საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდისა და Facebook გვერდის მონიტორინგი

ავტორი: თამთა ჩხაიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტიganatlebis-saministro

რამდენად ღია და სრულყოფილია იმ სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი, რომლის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფისთვის შეიძლება იყოს საინტერესო? 15-დან 65 წლამდე ასაკის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მუშაობით დაინტერესებულ პირებს ხშირად უწევთ მათთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი თუ პროფესიული განათლების შესახებ. ინფორმაციის მისაღებად კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი და Facebook გვერდი ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი გზაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, თუ რამდენად სრულყოფილია აღნიშნული სამინისტროს  ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია და ამავდროულად რა ინფორმაცია იდება სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და დაგეგმილი აქტოვობების შესახებ FB გვერდზე;

სწორედ ამიტომ,  ნაშრომი მიზნად ისახავს, გაარკვიოს რამდენად სრულყოფილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდი და რამდენად ითვალისწინებს დაინტერესებული პირებისთვის შესაბამისი პლატფორმის შექმნას. კვლევის ფარგლებში ჩატარდა აღნიშნული სამინისტროს ვებ-გვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის მონიტორინგი  იმ სერვისებისა თუ აპლიკაციების შესამოწმებლად, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. ქვემოთ თავმოყრილია  გამოკვეთილი დადებითი და უარყოფითი ტენდენციები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდი ინტერნეტ მომხმარებლებს სთავაზობს ინფორმაციას სამინისტროს მისიის, სტრუქტურის, მინისტრისა და მოადგილეების შესახებ. სამინისტროს ვებ-გვერდზე ასევე ნახავთ დეტალურ ინფორმაციას ზოგადი, უმაღლესი და პროფესიულ განათლებისა და სამინისტროს მიერ დაგეგმილი თუ განხორციელებული აქტივობების შესახებ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია ვებ-გვერდზე სრულყოფილი არ არის. მაგალითად, ყოფილ მინისტრებს შორის არ არის ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც თამარ სანიკიძემდე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ვებ-გვერდზე არ არის სპეციალური განყოფილება, სადაც მარგინალიზებული ჯგუფები შეძლებდნენ ინფორმაციის გაცნობას.

რაც შეეხება უცხო ენებს, ინფორმაციის გაცნობა მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზეა შესაძლებელი. სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულია კალენდარი, თუმცა დაგეგმილი შეხვედრების, კონფერენციებისა და სხვადასხვა აქტივობების შესახებ ინფორმაცია არ არის. ასევე არ არის ვებ-გვერდიდან სიახლეების გამოწერის შესაძლებლობა. ვერც შესაბამის სერვისს ნახავთ მოქალაქეების აზრის მიღების მარტივი ფორმებისთვის (Feedback). ვებ-გვერდზე არ არსებობს სივრცე მომხმარებლებისთვის. გვერდი არ იძლევა დარეგისტრირების/ავტორიზაციის საშუალებას. შესაბამისად, შეუძლებელია კომენტარის დაწერა.

რაც შეეხება დადებით ტენდენციებს, ვებ-გვერდზე არის სპეციალური განყოფილება სახელწოდებით „საჯარო ინფორმაცია“, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ სამართლებრივ აქტებს, ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფის შესახებ, სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებისა და სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ, ასევე სამინისტროს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ. ასევე აქ შეგვიძლია ვნახოთ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის წესები. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა საიტზე განთავსებული სპეციალური ფორმითაცაა შესაძლებელი, სადაც პირად მონაცემებთან ერთად საჭიროა განცხადების ტექსტის ატვირთვა.

ვებ-გვერდზე შევხვდებით „კონტაქტის“ განყოფილებასაც, სადაც დეტალურადაა მოცემული სამინისტროს მისამართი, ცხელი ხაზის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ბმული ონლაინ კონსულტაციისთვის. ასევე მოცემულია შიდა აუდიტის დეპარტამენტის ცხელი ხაზის ნომერი და Facebook-ზე გადასასვლელი ბმული კითხვებისთვის.

სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდს აქვს ინტეგრაცია სოციალურ ქსელებთან (Facebook, Twitter, Youtube, Flickr). ვებ-გვერდზე ასევე არის უწყების გვერდის მოწონების ფუნქცია, Facebook “Like” ღილაკის მეშვეობით.  გარდა ამისა, შესაძლებელია მომხმარებლებისთვის საინტერესო სიახლის სამინისტროს ვებ გვერდიდან საკუთარ სოციალური ქსელის გვერდზე გაზიარება. ვებ-გვერდზე არსებობს ხშირად დასმული კითხვების FAQ რუბრიკაც, სადაც მომხმარებლების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებია მოცემული.

ონლაინ დახმარების ფუნქცია შეგიძლიათ იხილოთ „კონტაქტის“ ველში ოპერატორთან დასაკავშირებლად სახელისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითებაა აუცილებელი. სამუშაო საათებში ოპერატორი დაუყონებლივ გიპასუხებთ. ტექნიკური ხარვეზის არსებობის შემთხვევაში,  მითითებულია ცხელი ხაზის ნომერი.

თუ ელ-კომუნიკაციისა და ელ-კონსულტაციის მხრივ სამინისტროს ვებ-გვერდი მეტ-ნაკლებად გამართულია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელ-გადაწყვეტილების კატეგორიაში ვერცერთ შესაბამის სერვისს ვერ ვნახავთ.

გვერდზე მიუწვდომელია გადაწყვეტილებებისა და რეგულაციების მონახაზები. არ არსებობს ფორუმი, სადაც საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები განიხილავდენ კონკრეტულ საკითხებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე ამ დროისთვის არ არის რაიმე პეტიცია ან ონლაინ კენჭისყრა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამინისტროს მთავარ გამოწვევად რჩება მოქალაქეების მეტი ჩართულობა პოლიტიკურ დისკუსიებსა და დაგეგმვის პროცესში.

რაც შეეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური Facebook გვერდს, ის  2011 წლიდან ფუნქციონირებს და გვერდზე სისტემატურად იდება ინფორმაცია განხორციელებული პროექტების შესახებ, თანდართული ფოტო თუ ვიდეომასალით.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში კვირაში რამდენჯერმე ვეცნობოდით საჭირო ინფორმაციას სამინისტროს ოფიციალურ Facebook გვერდზე, თუმცა უშუალო მონიტორინგი 1 თვე გრძელდებოდა (2014 წლის 8 დეკემბრიდან 2015 წლის 8 იანვრამდე). 2015 წლის 8 იანვრის მდგომარეობით, გვერდი  187 660 დამიანს მოსწონს. გვერდის შესახებ „საუბრობს“ (Talking about) 2 820 ადამიანი.  გვერდის პოპულარობამ 2015 წლის დასაწყისში 837 ადამიანით მოიმატა (8 იანვრის მდგომარეობით). განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გვერდზე ყველაზე მეტი აქტიურობა შეინიშნება ზაფხულში, როცა მომხმარებლები ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებულ სიახლეებს ეცნობიან, თუმცა  არანაკლები აქტიურობა შეინიშნებოდა 2014 წლის იანვარიდან მარტამდე, როცა სამინისტროს ვებ-გვერდზე დირექტორთა სასერთიფიკაციო გამოცდების შედეგები უნდა გამოქვეყნებულიყო. სექტემბერში კი ისევ იმატა რაოდენობამ, როცა მეორე ეტაპის გასაუბრებების და საბოლოო შედეგები გახდა ცნობილი.

მონიტორინგის პერიოდში Facebook გვერდთან დაკავშირებითაც გამოიკვეთა დადებითი და უარყოფითი ტენდენციები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ Facebook გვერდზე პოსტების მოწონება, გაზიარება და კომენტარის დაწერა სოციალური ქსელის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მოწონებული გვერდი. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უწყება მეტ-ნაკლებად ღიაა და კომენტარებშივე პასუხობს სხვადასხვა კითხვების ავტორებს, თუმცა, უამრავი კითხვა მაინც უპასუხოდ რჩება. ადმინისტრატორი ხშირად წერს, რომ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს.

უნდა აღინიშნოს, რომ დირექტორთა სასერთიფიკაციო გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ უამრავი ადამიანი წერდა უარყოფით კომენტარს და საუბრობდა კონკრეტული დარღვევების შესახებ, თუმცა მსგავსი კომენტარები მალევე იშლებოდა. ცენზურის ფაქტები კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უწყების ღიაობას.

ასევე უარყოფითი ტენდენცია გამოიკვეთა გვერდის ღიაობის შემოწმებისას. სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე პოსტების დაწერის საშუალება არ არის, ასევე შეუძლებელია პირადი შეტყობინების გაგზავნა, რადგან გვერდი დახურულია.  მომხმარებლები იძულებულები არიან კითხვები არათემატური ფოტოებისა თუ ინფორმაციების კომენტარებში დასვან. რამდენჯერმე გავაგზავნეთ სატესტო კითხვა გვერდის ადმინისტრატორთან: 1. როდის დანიშნავს მინისტრი დისკრეციული უფლებამოსილებით დირექტორებს დირექტორის გარეშე დარჩენილ სკოლებში? მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე.

მართალია, უწყების ოფიციალური გვერდები მეტ-ნაკლებად ინფორმაციულია, მაგრამ მოქალაქეებისთვის  ამომწურავი ინფორმაციის მიღება მათთვის საინტერესო თემებზე ხელმისაწვდომი არ არის. კონკრეტული სერვისების არარსებობა და დახურული Facebook გვერდი დაინტერესებულ პირებს არ აძლევს საშუალებას მაქსიმალურად გამოხატოს თავისი აზრი კონკრეტული საკითხების მიმართ.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების ჩართულობისთვის საჭირო პლატფორმა მინიმუმამდეა დაყვანილი. Facebook გვერდზე ცენზურის შემთხვევები კი ეჭვქვეშ აყენებს უწყების ღიაობას.

ნაშრომი მომზადებულია პროექტის “ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება” ფარგლებში მიმდინარე ესეების კონკურსისთვის.

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ.  გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და IDFI-ის თვალსაზრისს.

IDFI_LOGO_BIGUSEmbassyseal               embassy_FLAG

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება and tagged , . Bookmark the permalink.

15 Responses to საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდისა და Facebook გვერდის მონიტორინგი

  1. Bidzina says:

    The Newspaper” Republic of Georgia”, 26 March, 2014

    To the President of Republic of Georgia
    Mr. George Margvelashvili

    Copies:
    To the International and Ntional Governmental and
    Non-Governmental Organizations,
    Governments of Member States of UN, European Union,
    European Scientists

    Introduction

    Mr. President!

    The next day after your election as President, you have underlined that the post-Soviet era is ended.
    Ended or not?!
    The main reason of government’s failure, is that the government is mainly is engaged arresting of criminal gang’s members of old government, while many victims of politically persecuted by the Saakashvili’s sadistic regime are in extreme-poverty. Among them are hundreds of prominent scientists, lecturers and public figures. The classic example is the outstanding scientist, lecturer and public figure – Mr. Bidzina Savaneli, who since 1998 is persecuted on the political grounds. (At this time his pension – $ 80 and real wages in Tbilisi state University is reduced to $ 200).
    The Editorial Board of the newspaper “Republic of Georgia” completely supports his personality.
    Everyone in Georgia knows Mr. Savaneli’s academic TV speeches, which in contrast of many others, always based on the documentary materials of International Governmental and Non-Governmental Organizations. That is the reason why Mr. Savaneli’s pedagogical activities are strictly prohibited in Tbilisi State University and other Universities to this day.
    The current evidence of Mr. Savaneli’s scientific success is published in Germany his monograph: “Global Order or Global Disorder, Lambert Academic Publishing, vol.1 (31 January 2014) and vol.2 (12 February 2014), in English, Saarbrücken, Germany, 2014, in which he suggests World Peace Synergic Model towards Implementation of Plan of Mutual Dialectical Transformation of World Legal Order and World Positive Law as Guaranty of Spiral, Evolutionary and Endless Development of Humankind.
    Moreover, published in Mediterranean Journal of Social Sciences Mr. Savaneli’s article was recognized as the “Extraordinary Achievement” by the Universal Impact Factor for year 2013, as well as – “Parameters of Transformation of Space and Time in Human Being in the Light of Synergetic Theory” (see: Mediterranean Journal of Social Sciences MCSER Publishing, Rome-Italy, Vol. 5, No 27, December 2014, pp. 1746-1767).
    Before that, New York Academy of Sciences underlined that “Bidzina Savaneli is recognized as an Authority of the Philosophy of Law and founder of International Human Rights Education in Georgia. He was published the first Manual in the History of Georgia: Universal Human Rights Law.” (Excerpt from Update, New York Academy of Sciences Magazine, March, 2003, p. 14).
    Despite of above mentioned and Mr. Savaneli’s extreme poverty, being the Minister of Education and Science of Georgia you in your script-reply to Mr. Savaneli wrote: “The Ministry of Education and Science of Georgia expresses deep respect for you as a renowned scientist and prominent public figure, and we urge you to take all means to come to an agreement between universities and you.”
    The question is: What do you mean under words: “all means”(?!).
    Mr. George, obviously that it is a suspiciously hint!!!

    Guram Gogiashvili,
    Responsible editor of the Newspaper ”Republic of Georgia”

  2. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როგორც იქნა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აკადემიკოს ლადო პაპავას სახით ღირსეული რექტორი ეღირსა. მან სააკაშვილი, ლომაიასა და ხუბუას მიერ დევნილი და უმუშევარი პროფესორ-მასწავლებლებისა და მეცნიერების გარკვეული ნაწილი უნივერსიტეტს დაუბრუნა, და უფრო მეტი, მიუხედავათ რექტორის შეზღუდული უფლებამსილებისა, განათლება და სამეცნიერო კვლევა საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვა. ამან მიმალვაში მყოფი სააკაშვილი „გაანაწყენა“. სააკაშვილმა, მის მიერ დატოვებული მსტოვარი სტუდენტობის მეშვეობით უნივერსიტეტის რექტორს ამბოხი მოუწყო, რის გამო რექტორი იძულებული გახდა გადამდგარიყო.
    იმის მაგივრად, რომ რექტორისა და კანცლერის მოვალეობათა შემსრულებლებს დაწყებული რეფორმა გაეგრძელებიათ, მათ უნივერსიტეტში დაბრუნებული პროფესორ-მასწავლებლებისა და მეცნიერების დათხოვნა დაიწყეს.
    წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ამა წლის სექტემბრის დასაწყისში პროფესორ-მკვლევარის პოსტზე ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი განმიცხადეს; თანაც უარი მაშინ მითხრეს, როდესაც სხვა უნივერსიტეტებში კონკურსები დიდი ხნის დასრულებული იყო, რის გამო პენსიის ამარად დავრჩი.
    „ცუდი დროება დაგვიდგა,
    ძალიან ცუდი დარია,
    თაგვები კატებს ახრჩობენ,
    ტურამ ლომს ხელი დარია.
    ქორი დაქოჩრა ქათამმა,
    ომი შეექმნათ ცხარია,
    საგმირო“ საქმეებს სჩადის
    ინდაურების გვარია.“
    ვაჟა

  3. ხმელთაშუა ზღვის სოციალურ მეცნიერებათა ჟურნალის მთავარი რედაქტორი,
    ხმელთაშუა ზღვის სოციალურ და საგანმანათლებლო კვლევათა ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი. რომი, იტალია, ბიძინა სავანელი.
    „მტერიას შინა ყოლასა, ლომიას გზასა ზედა წოლა სჯობია“.
    ძველი ქართული
    «ეგრე მტრისა არ მეშინის, რადგან ცხადად მაწყინარობს;
    მოყვარესა-მტერსა ვუფრთხი, მემოყვრება, მოცინარობს».
    რუსთაველი

  4. Review

    On the Monograph of Dr. PhD. Professor Bidzina Savaneli:
    “The Parameters of Transformation of Space and Time in
    Human Being in the Light of the Theory of Synergetic”

    No need to be a rocket scientist to understand that at the present time, the process of self-destruction of the human civilization becomes irreversible as aggressive human impact on the planet’s ecosphere from him was too great. Obviously, such an acute crisis of civilization has arisen due to violation of the harmony between human activity processes of the evolutionary paradigm of vector life itself in its interaction with the general aspects of the laws of the Universe.
    In view of the above, it is very important to our readers the proposed monograph Prof. Bidzina V. Savaneli where affected the fundamental questions of philosophy by definition of humanity’s place in the living space of the Universe, as well in human community, trying to learn the way of the harmonious development, based on the interaction of general physical laws of the world order with positive law and legal order, and humanitarian aspects of the evolution of human civilization.
    The author, aware of the depth of the affected topics, states that he “maintained a noble purpose: to provoke their colleagues from different areas of science denser start building bridges between science and the humanities, in order to properly “fit” Humanity is in the harmony of nature.”
    The author in his work gives a general analysis of the current state of the philosophical views of physical science in understanding the concepts of space and time. It comes in a very original conclusion that “space seems like a curved spring, in which energy flows and circulates helically, and initiated core leading energy is accumulated in the axis, around which particles are spirally turbulence”. He further argues that the essence of space is a continuous and spiral process of mutual transformation of energies that has no beginning and no end, and to him nothing is added and nothing from him is unbroken. Without changing the coefficient, it pulsing constantly and irreversibly shrinks and expands. As a working hypothesis Author is proposed thesis: “In the center of the universe is located a self-governing and initial spiral galaxy.”
    The author is given as an analysis of the factors and the specific manifestations of time, depending on the condition of the space, manifestation of time’s mechanisms in biological systems, etc., that lead him to believe the applicability of “Space and Time” to nature, human being and to social relations. In addition, an analysis of interaction of synergetic and entropy leads to analyzing application of synergetic theory to the Human Being also, as well as interaction between legal order and positive law under the auspice of Basic Human Rights and Freedoms as third, leading force. In short, the authors’ model of application synergy to Human Being I find a breakthrough.
    Despite the fact that the author’s some propositions are debatable, but the above and other pioneering directions of his research to make representations to the Court of Scientists without borders, his original work is the key to a whole new world at the interface of all sciences, in particular – the Laws of Physics of inanimate nature and the Human Soul, his emotional and mental aspects of life as well as in its public relations.
    I am grateful to the author that he has opened me – as the author of the monograph “The concept of the dynamic structure of the atom in the space of potential areas” – a space of common and depth extension of the laws of nature not only in microcosm, but in the life of Humankind.
    Professor Bidzina V. Savaneli pointed us the way not in a linear arrangement of the world, assuming its single axis having a center, but on sacred geometry, which serve as the center of the linear configuration of forces forming centers outside these linear formations.
    Dr., Prof. Rahimin S. Galiev
    Grand Ph.D. IAIT (International Academy for Information Technologies)
    Senior researcher, “Mait”
    Main Scientific Area Physics: Cosmology, Quantum Mechanics, Atomic Physics, The structure and Geometry of Space.
    12/02/2016

  5. Review of the Scientific Work of
    Dr. Bidzina Savaneli
    “Transformation of Space and Time in the Human
    Science from the Viewpoint of Second Law of Thermodynamics”

    The scientific-philosophical work of Dr. Bidzina Savaneli presents the investigation of phenomena of space and time from the anthropologic point of view. The scientific inquiry encompasses the history of physics. The philosophical interpretation of spatial-temporal transformation of physical and conscious events refers to the antique philosophy (Democrit, Aristotle) and philosophies of Kant, Hegel, Leibnitz … The author rejects the classical forms of absolute space and time which presents the unchangeable volume, enveloping all the reality of spatial-temporal phenomena. He also doesn’t share the position of Kant concerning the relative character of space and time. However we would like to note that according to Kant a priori forms of space and time are relative to the human consciousness, but at the same time they go beyond human subjectivity and attach to the physical events objective nature.
    The author makes a deep insight in the theory of relativity and eventually comes to the point that velocity of light seems not to be the limit of cosmic events. We agree with this position since none of physical quantity is suitable to be the absolute limit of real phenomena.
    We are delighted with review of problems of quantum physics which increases the originality of this work. The researcher considers the “strange” quantum-physical situation, Bohr’s principle of complementarity, wave-particle duality of quantum events. Especially we would like to emphasize his understanding of principle of uncertainty by Werner Heisenberg. The author rightly believes that situation of uncertainty in quantum area serves as a basis of quantum “openness” toward the human world, toward the anthropology. We have devoted the special work to this analogy and therefore, we share the position of Dr. Bidzina Savaneli who uses the Heisenberg’s principle to rethink the problem of time and to interpret the concept of “order” in philosophy and physics. Instead of Russian and English words he introduces the Georgian word “Cesrigi”. The letter is complex, compound word denoting the synthesis of rule and row (Ces – rigi ). The row indicates the succession of events whereas the law refers to the ideal sphere, to the human consciousness. Georgian word indicates that the row as a succession of physical events is not sufficient for the order, and it needs the rule which gives to the row an ideal form. We should note here that ideal succession of physical events treats with human cognitive act and presents the self-reflective system of real events. So the order relates to the cognitive act and without human mind is senseless.
    It’s not accidental that the author considers the phenomenon of order as an ideal succession with principle of uncertainty by Heisenberg. Although the uncertainty unveils the disorder in quantum state, this disorder has positive value since it reveals the quantum state as a cognitive situation where the measurement tool plays a role of consciousness. So this disorder has a hidden connection with high-quality of ideal order, turning the quantum state of particles into cognitive situation according to the sense of Georgian word “Ces – rigi”.
    Dr. Bidzina Savaneli devotes his investigation to the problems of modern physics: development of quantum theory, cosmological models of the universe. He also reduces his ideas on the philosophical basis in the light of history of philosophy. It is important that this philosophical conception develops in the context of anthropology. Human consciousness appears to be the center of his wave-particle picture of the universe.
    He examines the collective and individual consciousness and comes to the point that the individual consciousness refers to the empirical reality and expresses the human existence according to the state “I wish”, whereas the collective mental activity relates to the transcendent-ideal sphere with responsibility “I must”. The author’s idea is that although the human mind appears to be independent from the experiment and thanks to its pure logical structure deals with “thing in itself”, it furtively takes into account the experimental data.
    The hidden, invisible bridge between pure theoretical mind and practical reason unites empirical reality with transcendent-ideal sphere and makes an opportunity to draw an analogy between physics (quantum mechanics) and anthropology.
    The ideas coming from this scientific opus reveal the burning desire of the author to rethink philosophically all the important achievements of modern physics and what are significant, in the context of anthropology.
    The researcher believes that there is a deep connection between objective reality of physical events and subjective world of human being. The wide scale of human problems (including Ethics and Jurisdiction) are considered in the harmony of scientific picture of physical world.
    Philosophical background helps him to interpret the physical problems of space and time in the light of human world, and Human dimension helps him to interpret the puzzle of time from the new point of view.
    Indeed, the domination of time upon the space means that the time, differently from the space has internal, subjective dimension which makes an opportunity to connect through the category of time the picture of physical reality with anthropological point of view.
    We highly appreciate the scientific work presented by Dr. Bidzina Savaneli. It seems to be the top point of an iceberg which alludes to the great creative work conducted by the researcher to rethink the philosophical problems of modern physics in the context of humanitarian sciences.
    Mamuka Dolidze,
    Doctor of philosophy, Professor of Tbilisi State University,
    Department of humanitarian sciences, Institute of philosophy
    03.02.2016

  6. PHYSICS . HUMAN . SOCIETY.

    THE CREATIVE TRANSFORMATION OF SYNERGY AND HOMEOSTASIS OF THE NATURE IN THE PEACEFUL DEVELOPMENT OF HUMANKIND

    BIDZINA SAVANELI

    © MCSER
    © Dr. Ph.D. Bidzina Savaneli
    ISBN 978-88-909163-9-7
    No part of this publication may be reproduces in any material
    forms without the written permission of the copyright owners.
    All rights reserved
    Rome, Italy
    2016

    Abstract
    This book is the first scholarly work on the intersection of natural, social and human Sciences, the purpose of which is to prevent global chaos and ensuring sustainable peace through the spiral transformation of synergy and homeostasis of the natural space in the peaceful development of humankind. In this regard, I propose to scientists a model that will help to solve the fundamental question: what joint measures should be taken by natural, human and social Sciences to humanize humanity.
    In General terms, proposed model is as follows. First, research encourages natural, human and social Sciences to jointly identify negative score of human activity on a planetary scale. Secondly, research draws attention to the biological mechanisms in the human body, affecting the unnatural and anti-human decision high officials of the State. Thirdly, research offers a legal model for peaceful settlement of regional conflicts, which have a tendency to turn into a global conflict. Fourthly, research suggests a synergistic model of mutual transformation of the natural normative order and artificial normative order as a guarantee of the homeostasis of humankind under the aegis of the bill of rights. Fifthly, scientific research suggests ways of overcoming institutional barriers to cooperation of representatives of natural, human and social Sciences.
    The book is based on a comparative analysis of the teachings of J. Newton, I. Kant, G. Hegel, E. Husserl, M. Planck, A. Einstein, N. Lobachevsky, N. Bohr, W. Heisenberg, B. Russell, and in legal science – A. Reinach, E. Ehrlich, G. Kelsen and G. Naneishvili. The book will serve as a fruitful source of new ideas for researchers, professionals and successful students working in the fields of physics, mathematics, biology, philosophy, anthropology, sociology, law or related fields.
    Main themes: timelessness of space and temporality of time; energy constancy, inconstancy and entropy of matter; mathematical dimensions of normative order; male’s genetics, terrorism and bioethics; harmonization of natural and human sciences; the applicability of synergetic and homeostasis of the natural space to the human society and State; rule of human rights and prevention of environmental disorders.
    bidzina.savaneli@yahoo.com

  7. Contents

    Abstract 8
    Preface 9
    Chapter I Principal Propositions 11
    Chapter II Synergistic and Homeostatic Transformations of
    Energy in the Natural Space 35
    Chapter III Mathematical Foundations of Applicability of
    Synergy and Homeostasis to Normative Systems 65
    Chapter IV Natural Normative Order and Comparison of
    Aggression of Nonhuman and Human Animals 131
    Chapter V Applicability of Synergy and Homeostasis to
    Normative Transformations in the Civil Society 157
    Chapter VI Applicability of Synergy and Homeostasis to
    Normative Transformations in the Legal Order 187
    Chapter VII Human Rights and the Applicability of
    Synergy and Homeostasis to the Statehood 247
    Chapter VIII Synergistic Method for the Providing
    Homeostasis of the Environment 275
    Reviews 315
    Bibliography 319
    Index 341

  8. Contents in Detales

    Abstract … viii
    Preface … ix

    Chapter I
    Principal Propositions
    Introduction … 12
    1. The Three Dimensions of Space … 14
    2. The Correlation between the Natural and Human Sciences … 17
    3. The Correlation between the Social Sciences and Legal Science … 19
    4. The Correlation between the Legal Order and Positive Law … 21
    5. The Crossroads of Public Legal Order and Private Legal Order … 26
    6. Synergistic Interaction and Dialectical Transformation of Legal Order and
    Positive Law … 30
    Conclusion … 33

    Chapter II
    Synergistic and Homeostatic Transformations of Energy in the Natural Space
    Introduction … 36
    1. The Concept of Space and Time … 38
    2. What Is the Relationship between Space and Energy … 43
    3. There Can Be Time “Dead”? … 51
    4. Energy and Entropy … 55

    Chapter III
    Mathematical Foundations of Applicability of Synergy and Homeostasis to the Normative Systems
    Introduction … 66
    1. Mathematical and Legal Formulas as Pure Judgments … 66
    2. Introduction to Mathematical Philosophy by Bertrand Russell … 68
    3. Mathematics and Normative Logic … 126

    Chapter IV
    Natural Normative Order and Comparison of Aggression of Nonhuman and Human Animals
    Introduction … 132
    1. Aggression between Members of the Species … 136
    2. WARFARE AND TERRORISM … 140
    3. Human’s Place in the Natural Order and the Aggressiveness of the Political Leaders … 148

    Chapter V
    Applicability Synergy and homeostasis to normative transformations in civil society
    Introduction …158
    1. Natural and Artificial Normative Orders in the Civil Society … 161
    2. Synergistic Cooperation between Natural and
    Artificial Orders in the Society … 165
    3. Practical Way to Prevent Abuse of Power … 168
    4. Homeostasis of Society and Synergy of Legal Order and Positive Law … 178

    Chapter VI
    Applicability of Synergy and Homeostasis to Normative Transformations in the Legal Order
    INTRODUCTION … 188
    Normative Power of Language and Normative Facts … 190
    The Normative Facts in the Light of the Concept of Synergism and Homeostasis … 205
    Interaction of Legal Order and Positive Law … 221
    Dialectical and Mutual Transformation of Legal Order and Positive Law … 227

    Chapter VII
    Human Rights and the Applicability of Synergy and Homeostasis in the State
    INTRODUCTION … 248
    How to Harmonize Synergistic Collaboration between Humans and the Government … 249
    Rule of Human Rights Law instead of Rule of State Law … 252
    The Applicability of Synergism to the Legal System … 263

    Chapter VIII
    Synergistic Method for the Providing Homeostasis of the Environment
    INTRODUCTION … 276
    1. The Inefficiency of Electricity and Prospects of the Daylight Energy … 280
    2. Inorganic Garbage and “Greening” of the Mode of Human Life …285
    3. Teachings of Lynn Jr. White and Peter Singer … 290
    4. The Important Legal and Ethical Aspects of Ecology … 295
    5. Five Ways to Overcoming Ecological Crisis … 310

    Reviews … 315
    Bibliography … 319
    Index … 341

  9. „ცუდი დროება დაგვიდგა,
    ძალიან ცუდი დარია,
    თაგვები კატებს ახრჩობენ,
    ტურამ ლომს ხელი დარია.
    ქორი დაქოჩრა ქათამმა,
    ომი შეექმნათ ცხარია,
    საგმირო“ საქმეებს სჩადის
    ინდაურების გვარია.“
    ვაჟა

  10. გურჯის სული ესტეტიურ სახებში განფენილი.
    ისტორიულად აღმოსავლური ერები კავკასიას გურჯისტანად
    ანუ მგლების ქვეყანად მოიხსენიებენ.
    (იხ. აკადემიკოს ელგუჯა ხინთიბიძის ნაშრომები).
    სხვათ შორის, ჩეჩნების დროშაზე მგელი იყო და მგონი არის გამოსახული.
    ყველა ცოცხალი არსებისაგან, მათ შორის ადამიანისაგან, განსხვავებით მგელი სისხლით ნათესავთან
    სქესობრივ კავშირს არ ამყარებს, მით უმეტეს თავისი სქესის წარმომადგენელთან.
    ეს არის გენეტიკურად დადასტურებული ფაქტი და არა თეორია.

  11. “We Are Taught to Join the Universal
    Order of Orders.” Shota Rustaveli (XII c.)
    “Nature gave birth to a woman and a man,
    but not woman and woman, and man and man.” Gurji (2013)
    “Humankind is the Unity of Womankind and
    Mankind. Womankind does not Needs Changes but
    Mankind Needs. Marriage between Men Prove that
    Mankind is Sick.” Gurji (2012)

  12. Sincerely, Bidzina Savaneli, PhD., DR., Member of International Scientific Council of Mediterranean Center of Social and Educational Research, Scientific Coordinator and Editor in Chief of Mediterranean Journal of Social Sciences. Rome, Italy. “Bidzina Savaneli is recognized as an authority of the Philosophy of Law and founder of International Human Rights Education in Georgia. He was published the first Manual in the History of Georgia: Universal Human Rights Law.” Update, New York Academy of Sciences Magazine, March, 2003, p. 14).”Dear Professor Savaneli! Thank you very much for your summary about “The Theory of Spirally and Endlessly Development of Mutual-Transition of Positive Law and Normative Order. We are glad that there is so active academic researcher on legal theory like you in Georgia! Yours sincerely, Dr. Klaus Zeleny, Hans Kelsen’s Institute, Vienna, Austria, Thu, October 8, 2009, 1:56:29 PM 20.02.08”. “Universal Impact Factor. Mediterranean Journal of Social Sciences. 2030-2117. Bidzina Savanelli. Universal Impact Factor 0.28210 for Year 2013. We Congratulate Your Extraordinary Achievement. Review Team. Universal Impact Factor”.

  13. გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა”, 26 მარტი, 2014

    საქართველოს პრეზიდენტს
    ბატონ გიორგი მარგველაშვილს

    ბატონო პრეზიდენტო,

    პრეზიდენტად არჩევის მეორე დღეს თქვენ განაცხადეთ, რომ პოსტსაბჭოთა ეპოქა დასრულდა.
    ვითომ დასრულდა?
    პოსტსაბჭოთა ეპოქის დასამთავრებლად წარუმატებელი ბრძოლის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ხელისუფლება ძირითადად დაკავებული იყო ციხეებიდან უკანონოდ დაპატიმრებულ პირთა განთავისუფლებით და ძველი ხელისუფლების კრიმინალური ბანდის წევრების დაპატიმრებით მხოლოდ, და ეს მაშინ, როდესაც ნეკროფილიის ელემენტებით გაჯერებული სააკაშვილის სადისტური რეჟიმის ციხეებს გარეთ მყოფი პოლიტიკური დევნის უთვალავი მსხვერპლი თავისი დუხჭირი მდგომარეობის გამო ფაქტიურად შინა პატიმრობაში იმყოფება. მათ შორის არის 2005 წლიდან პოლიტიკური ნიშნით დევნილი ასეულობით ღვაწლმოსილი მეცნიერი, ლექტორი და საზოგადო მოღვაწე.
    მეცნიერებისა და განათლების დარგში ხელისუფლების წარუმატებელი რეფორმის კლასიკური ნიმუშია პოლიტიკური ნიშნით მრავალწლიანი დევნის მსვერპლი – გამოჩენილი მეცნიერი, ლექტორი და საზოგადო მოღვაწე ბატონი ბიძინა სავანელი, რომლის დარღვეული უფლებებისათვის ბრძოლას გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკის” რედაქცია მხარს სრულიად უჭერს.
    ყველასათვის ცნობილია ბატონი ბიძინას მრავალწლიანი აკადემიური სატელივიზიო გამოსვლები, რაც, ბევრისაგან განსხვავებით, ყოველთვის დოკუმენტურ მასალას ეყრდნობა. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბატონ ბიძინას პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის საშუალება აღუკვეთეს.
    მეცნიერებაში ბატონი ბიძინას კიდევ ერთი დიდი წარმატების დასტურია გერმანული გამომცემლობის “ლამბერტის” მიერ დაფინანსებული, ა/წ იანვარში ინგლისურ ენაზე ორ ტომად გამოქვეყნებული ნაშრომი: “გლობალური წესრიგი თუ გლობალური უწესრიგობა”, რომელშიც განხილულია თანამედროვეობის აქტუალური პრობლემები, და შეთავაზებულია მათი გადაჭრის სინერგეტიკული მოდელი. (აღსანიშნავია, რომ გამომცემელი დასავლეთში თავისი სახსრებით ძალზე იშვიათად თუ დაბეჭდავს წიგნს).
    ბატონი ბიძინა რომ აღიარებული მეცნიერია აგრეთვე დასტურდება “სოციალურ და საგანმანათლებო კვლევათა ხმელთა-შუაზღვის სამეცნიერო ცენტრის” მიერ 2013 წლის სექტემბრის N 3 “სოციალურ მეცნიერებათა ხმელთაშუაზღვის ჟურნალში“ (რომი, იტალია) გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიის გამო „მეცნიერებაში 2013 წელს ექსტრაორდინალური მიღწევისათვის“ მის სახელზე გაცემული სიგელით, უფრო ადრე კი, მისი ნაღვაწის შესაფასებლათ ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის მიერ. მოგვყავს ტექსტი: ”ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის მოქმედი წევრი ბიძინა სავანელი აღიარებულია როგორც ავტორიტეტი სამართლის ფილოსოფიაში და ადამიანის საერთაშორისო უფლებათა განათლების დამფუძნებელი საქართველოში. მან გამოსცა საქართველოს ისტორიაში პირველი სახელმძღვანელო: ”ადამიანის საყოველთაო უფლებათა სამართალი”. (იხ. ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი ”აპდეიტ”, მარტი, 2003 წელი).
    უფრო საგანგაშო ისაა, რომ ბატონი ბიძინა სავანელის ჯერ კიდევ 2012 წლის 8 ნოემბრის განცხადებაზე თქვენ მას სრულიად მიუღებელი შემდეგი პასუხი გაუგზავნეთ: “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოხატავს რა თქვენდამი ღრმა პატივისცემას როგორც აღიარებული მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწისადმი, მოგიწოდებთ არსებული შესაძლებლობის ფარგლებში გამონახოთ ყოველნაირი საშუალება, რათა შეძლოთ ერთმანეთში მორიგება და თავიდან დაიწყოს უმაღლეს სასწავლებლებსა და თქვენს შორის თანამშრომლობა.”
    ისმის კითხვა: რას ნიშნავს “ყოველნაირი საშუალება”?! ისმის მეორე კითხვა: რას ნიშნავს “მორიგება”?
    ბატონო გიორგი, აშკარად საეჭვო მინიშნებანია!!!

    გურამ გოგიაშვილი
    “საქართველოს რესპუბლიკის” პასუხისმგებელი რედაქტორი
    ____________________________________________________________________________
    დასკვნა:
    „ჩვენისთანა ბედნიერი კიდევ არის სადმე ერი?!…“

  14. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როგორც იქნა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აკადემიკოს ლადო პაპავას სახით ღირსეული რექტორი ეღირსა. მან სააკაშვილი, ლომაიასა და ხუბუას მიერ დევნილი და უმუშევარი პროფესორ-მასწავლებლებისა და მეცნიერების გარკვეული ნაწილი უნივერსიტეტს დაუბრუნა, და უფრო მეტი, მიუხედავათ რექტორის შეზღუდული უფლებამსილებისა, განათლება და სამეცნიერო კვლევა საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვა. ამან მიმალვაში მყოფი სააკაშვილი „გაანაწყენა“. სააკაშვილმა, მის მიერ დატოვებული მსტოვარი სტუდენტობის მეშვეობით უნივერსიტეტის რექტორს ამბოხი მოუწყო, რის გამო რექტორი იძულებული გახდა გადამდგარიყო.
    იმის მაგივრად, რომ რექტორისა და კანცლერის მოვალეობათა შემსრულებლებს დაწყებული რეფორმა გაეგრძელებიათ, მათ უნივერსიტეტში დაბრუნებული პროფესორ-მასწავლებლებისა და მეცნიერების დათხოვნა დაიწყეს.
    წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ამა წლის სექტემბრის დასაწყისში პროფესორ-მკვლევარის პოსტზე ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი განმიცხადეს; თანაც უარი მაშინ მითხრეს, როდესაც სხვა უნივერსიტეტებში კონკურსები დიდი ხნის დასრულებული იყო….

    „ცუდი დროება დაგვიდგა,
    ძალიან ცუდი დარია,
    თაგვები კატებს ახრჩობენ,
    ტურამ ლომს ხელი დარია.
    ქორი დაქოჩრა ქათამმა,
    ომი შეექმნათ ცხარია,
    საგმირო“ საქმეებს სჩადის
    ინდაურების გვარია.“
    ვაჟა

  15. დასკვნა:
    „ჩვენისთანა ბედნიერი კიდევ არის სადმე ერი?!…“

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s