საქართველოს მთავრობის ანგარიშვალდებულების კონტროლი ფინანსთა სამინისტროს მაგალითზე

ავტორი: თეონა დაბრუნდაშვილი

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული

img

ხშირად ისმის კითხვა მოქალაქეებისაგან: „სად მიდის ჩვენი ფული?“ თუმცა მათი მხრიდან ამ მარშრუტის გარკვევის მცდელობა ძალზე მცირეა, მიუხედავად იმ ელექტრონული ინოვაციებისა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყალიბდება. წინამდებარე ნაშრომის განხილვის საგანს მოქალაქეთა მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა და ამ შესაძლებლობის გამოყენება წარმოადგენს.

ნაშრომი ეყრდნობა სამ ძირითად წყაროს:

1. ფინანსთა სამინისტროდან მიღებული საჯარო ინფორმაცია

2. ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდის მონიტორინგი

3. ფინანსთა სამინისტროს FB ჯგუფის მონიტორინგი

ფინანსთა სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პირველი პუნქტი წარმოადგენს სტატისტიკას, თუ რამდენმა მოქალაქემ მიმართა ფინანსთა სამინისტროს, გასული წლის (2014 წელი) 1 იანვრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებზე; ხოლო მეორე პუნქტი მოიცავს ინფორმაციას თუ რა დატვირთვა აქვს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ აპლიკაციას „მიიღე მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვაში“.

აღნიშნული საჯარო ინფორმაციის მოწოდებისას წამოიჭრა შემდეგი პრობლემები:
1.  არ  შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის №219 დადგენილებასა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მოთხოვნილ ვადას (10 დღე);
2.  არ იყო წარმოდგენილი ოფიციალური დოკუმენტის სახით (გამოგზავნილი იყო ელექტრონული ფოსტის ტექსტის მეშვეობით);

ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაცია მიუთითებდა, რომ მოცემული პერიოდის განმავლობაში (8 თვე) სამინისტროში სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით სულ

შესულია 17 მოთხოვნა, რაც საქართველოს 4,4 მილიონიან მოსახლეობის ფონზე ძალიან დაბალია. მოქალაქეთა ასეთი დაბალი აქტიურობა შესაძლოა გამოწვეული იყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ თავის ვებ-გვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის ამომწურაობით ან მოქალაქეთა პასიურობითა და ნაკლებად კრიტიკულობით. ასეთმა სიტუაციამ შესაძლოა სახელმწიფოს დემოკრატიული მმართველობის განვითარებას  შეუშალოს ხელი.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მოქალაქემ, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია მთავრობა, გამოიყენოს მისი სოციალური და პოლიტიკური ფუნქცია – გააკონტროლოს საჯარო უწყებები და იყოს მიმდინარე მოვლენების კურსში, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიულ მმართველობას. მოქალაქის მიერ ამ ფუნქციის განხორციელების პირველი ეტაპი კი სახელმწიფო ბიუჯეტის კონტროლია, ვინაიდან სწორედ ბიუჯეტიდან ფინანსდება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სფეროები (იქნება ეს განათლება, ჯანდაცვა თუ სხვ.) აღნიშნული პროცესები კიდევ უფრო აამაღლებს საზოგადოების მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას.

ამ პრობლემის (მოქალაქის მხრიდან ხელისუფლების საქმიანობის კონტროლის დაბალი მაჩვენებელი) გადაჭრისათვის უნდა გატარდეს მოქალაქეებში ელ-ჩართულობის ხელშემწყობი ღონისძიებები. დაინერგოს  შესაბამისი  ღონისძიებები მოქალაქიის ჩართულობის გაზრდისთვის. მაგალითად:

ყოველი 6 თვის ბოლოს ან სხვა პერიოდულობით, my.gov.ge-ზე საჯარო უწყების მიერ გამოცხადდესყველაზე აქტიური მოქალაქე (ჯანსაღი კრიტიკის ავტორი), რომელსაც შესაბამისი უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჯილდოს სახით მოუწყობს მცირე ექსკურსიას ორგანიზაციაში ან დაუფინანსებს გარკვეულ ტრენინგს;

აღნიშნული ინიციატივის დადებითი მხარე შეიძლება იყოს ის, რომ მოქალაქეები გააქტიურდებიან მთავრობის გაკონტროლების მხრივ; გაუმჯობესდება კავშირი მთავრობასა და მოქალაქეს შორის. მსგავსი ღონისძიებები აუცილებელია მოქალაქეთა გააქტიურებისათვის, რათა განვითარდეს ურთიერთობის დონე მთავრობასა და მოქალაქეებს შორის.

კვლევის პროცესში  ყურადღება მიიქცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებულმა აპლიკაციამ „მიიღე მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვაში“. იგი შესაძლებლობას აძლევს პირს განსაზღვროს მისთვის პრიორიტეტული მიმართულებები. ერთი შეხედვით, ეს აპლიკაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ელ-ჩართულობის კარგ მექანიზმად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა უწყების მოსაზრებით: „კითხვარის შედეგების გათვალიწინება ბიუჯეტის დაგეგმვისას და  გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და ვერ დაემყარება მხოლოდ ერთი კითხვარის შედეგებს, თუმცა აღნიშნული ტიპის გამოკითხვების შედეგები ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია.“

აღსანიშნავია ისიც, რომ კითხვარის ეფექტურ მუშაობას ეჭვქვეშ აყენებს რამდენიმე ფაქტორი:

1. რესპოდენტი მონაწილეობას იღებს კითხვარში, მაგრამ არ არის წინასწარი დათქმა, რომ მიღებული სტატისტიკა ბიუჯეტის დაგეგმვისას მხედველობაში მიიღება

2. მასში მოანაწილეობა 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მხოლოდ 380 რესპოდენტმა მიიღო

3. კითხვარი არ იმახსოვრებს კონკრეტული IP მისამართიდან განხორციელებულ მონაწილეობას(ერთი IP მისამართიდან იძლევა მრავალჯერადი მონაწილეობის შესაძლებლობას), არ მოითხოვს რესპოდენტის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს და შესაბამისად ერთ პირს რამდენჯერმე შეუძლია მიიღოს მონაწილეობა გამოკითხვაში.

მოცემული ფაქტორები ცხადყოფს, რომ კითხვარი ძირითადად უარყოფით დამოკიდებულებას გამოიწვევს მოქალაქეებში და ფაქტიურად არ წარმოადგენს ელ-მმართველობის ხელშეწყობის მექანიზმს.

საინტერესოა ფინანსთა სამინისტროს სოციალური ქსელის – Facebook გვერდის მონიტორინგი. აღნიშნული გვერდი ღიაა საზოგადოებისთვის, ვინაიდან პირს შეუძლია პირადი შეტყობინების გაგზავნა. თუმცა გვერდზე მოქმედებს ცენზურა, რასაც მოწმობს პოსტის ქვეშ მითითებული კომენტარების რაოდენობის შეუსაბამობა ჩამოშლილ კომენტარების რაოდენობასთან. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ შესაბამის კომენტარსა და კრიტიკაზე მყარი არგუმენტებით კონსტრუქციული პასუხის გაცემის ნაცვლად, უფრო მარტივია კომენტარის წაშლა თუ გაქრობა.

image 2 image 3

ზემოთ მითითებული პრობლემების გადასაჭრელად, საქართველოს მთავრობამ ღია მმართველობის პარტნიორობისათვის წარდგენილ სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის, უპირველესად უნდა მოახდინოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთა მხოლოდ ამ ვალდებულებით (საჯარო ინფორმაციის გაცემა) დატვირთვა (ვინაიდან ხშირ შემთხვევებში სხვა ფუნქცია-მოვალეობების მქონე პირები ითავსებენ აღნიშნულ სამუშაოს, რაც იწვევს დათქმული ვადების დარღვევას).

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მხოლოდ მთავრობის მცდელობა არ არის საკმარისი ელ-ჩართულობის განვითარებისთვის. ამისათვის აუცილებელია მოქალაქეთა მონდომება, იყვნენ მეტად ინფორმირებულნი, კრიტიკულნი და განახორციელონ საჯარო უწყებების კონტროლი, განსაკუთრებით სახელმწიფო ბიუჯეტის სფეროში, რაც სახელმწიფოს მამოძრავებელი ძალაა.

ნაშრომი მომზადებულია პროექტის “ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება” ფარგლებში მიმდინარე ესეების კონკურსისთვის.

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ.  გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და IDFI-ის თვალსაზრისს.

IDFI_LOGO_BIGUSEmbassyseal       

This entry was posted in ელ-მმართველობა, საჯარო დაწესებულება and tagged , . Bookmark the permalink.

One Response to საქართველოს მთავრობის ანგარიშვალდებულების კონტროლი ფინანსთა სამინისტროს მაგალითზე

  1. Bizina Savaneli says:

    საქართველოს მთავრობასთან მიმართებაში გირჩევთ საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე მუხლების საფუძვლით და მათზე მითითებით იმოქმედოთ, ხოლო პარლამენტს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესრულება მოსთხოვოთ.
    ამონარიდი.
    “საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც … კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას.”
    Date: Mon, 9 Feb 2015 07:52:38 +0000
    To: savaneli@hotmail.com

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s