ადვოკატირების წარმატებული კამპანია – წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია მალე დაიწყება

ავტორი: გიორგი ჩუბინიძე

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი

muzeumi

ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეურის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვიშხეთში წლების მანძილზე ინგრევა და ნადგურდება.

პირველად დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმს, 2013 წლის თებერვალში ვეწვიეთ. ეს იყო დღე როდესაც არც სოფლად და არც ქალაქად არაფერი ხდებოდა გარდა სუსხიან ზამთარში თბილ, ან ნახევრად თბილ სახლში შეყუჟვისა და ბუხრებიდან გამომავალი კვამლისა. ეს სოფლის ჩვეულებრივი ყოფაა და ამ დღეს არც სოფელი ქვიშხეთი გამოირჩეოდა. გაპარტახებული შენობისთვის  დროს და თურმე ადამიანებსაც არაფერი დაეკლოთ. ამას დამატებული ცივი, დანგრეული და ნესტიანი ოთახები, ყველგან ბზარი და ირგვლივ დაწყობილი სათლები წვიმის წყალს მთლად რომ არ წაელეკა.

ვესაუბრეთ მუზეუმის თანამშრომლებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს მუზეუმის დაარსებაში და მის შენარჩუნებაში. ის, რაც დღეს არსებობს და რაზეც ამ მოხსენებაშია საუბარი, მათი უდიდესი დამსახურება და საოცარი ენთუზიაზმის ნაყოფია, რადგან ყოველგვარი სამუშაო პირობების გარეშე, ისინი უვლიდნენ და პატრონობდნენ მუზეუმს და მის ექსპონატებს.

პირველი რაც გავაკეთეთ იყო სტატია, რომელიც  გახდა დასაბამი ჩემთვის და სხვა ბევრი ჩემი თანამოაზრისთვის მუზეუმის რეაბილიტაციისთვის ბოლომდე გვებრძოლა. მივწერეთ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებს.

დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გვითხრა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტმა პრიორიტეტული პროექტების სია წარუდგინა, მუზეუმი კი ამ სიაში მეათე იყო, ამიტომ მუზუემის რეაბილიტაცია არ დაფინანსდებოდა. აღნიშნული თემა კვლავ მომავალი წლის მეორე ნახევრისთვის უნდა გადადებულიყო და ვინ იყო პასუხისმგებელი წმიდანის მუზეუმის მეათეხარისხოვნად დასახელებაში და რა გარანტიას გვაძლევდა რომელიმე მხარე რომ მუზეუმი მომავალ წელს მაინც იქნებოდა პრიორიტეტული. მიღებული პასუხები სტატიის სახით გავავრცელეთ.

1  4

გარკვეული დროის განმავლობაში ამ სტატიებს აქტიურად ვავრცელებდით სოციალურ ქსელში და საბოლოოდ ჟურნალ ,,კარიბჭეს“ ყურადღება მივიპყარით.  ჟურნალ ,,კარიბჭეს“ ჟურნალისტმა ქალბატონ თეა ცაგურიშვილმა ჩვენს მიერ მომზადებულ სტატიაზე დაყრდნობით თემა განავრცო და,,კარიბჭეს“ მრავალრიცხოვან მკითხველს სოციალურ ქსელსა, თუ ბეჭდურ ჟურნალში წარუდგინა. არსებული სტატია ,,კარიბჭესგან“  უამრავმა სხვა სააგენტომ გაავრცელა. სტატიები დაიწერა ,,ambebi.ge“-ზე, ,,georoyal.ge“-ზე. მკითხველის რეაქციამ არ დააყოვნა. გამოითქვა მრავალი კრიტიკული აზრი თუ შეხედულება, გავრცელდა ეპარქიათა გვერდებზეც და მნახველთა რიცხვმა 30 000-ს სულ რამდენიმე დღეში გადააჭარბა.

3

ამ მიზეზით გადავწყვიტეთ შეგვექმნა გვერდი სოციალურ ქსელში facebook-ზე სახელწოდებით „წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ინგრევა“ მუზეუმში არსებული სიტუაციის დაფიქსირება ჩვენს მეგობარ ფოტოგრაფს, არჩილ სუთიაშვილს ვთხოვეთ და მან პროფესიონალურად, დეტალურად ასახა, თუ რა მდგომარეობაშია დღეს წმიდანის სახლ-მუზეუმი. არსებული ფოტოები განვათავსეთ ჩვენს მიერ შექმნილ გვერდზე და გავუგზავნეთ სოციალურ მედიაში აქტიურად მომუშავე თითქმის ყველა საინფორმაციო სააგენტოს. ყოველივე ის, რაც აქამდე დაწერილა და გაკეთებულა განვათავსეთ გვერდზე ,,წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ინგრევა“.

ამ პერიოდის განმავლობაში სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანი ქალბატონი თამარ მიქაძე, წმიდა დიმიტრი ყიფიანის შთამომავალი, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი სახელოვანი წინაპრის ღვაწლის წარმოჩენაში და სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის იდეის განხორციელებაში. ქალბატონი თამარი აღნიშნული კამპანიის განმავლობაში გვეხმარებოდა შესაბამისი სტატიების და ინფორმაციის გავრცელებაში, გამოთქვამდა მრავალ კრიტიკულ შეფასებას და გვაწვდიდა როგორც მუზეუმის, ასევე მისი დიდი წინაპრის შესახებ მრავალ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას.

სამწუხარო ფაქტია ის, რომ საკითხით დაინტერესება არც ერთ ტრადიციულ მედიას არ გამოუთქვამს. არაერთი მცდელობის მიუხედავად არ მომზადებულა თემატური რეპორტაჟები.

ამ პერიოდის მანძილზე სოციალური მედია მოიცვა მცირე ბანერმა სადაც წმიდანის ფოტოსთან ერთად ეწერა ,,წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ინგრევა!“ ,,მუზეუმი ინგრევა!“

ზაფხულში გორში მომქმედმა ორგანიზაციამ საზოგადოებრივი კავშირი ,,მეგობრობის ხიდი – ქართლოსი“ ახალი პროექტი წამოიწყო. აქ გაერთიანებულმა ახალგაზრდებმა ერთ-ერთ მისიად დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის აღსრულების იდეა დავისახეთ და გადავწყვიტეთ დასუფთავების აქციით დაგვეწყო.  იმ გარემოების გარდა, რომ მუზეუმი ინგრევა, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია არ კონტროლდება დაცვის სამსახურის მიერ. შესაბამისად მუზეუმის ეზო მეტად მძიმე სანიტარულ მდგომარეობაში იყო. დასუფთავსების აქციის შემდეგ მოვიწვიეთ ახალგაზრდა პოეტი ქალბატონი ლელა ნინუა და მისი მეგობრები, რომლებმაც პოეზიის საღამო წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის მხარდასაჭერად მოაწყეს.

jiji

საღამოს მრავალ სტუმართან ერთად ეწვივნენ სასულერო და საერო ხელისუფლების წარმომადგენლები. სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი მეუფე სვიმეონი, მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები და წმიდა დიმიტრი ყიფიანის შთამომავალი ქალბატონი თამარ მიქაძე.

საღამოზე ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა  წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნა, რომ აქამდე სოციალურ ქსელში გავრცელებული შენიშვნები მუნიციპალიტეტის მისამართით ნაწილობრივ სიმართლეს არ შეესაბამებოდა მაგრამ ჩვენმა (ახალგაზრდების) მუშაობამ შედეგი გამოიღო და მას დაუკავშირდნენ პრემიერ-მინისტრის აპარატიდან და გადასცეს, რომ წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყებოდა.

31 აგვისტოს ქვიშხეთში, სახლ-მუზეუმის ეზოში ჩვენი და ქალბატონ მაიკო ჯამბაზიშვილის ორგანიზებით მოეწყო ფოტოგამოფენა ,,საგანძური“ რომლის დევიზია პატრიარქის სიტყვები ,,ვიცოდეთ, რისი პატრონები ვართ!“

გეგმა და ღონისძიების იდეა კვლავ ბევრი იყო, მით უფრო რომ სატელევიზიო სეზონიც და ახალი სასწავლო წელიც იწყებოდა და ერთ დღესაც გაისმა ზარი, რომელსაც დიდი ხანია ველოდი. ეს იყო ჩემთვის გამორჩეული ლექტორი ქალბატონი როზეტა გუჯეჯიანი, რომელმაც პრემიერ-მინისტრის ფეისბუქის გვერდზე განთავსებული პოსტის შესახებ მაცნობა და მომილოცა.

ბანერზე ეწერა; ,,პრემიერ-მინისტრის ინიციატივით სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება“.

Capture

2014 წლის 13 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და კულტურათაშორისი დიალოგის ასოციაციის ინიციატივით გაიმართა წმიდა დიმიტრი ყიფიანის დაბადებიდან 200 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც სხვადასხვა საინტერესო მოხსენებებთან ერთად გაჟღერდა აქ წარმოდგენილი კამპანიის შესახებ და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მალე წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციაც დაიწყება.

საბედნიეროდ, ადვოკატირების კამპანიამ  შედეგი გამოიღოდადგინდა 2015 წლიდან მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყება. მთავარი იდეა იყო და ამ იდეისთვის ბოლომდე დახარჯვამ გაამართლა. სოციალურმა კამპანიამ, სოციალური მედიის თანადგომამ, შესაბამისმა სლოგანებმა, მრავალი ახალგაზრდის ჩართვამ და ამ იდეისთვის ბოლომდე ბრძოლამ კარგი შედეგი გამოიღო.

აღნიშნულ კამპანიაში მონაწილეობდა ,,ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობა“ და ყველა მისი წარმომადგენელი, აგრეთვე საზოგადოებრივი კავშირი მეგობრობის ხიდი – ქართლოსი“ და ახალგაზრდები, რომლებსაც უყვართ წარსული და სურთ უკეთესი მომავალი.

ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ როდის იხილავს ქართული საზოგადოება წმიდა დიმიტრი ყიფიანის რეაბილიტირებულ სახლ-მუზეუმს. ვიდრე ეს არ მოხდება ყურადღებაც არ მოდუნდება, რადგან ეს უკვე არაერთხელ ითქვა და დაიწერა. სიტყვები კი უკან ვერ ბრუნდებიან, არამედ ახალ სათქმელს ამბობენ და ახალ საქმეებს ეჭიდებიან. ჩვენც ამის იმედი ვიქონიოთ.

ნაშრომი მომზადებულია პროექტის “ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება” ფარგლებში მიმდინარე ესეების კონკურსისთვის.

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ.  გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და IDFI-ის თვალსაზრისს.

IDFI_LOGO_BIGUSEmbassyseal               embassy_FLAG

This entry was posted in საჯარო დაწესებულება and tagged , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s