისეთი პიროვნული თვისებები როგორებიცაა, სანდო და ერთგული; მზრუნველი და თბილი; ფრთხილი და თავშეკავებული; თავმდაბალი და მორიდებული. ჩემს მიერ განმეორებით ჩატარებულმა კვლევამ რესპონდენტების პასუხებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არ გამოავლინა. ქალის იდეალურ სახესთან რესპონდენტთა 95%-ის მოსაზრებით კვლავ ზემოთ აღნიშნული თვისებები ასოცირდება. რესპონდენტთა პასუხებს შორის სქესის მიხედვით მნიშვნელოვანი განსხვავებები არ გამოვლენილა, რესპონდენტთა ასაკის მატებასთან ერთად სექსისტური დამოკიდებულებების გამოვლენის  დონე უფრო მაღალი იყო.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სექსისტური აზროვნების კუთხით საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა, გენდერული სტერეოტიპები კვლავ სიცოცხლისუნარიანია.

 ქალთა მიმართ ძალადობა კომპლექსური პრობლემაა და მასზე საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებთან ერთად სხვა ფაქტორებიც ახდენს გავლენას. ასეთ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს სოციალურ-ეკონომიკური ვითარება. ბოლო პერიოდში საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. მიუხედავად ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლისა, მაინც რთული გახდა ეკონომიკურ მდგომარეობასთან გამკლავება. ქვეყანაში კვლავ მაღალია უმუშევართა რაოდენობა და დაბალია დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება.

image 2

image 3როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ჩანს, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლებთან შედარებით უმნიშვნელოდ არის შემცირებული, რაც არსებულ მდგომარეობას პრაქტიკულად ვერ აუმჯობესებს. მძიმე სოციო-ეკონომიკური გარემო ადამიანებში იწვევს უარყოფითი ემოციების დაგროვებას, იმედგაცრუებას. საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების უუნარობის გაცნობიერებას ინდივიდები მიყავს ფრუსტრაციამდე. ფრუსტრაცია-აგრესიის ჰიპოთეზის6 (დოლარდი 1939წელი)  თანახმად,  ფრუსტრაციას ძირითად შემთხვევაში აგრესიის ამა თუ იმ ფორმამდე მივყავართ.  აგრესიის ობიექტად აგრესორი ყოველთვის ირჩევს მასზე სუსტს.  სექსისტური დამოკიდებულებების მიხედვით, ქალები განიხილებიან როგორც უფრო სუსტები მამაკაცებთან შედარებით, რაც განაპირობებს აგრესიის ობიექტად მათ არჩევას.

ქვეყანაში მძიმე სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მნიშვნელოვნად შეამცირებს აგრესიის  და ძალადობის მაჩვენებელს საზოგადოებაში. ამასთანავე ხელსაყრელ პირობებს შექმნის სექსისტურ დამოკიდებულებებთან და სტერეოტიპულ შეხედულებებთან  ბრძოლისათვის. სტერეოტიპებთან ბრძოლა  უპირველეს ყოვლისა საზოგადოების სწორი ინფორმირებით უნდა დაიწყოს. ინფორმირებულ საზოგადოებას, სტაბილურ სოციო-ეკონომიკურ პირობებში შესწევს უნარი წინ აღუდგეს ძალადობის ნებისმიერ ფორმას და შექმნას გარემო, სადაც დაცული და უზრუნველყოფილი იქნება ადამიანთა უფლებები მათი სქესის, ასაკის, სოციალური სტატუსის და ა.შ მიუხედავად.

ნაშრომი მომზადებულია პროექტის “ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება” ფარგლებში მიმდინარე ესეების კონკურსისთვის.

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ.  გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და IDFI-ის თვალსაზრისს.

IDFI_LOGO_BIGUSEmbassyseal       embassy_FLAG

This entry was posted in საჯარო დაწესებულება and tagged , . Bookmark the permalink.

One Response to სექსისტური დამოკიდებულებები და ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში

  1. Bizina Savaneli says:

    ფაქტების კვლევა ნიშნავს არა ფაქტების დადგენას (მათ შორის არა სტატისტიკას), არამედ ფაქტების სიღრმისეული მიზეზების კვლევას! . . .ჯერ კვლევის მეთოდების ანბანში გაერკვიეთ და მერე ატეხეთ აურზაური.მით უმეტეს, რომ კვლევის ეთიკური ნორმა აკადემიურობას და არა ვაი-ვიშს გულისხმობს.
    შარლატენების დოღია საქართველოში!
    Date: Fri, 6 Feb 2015 05:28:40 +0000
    To: savaneli@hotmail.com

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s