ავტორი: თამთა ჭრიკიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი
საჯარო სამსახური განსაკუთრებით მოითხოვს ღიაობასა და გამჭვირვალობას, რადგან ევალება ემსახუროს საზოგადოებას და შესაბამისად, იყოს მისთვის მაქსიმალურად გახსნილი. მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესსა თუ მიმდინარე მოვლენებში, ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) არის ერთ-ერთი მექანიზმი იმისათვის, რომ მოსახლეობა ჩართული იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ამავდროულად, საჯარო სამსახურის მუშაობა გახდეს გამჭვირვალე.
ღია მმართველობის პარტნიორობას საქართველო 2011 წელს შეუერთდა და პროგრამის ფარგლებში კი საქართველომ რამდენიმე ვალდებულება აიღო. OGP-ის ფარგლებში აღებულ ვალდებულებათაგან ერთ-ერთია საჯარო სამსახურში მიღების გამჭვირვალე და მიუკერძოებელი წესების დამკვიდრება, რომლის შესრულებაზეც პასუხს საჯარო სამსახურის ბიურო აგებს.
2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით, ისეთი პრობლემები, როგორებიცაა მცირე ვადა საბუთების შესაგროვებლად ან ნეპოტიზმის განცდა, უნდა აღმოიფხვრას. პრობლემის გადაჭრა გულისხმობს რამდენიმე ეტაპს:
1. საერთაშორისო ექსპერტთა რეკომენდაციების საფუძველზე საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ კონკურსის ჩატარების წესის პროექტის მომზადება;
2. მომზადებული პროექტის შესაბამისად საჯარო სამსახურში მიღების წესების დამტკიცება;
3. დასაქმების ელ-პორტალის www.hr.gov.ge განვითარება და ახალი ფუნქციების დამატება. ჩამოთვლილ ნაბიჯთა გადადგმა გაწერილია 2014 წლის ფარგლებში.
ამჟამად არსებული მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საჯარო სამსახურის ბიუროსგან გამოვითხოვეთ შემდეგი სახის საჯარო ინფორმაცია:
1. OGP-ის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტის მიერ საჯარო სამსახურში მიღების სისტემის დახვეწასთან დაკავშირებული რეკომენდაციები;
2. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ საჯარო სამსახურში მიღების სისტემასთან დაკავშირებით მომზადებული პროექტის ანგარიში (რა ეტაპზეა იგი და როდის იგეგმება დასრულება);
3. რა ეტაპზეა საჯარო სამსახურში მიღების წესების შემუშავება და როდის იგეგმება დამტკიცება?
როგორც მიღებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, საერთაშორისო ექსპერტთა რეკომენდაციების საფუძველზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 ივნისის 412-ე დადგენილებით. გარდა ამისა, ექპერტთა რეკომენდაციებში გათვალისწინებული იყო დასაქმების პორტალის დახვეწა. განხორციელებული ცვლილებების შედეგად, შესაძლებელია ვაკანსიაზე შესული განაცხადების რაოდენობის ნახვა, რეზიუმეს რედაქტირება. შეიქმნა საიტის მობილური ვერსიაც.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საჯარო სამსახურში მიღების საკითხების მოსაწესრიგებლად, რაც ასახული იქნება ახალ კანონპროექტში „საჯარო სამსახურის შესახებ“ რომელზე მუშაობის დაწყებაც უახლოეს მომავალში იგეგმება.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს საქართველოს პარლამენტში 2014 წლის 29 ნოემბერს. ცვლილებების წარმდგენი გახლდათ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, გია ჟორჟოლიანი. რეფორმა ათ სფეროს შეეხება, რომელთა შორისაა: საჯარო სამსახურის განმარტება, საჯარო სამსხურში მიღების წესი, სწავლება, და კვალიფიკაციის ამაღლება, თანაბარი შესაძლებლობები მამაკაცებისა და ქალებისათვის და სხვ. საკომიტეტო განხილვისას, უთანხმოება გამოიწვია კანონპროექტის ხარჯვითმა ნაწილმა, რომლის მიხედვითაც, უკანონოდ გათავისუფლებულ საჯარო მოხელეს მიყენებული ზიანი მთლიანად აუნაზღაურდება.
რაც შეეხება დასაქმების ელ-პორტალს, ბოლო მონაცემებით, 190 173 მომხმარებელი ჰყავს. პორტალი საშუალებას აძლევს მომხმარებელს, იპოვოს სასურველი ვაკანსია და მიიღოს ინფორმაცია ელ-ფოსტაზე ახალი ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში. თუმცა, დახვეწას საჭიროებს შემდგომი შერჩევის ეტაპი, ისევე როგორც ვაკანსიაზე წაყენებული მოთხოვნები. ეს გულისხმობს ვაკანსიასთან მოთხოვნების მაქსიმალურად შესაბამისობაში მოსვლას, ისევე, როგორც შერჩევის პროცესის დახვეწას, რაც ახალ კანონში “საჯარო სამსახურის შესახებ” იქნება გაწერილი.
კონკურსები, რომელთაც საჯარო სექტორი აცხადებს, განსაკუთრებით იზიდავს სტუდენტებს, რომელთაც სამუშაო გამოცდილების მიღება სჭირდებათ. საინტერესოა, რა პირობებში ტარდება კონკურსები და როგორია კონკურსანტთა დამოკიდებულება.
2014 წლის 15-25 ნოემბერს, არაალბათური შერჩევის საფუძველზე (ზვავის მეთოდით) კვლევის ფარგლებში ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუ 20 სტუდენტთან სამი უნივერსიტეტიდან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (8 სტუდენტი), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (7 სტუდენტი) და საქართველოს უნივერსიტეტი (5 სტუდენტი). ნახსენებ სტუდენტებს მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული საჯარო უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსში ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, 4 მათგანი კი სტაჟირებასაც გადიოდა.
სიღრმისეული ინტერვიუს კითხვები
კვლევა მიზნად ისახავდა მათი დამოკიდებულების გაგებას საჯარო სამსახურების მიერ გამოცხადებულ კონკურსებთან დაკავშირებით, რამდენად აკმაყოფილებთ მათ პირობები და რა პრობლემებს აწყდებიან. გამოკითხული სტუდენტებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა არაფორმალური გარემო გასაუბრების დროს და დამოკიდებულება, რომელსაც პოტენციური ხელმძღვანელები იჩენენ მათდამი. თუმცა ამავდროულად,სტუდენტთა უმრავლესობა უკმაყოფილო იყო საბუთების შესაგროვებლად საჭირო ვადების სიმცირით. , რამდენიმე მათგანს დარჩა განცდა, რომ წინასწარ იყო შედეგი განსაზღვრული, ვინაიდან გასაუბრება იმაზე ბევრად ნაკლებ დროს გაგრძელდა, ვიდრე იყო გათვალისწინებული. გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა აღნიშნა, რომ მოთხოვნები ხშირად არ შეესაბამება თანამდებობას, რომლის დასაკავებლადაც გამოცხადებულია ვაკანსია.ერთ-ერთმი რესპოდენტის თქმით,მისთვის სასურველ ვაკანსიაზე დაიშვებოდა ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, თუმცა ითხოვდნენ ორწლიან სამუშაო გამოცდილებას.
მართალია, არაალბათური შერჩევა არ იძლევა რეპრეზენტაციის საშუალებას და სრულიად დასაშვებია, რომ არსებობდეს კიდევ ბევრი დადებითი და უარყოფითი ასპექტი საჯარო სამსახურის მიერ კონკურსის ჩატარებისას, თუმცა, აღნიშნული მიზნობრივი შერჩევა ემსახურება ზოგადი ტენდენციის გამოკვეთას და რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემის წინ წამოწევას.
როგორც ჩანს, 2014 წლისათვის, ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები არის წინსვლა, თუმცა სტუდენტთა მიერ დასახელებული პრობლემები აქცენტირებული არ არის. საუბარია ზოგადად კონკურსის წესების დახვეწაზე, თუმცა რა იგულისხმება კონკრეტულად ან რა ასპექტებში შეიძლება ველოდოთ გაუმჯობესებას, ძნელი სათქმელია.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონპროექტის განხილვა. სასურველია, მასში უპირველეს ყოვლისა, დაკონკრეტდეს, საჯარო სამსახურში მიღების წესები. კანონის კონკრეტიზაციის საჭიროებაზე აქცენტს რესპოდენტთა უმრავლესობაც აკეთებს. ამასთანავე, რეკომენდებულია საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ფუნქციონირება, რომელიც განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაინერგა 2015-2016 აკადემიური წლისათვის. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამის იმპლემენტაცია მხოლოდ ერთი აკადემიური წლით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.
სასურველია, გამოიყოს მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც შეამოწმებენ როგორც გამოცხადებულ ვაკანსიასთან მოთხოვნების შესაბამისობას, ასევე, გააკონტროლებენ განაცხადის მიღების შემდგომ ეტაპებსაც, ტესტირებასა თუ გასაუბრებას. ყოველგვარ ცვლილებას საფუძვლად უნდა ედოს მიზანი – საჯარო სამსახურში მიღების წესი გახდეს უფრო ღია, ობიექტური, გამჭვირვალე და რაც მთავარია, მოქალაქეებზე ორიენტირებული.
ნაშრომი მომზადებულია პროექტის “ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება” ფარგლებში მიმდინარე ესეების კონკურსისთვის.
პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და IDFI-ის თვალსაზრისს.
ááá«ááá áááááá¨ááááá á¥áááá¥áá¡ ááá á ááááá¢áááá¨á ááᣠá¥áá áá£á á ááááááá¡ááá ááááá ááááá¨á áááá áááá¡ á¨áá á©áááá¡á áá ááááá¨áááá¡áá¡ áá£áá®á£á áááá¨á áááááááá¨áá£áá! áááá¡ á¨áá¡áá®áá á¡ááªáááá£á á¥á¡áááá¡á áá áá áá ááááááá¡ ááá¨áááááá áááááá¨áááá¡á áá áááááá¡-á¥áááá¥ááááá¡ á¬áááá¡á¬áá áá áááááááá¡ ááá¤á áá®áááááá.”áá¢áá áá¡á á¨ááá á§áááá¡á, ááááá¡á áááá¡á áááá á¬ááá á¡á¯áááá” (á®ááá®á£á á).”á¡á£ááá-áá®á£ááááá¡ á«ááááá¡á, á¡á¯ááá¡ áááááá á°ááááá¢áá á¥ááá¡áá” (áááá).
ááá¢ááá£á áá áá á£á¤á á á¤áá ááá,áá®. ááááá ááááá á©ááá ááááá áá ááááá áªáááá
Date: Wed, 11 Feb 2015 07:24:08 +0000
To: savaneli@hotmail.com
რუსეთის მხოლოდ გვარით ქართველო მსტოვრებო! რუსეთმა 1801 წელს სახელმწიფოებრიობა გაგვიუქმა, 1812 წელს – ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. ამას მოყვა 1921, 1924, 1926-1929, 1937, 1949-1951 წლების რეპრესიები, 9 მარტი, 9 აპრილი, ეროვნული ხელისუფლების დამხობა ანუ რუსეთის მიერ ფარულად ორგანიზებული სახელმწიფოებრიობის დე-ფაქტო გაუქმება, რუსეთის ”სამშვიდობო” ძალების აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩაყენება ანუ შევარდნაძის მიერ ამ რეგიონების იმპერიული რუსეთისათვის დე-ფაქტო ჩაბარება, სააკიანის მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიის აღდგენა, ენერგეტიკული სისტემის და ბუნებრივი რუსეთისათვის მიყიდვა, ზემო კოდორის დამცველთა დარბევა-განაიარაღება და მისი აფხაზეთისათვის მიერთება, ცხინვალის დაბობვა ანუ იმპერიული რუსეთისათვის ამ რეგიონების დე-იურე ჩაბარების ხელშეწყობა.
რუსეთზე ფარულად მიყიდულ სააკიანზე, მის გუნდზე და რუსეთის მიერ დარჩენილი საქართველოს ოკუპაციის ფარულ მხარდამჭერებზე დიდი მგოსნის მრავლობითში გარდასახული შემდეგი კუპლეტი ზედგამოჭრილია:
”ფარისეველნო, გაუტანელნო,
სხვასთან თავმხრელნო,
შინ ორმოს მთხრელნო,
ნაგავის მყრელნო,
თქვე ჭრელო გველნო,
რამ შეგაძულათ,
სთქვით, საქართველო?!”
აკაკი
From: savaneli@hotmail.com
To:
Subject: RE: [New post] ღია მმართველობის პარტნიორობა და ნეპოტიზმის დაძლევის მექანიზმები საჯარო დაწესებულებებში
Date: Wed, 11 Feb 2015 08:06:19 +0000
ბიძინა ივანიშვილმა ქალაქის მერი ნეპოტიზმში ანუ ქართულ რეალობასთან მიმართებაში კადრების შერჩევისა და დანიშვნისას კუთხურობაში დაადანაშაულა! ამის შესახებ სოციალურ ქსელისა და ერთი გაზეთის მეშვეობით ივანიშვილსა და თბილის-ქალაქელებს წინასწარ მრავალგზის ვაფრთხილებდი.”მტერისა შინა ყოლასა, ლომისა გზასა ზედა წოლა სჯობია” (ხალხური).”სულთა-მხუთავის ძმობასა, სჯობს კბილით ჰკვნეტდე ქვასაო” (ვაჟა).
დეტალურად და უფრო ფართოდ,იხ. დანართიგირჩევთ დანართი გაავრცელოთ
Date: Wed, 11 Feb 2015 07:24:08 +0000
To: savaneli@hotmail.com