საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტის“ მონიტორინგი

ავტორი: სალომე დავითაშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსი;

?????

სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ), მისი წილის, დასაქმების და სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით, თუმცა დღესდღეობით სოფლის მეურნეობა საქართველოში ბევრი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგას. 2005 წლიდან რეალური წარმოება  20%-ით შემცირდა, საშუალო წარმოებამ ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით იკლო.

სოფლის მაცხოვრებელთა უმრავლესობისათვის სოფლის მეურნეობა შემოსავლის ძირითადი წყაროა. სწორედ სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული მთელი სამუშაო ძალის 50%. მათი 95% კი  მცირე მეწარმეა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ძალიან მწირია.

ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობაში ხელისუფლების მიერ განხორციელებული ოპერაციები იშვიათადაა გათვლილი გრძელვადიან პერსპექტივებსა და მდგრად განვითარებაზე. გატარებული პროგრამები ხშირ შემთხვევაში არ სცილდება ჰუმანიტარული დახმარების ფორმატს,  რაც ნეგატიურ როლს ასრულებს სოფლის მეურნეობის სისტემის განვითარებასა და ფერმერთა წინაშე არსებული გამოწვევების ადეკვატურად აღქმის საქმეში.

სოფლის მეურნეობა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია. გარდამავალ ეტაპზე სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემები ამ სფეროში დასაქმებული მუშაკებს, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობის, სასოფლო-სამეურნეო წარმოების შემცირებას, მეურნეობის ახალი ორგანიზებული ფორმების შექმნას და სხვა. სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული სხვა პრობლემებია ძირითადი კაპიტალური დაბანდებების ნაკლებობა, რუსული ემბარგო ქართულ პროდუქციაზე, ნაკლებად ხელმისაწვდომი სასოფლო–სამეურნეო კრედიტები, სასოფლო–სამეურნეო სექტორში კვლევა–განათლება–გავრცელების სისტემის არარსებობა, არასათანადოდ მოქმედი მიწის ბაზარი, ირიგაციის სისტემისა და ინფრასტრუქტურის ცუდი მდგომარება და სხვა.

აღნიშნული პრობლემების გადაჭრას ემსახურებოდა 2013 წლის 27 მარტს დაწყებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი. ოფიციალური ინფორმაციით,  2013 წელს ამ პროექტის ბიუჯეტი 29 600 000 ლარით იყო განსაზღვრული. პროექტის ფარგლებში საერთო ჯამში 220 082 428 ლარის ოდენობის კრედიტია გაცემული 8052 ბენეფიციარზე. (ზემოთ მოყვანილი მონაცემები გამოქვეყნებულია 2014 წლის იანვრის თვეში ანუ მოიცავს პერიოდს 2013 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით.)

სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გამოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაში კი მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავებულია. მათი ინფორმაციით 2013 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით საერთო ჯამში ისარგებლა 3442-მა ბენეფიციარმა (როგორც ფიზიკურმა, ასევე იურიდიულმა პირმა). როგორც ვხედავთ, სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არათანმიმდევრულია.

კვლევის ფარგლებში განვახორციელეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მონიტორინგი კონკრეტული რაიონის მაგალითზე.

Capture

ახმეტის რაიონში შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გაიხსნა ღვინის ქარხანა შპს „ოროველა“. თუ ინფორმაციას ვენდობით, აქ წარმოებული ღვინის იმპორტი ხორციელდება ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით აქ საწარმოს გახსნის პირველ ეტაპზე დასაქმებულია 8 ადამიანი.

foto-page0001
თუმცა საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ უკვე სხვა დოკუმენტში („აგროკრედიტის პროექტი-ახალი საწარმოები“ ინფორმაცია შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსებული 89 ახალი საწარმოს შესახებ) საუბარია ამ საწარმოში საწყის ეტაპზე 10 ადამიანის დასაქმების შესახებ.

foto-page0002

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის შესახებ შესაძლოა ითქვას შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტის შესახებ საკმარისი ინფორმაცია, მოწოდებული ინფორმაცია გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა არაზუსტი იყოს. სამინისტროს მიერ გავრცელებული და მოწოდებული ინფორმაცია კრედიტით მოსარგებლე ბენეფიციარების რაოდენობაზე;

ქვეყანაში, სადაც სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია და მის განვითარებას ქვეყნის ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი ეკისრება, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო უნდა ავრცელებდეს ზუსტ ინფორმაციას როგორც პროგრამების, ასევე იმ შედეგების შესახებ, რომელიც პროგრამის განხორციელების შემდეგ დადგა. არ უნდა ხდებოდეს სამინისტროს მიერ განხორციელებული რომელიმე კონკრეტული პროექტის მხოლოდ პოზიტიური მხარეების წარმოჩენა.

ნაშრომი მომზადებულია პროექტის “ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება” ფარგლებში მიმდინარე ესეების კონკურსისთვის.

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ.  გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და IDFI-ის თვალსაზრისს.

IDFI_LOGO_BIGUSEmbassyseal       

This entry was posted in ელ-მმართველობა, საჯარო დაწესებულება and tagged , . Bookmark the permalink.

One Response to საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტის“ მონიტორინგი

  1. Bizina Savaneli says:

    სწორედ ამის გამო ქართველთა დემოგრაფიული კლება სრული კატასტროფის წინაშეა, ხოლო ჩვენს მიწებს თურქები, ჩინელები და ჭარბოსახლეობიანი ქვეყნებიდან უკონტროლოდ ჩამოსახლებულები ისაკუთრებენ.”სხვა რა გითხრათ, რით გაგახაროთ”.

    Date: Tue, 10 Feb 2015 05:57:58 +0000
    To: savaneli@hotmail.com

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s