განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ეფექტურობის შეფასება

ავტორი: ანა გურიელი

New Vision უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების პირველი კურსის დოქტორანტი

ganrideba

ბოლო დროს აღდგენითი მართლმსაჯულების გამოყენება მეტად პოპულარული გახდა ევროპის ქვეყნებში. 1999 წლის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციით, სახელმწიფოებმა უნდა დანერგონ მედიაცია, როგორც სერვისი სისხლის სამართლის პროცესის ყველა ეტაპზე.  აღდგენითი მართმსაჯულების ძირითადი პრინციპებია:

1. დაზარალებულისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება;

2. დამნაშავის მიერ ქცევის გამოსწორება;

3. მოქალაქეების უშუალო მონაწილეობა კრიმინალური დავების გადაწყვეტაში.

აღდგენით მართმსაჯულებას ე.წ. „ნულოვან ტოლერანტობასთან“  შედარებით ახასიათებს რიგი დადებითი შედეგები. მაგალითად:

ა) ხდება მსაჯავრდებულ პირთა რაოდენობის კლება.

ბ) ცალსახაა, რომ საქართველოს იმიჯი საერთაშორისო ასპარეზხე უმჯობესდება.

გ) ნაკლებია იმის ალბათობა, რომ სამართალდამცავთა მხრიდან მოხდეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

საქართველოში არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა, როგორც ზემოხსენებული პოლიტიკის ნაწილი, ამოქმედდა 2010 წლის 15 ნოემბერს. იგი მოიაზრება, როგორც არასრულწლოვანის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მექანიზმი. აღიარებული მიზანი გახლდათ ნასამართლევ, პირობით მსჯავრდებულ პირთა და პატიმართა რაოდენობის შემცირება, ასევე პროკურატურისა და სასამართლოს რესურსების დაზოგვა.

იდეა მდგომარეობს შემდეგში: აღნიშნული  პროგრამის ფარგლებში, დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე პროკურორს აქვს შესაძლებლობა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განარიდოს არასრულწლოვანი, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, თუ ის აღიარებს დანაშაულის ჩადენას, მზად არის აანაზღაუროს ზიანი და ბოდიში მოუხადოს დაზარალებულს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პროკურორი უკავშირდება სოციალურ მუშაკს და გადასცემს მას არასრულწლოვანის საქმეს. სოციალური მუშაკი განსაზღვრავს  თუ რომელი პირობის შესრულება იმოქმედებს დადებითად არასრულწლოვანზე და შეუწყობს ხელს მის გამოსწორებას. ამის შემდეგ, მედიაციის ფარგლებში, რაც ე.წ. აღდგენითი მართლმსაჯულების ელემენტებს მოიცავს, მხარეები შეთანხმდებიან სამოქალაქო ხელშეკრულების პირობებზე, მათ შორის არასრულწლოვანის პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების შესახებ.

ერთი შეხედვით, მოცემული პროგრამა კეთილშობილური იდეის მატარებელია. ცხადია საზოგადოების მხრიდან დასაფასებელია, როდესაც მისივე დაფინანსებით შევსებული ბიუჯეტი არასრულწლოვან პირთა კეთილდღეობას ხმარდება. სიტყვა „კეთილდღეობა“ ამ შემთხვევაში სულაც არ არის შეუსაბამო:  ნებისმიერი მოქალაქის კეთილგანწყობას დაიმსახურებს ის გარემოება, რომ  ბავშვს, რომელის ქმედების შედეგადაც  დამდგარი ზიანი შესაძლოა არც ყოფილიყო სასჯელის პროპორციული, მიეცემა გადარჩენის გზა, საშუალება დარჩეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად. არ ექნება ნასამართლევი პირის იარლიყი. აღსანიშნავია,რომ არსებული რეალობის შეფასების შედეგად დავინახავთ შემდეგს: ძირითად შემთხვევებში, სასჯელის სახით  თავისუფლების აღკვეთის შეფარდება იწვევს არა მათ  გამოსწორებას, არამედ პირიქით, ახდენს   მეტად მავნე ზეგავლენას,იწვევს ფსიქოლოგიურ ტრავმებს და სხვა.(თუმცა ეს უკვე ცალკე საკითხია და ცალკე სტატიას იმსახურებს)  ამათან,ისეთი ცნება როგორიცაა ნასამართლეობა ჩვენს რეალობაში მხოლოდ სტატუსით არ შემოიფარგლება და რიგ რეალურ პრობლემებს წარმოშობს (უმუშევრობა, საზოგადოების მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობა და სხვა).

1. პროგრამის ეფექტიანობა

ყოველივე ზემოხსენებულის მიუხედავად, აუცილებელია შეფასდეს პროგრამის ეფექტიანობა. ეფექტიანობის შეფასების კრიტერიუმები შესაძლებელია შემდეგ პუნტქებად დაიყოს:

2. პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა – როგორც აღინიშნა, პროგრამაში ჩართვა პროკურორის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს და რიგ შემთხევებში შესაძლებელია მის მიერ არ გამოიყენებოდეს ეს მექანიზმი, მიუხედავად საქმის ფორმალური შესაბამისობისა პროგრამის მიზნებთან.

3. თითოეული პირის მიმართ პროექტში ჩართულობის ხანგრძლივობა – იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ხანგრძლივობა არის შეუსაბამოდ მცირე, თითოეული პირი ვერ იღებს საჭირო დახმარებას, ბუნებრივია რომ მისი მიმდინარეობა იქნებოდა დროის გაუმართლებელი ხარჯვა. ამასთანავე აზრს მოკლებული იქნებოდა ადამიანური და ფინანსური რესურსის ამგვარად გაფლანგვაც.

4. განმეორებითი სტატისტიკ: თუ დავუშვებთ იმ გარემოებას, რომ პირი ჩაერთო პროგრამაში, თუმცა მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა განმეორებით დანაშაულის ჩადენას, პროგრამის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებიდან უმოკლეს ვადებში, ეს იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ პროგრამის მიმდინარეობა ორგანიზატორთა მხრიდან იქნა არასწორად დაგეგმილი. უარყოფითი შედეგი არ უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ დამნაშავე პირის პასუხისმგებლობას. საჭიროა საკითხის მრავალმხრივი განხილვა და პასუხისმგებლობის განაწილება.

აქვე აღსანიშნავია, რომ პასუხისმგებლობის აღება საჯარო უწყებათა მხრიდან სასურველია არა მხოლოდ წინამდებარე სტატიაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად, ნებისმიერ სხვა ქმედებებთან მიმართებით. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ის ქმედებები რომელსაც ახორციელებენ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, არის არა ვიწროდ გაგებული უფლება, არამედ მოიცავს ვალდებულებას. საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ნებისმიერი პირი ანგარიშვალდებულია მოქალაქეთა წინაშე. აუცილებელია ხდებოდეს  მათი შრომის ნაყოფიერების  შეფასება და ადეკვატური რეაგირება.

5. შინაარსობრივი მხარე – დანაშაულთა კატეგორიები (დანაშაულების სიმძიმე) რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ხდება პროგრამაში ჩართვა. აგრეთვე ის გარემოება, თუ რამდენად ინტერესდება შესაბამისი უწყება იმით, თუ რა აზრის არიან ბენეფიციარები პროგრამის ეფექტიანობაზე. მნიშვნელოვანი იქნებოდა თავად მათი, მათი ოჯახების, ისევე როგორც დაზარალებულთა გამოკითხვა. თუ ვიგულისხმებთ, რომ პროგრამა საზოგადოების კეთიდღეობას ემსახურება რატომ არ უნდა ინტერესდებოდეს მიღწეულით პროგრამის განმახორციელებელი ორგანო? მსგავსი გამოკითხვების შესახებ ინფორმაციას საჯარო უწყება ვერ გვაწვდის.

6. დაფინანსება: რა ოდენობის თანხა იხარჯება, რას ხმარდება თანხები და რამდენად არის შესაბამისობაში დახარჯული თანხის ოდენობა მიღწეულ მიზნებთან. საინტერესო იქნებოდა, შეგვედარებინა განრიდებამდე რამდენი იხარჯებოდა ამ ტიპის დანაშაულის საპასუხოდ (აქ იგულისხმება ყველა პროცედურა, მათ შორის სასჯელის მოხდის ადმინისტრირება და ასევე განმეორებითი დანაშაულისას და მასზე საპასუხოდ წარმოქმნილი საზოგადოებრივი ხარჯები) და განრიდების პროგრამის დანერგვის შემდეგ. რამდენად შედის საზოგადოების ინტერესებში ის, რომ მის მიერ შევსებული ბიუჯეტიდან კონკრეტული ოდენობის თანხის ხარჯვა ხდებოდეს კონკრეტულ პროექტზე.

ზემოაღნიშნულ კითხვებზე პასუხის გასაცემად მოხდა დაკავშირება საჯარო უწყებებთან (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს პროკურატურა). რამდენადაც ცნობილია, საქართველოს ზოგადი ადმინიცრაციული კოდექსი აწესრიგებს საჯარო ინფორმაციის მიღების საკითხებს. კერძოდ მოქმედებს შემდეგი რეგულაცია:

IDFI

კანონის გასაგები დათქმის არსებობის  მიუხედავად, საჯარო ინფორმაციის მოწოდების ვადა იქნა დარღვეული:  05.12.2014 დათარიღებულ  წერილზე პასუხი მიღებულ იქნა 29.12.2014 ში, ე.ი. 24 კალენდარული დღის შემდგომ. ხოლო შემდეგ თარიღებში გაკეთებულ განაცხადებთან მიმართებაში პასუხი მიმდინარე დრომდე (31.12.2014) არ მიღებულა: 05.12.2014; (3 წერილი )  29.10.2014 ; (1 წერილი).

მოწოდებული საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით: არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამა მოქმედებს 2010 წლის ნოემბრის თვიდან. სტატისტიკა არის შემდეგი სახის:

IDFI 1

როგორც გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე დგინდება,  სრულწლოვანთა განრიდების პროგრამა მოქმედებს 2011 წლის ნოემბრის თვიდან. დღემდე განრიდებული სრულწლოვნების რაოდენობა შეადგენს 4784-ს, საიდანაც: 2011 წელს განრიდებული იქნა –  77, 2012 წელს – 1247,  2013 წელს – 1678, 2014 წლის 11 თვის განმავლობაში (იანვარი-ნოემბერი) 1782 სრულწლოვანი.

არასრულწლოვანი პირების მიმართ განრიდება ძირითადად გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 და 177-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებზე. (21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლობის მქონე ან/და ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება და ქურდობა).

სრულწლოვანი პირების მიმართ განრიდება ძირითადად გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  177-ე,(ქურდობა) 276-ე (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების  ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე. მოცემულ შემთხვევაში საჯარო უწყების ასეთი პასუხი გულისხმობს, რომ  პროგრამა არ გამოიყენება  დანაშაულთა ფართო სპექტრის მიმართ.

თუმცა პრობლემა ამით არ შემოიფარგლება-მედიაციით დასრულებულა ისეთი შემთხვევებიც კი, რომლის დროსაც დანაშაულის არსებობა საერთოდ სადაოა. მსგავსი შემთხვევების ილუსტრაციისათვის გამოდგება შემდეგი მაგალითები:

1. არასრულწლოვანი მოდიოდა გვიან ღამით ქუჩაში, უცხო უბანში. მას თავს დაესხა ქუჩის დიდი ძაღლი, რომელიც ქვებით მოიგერია. ერთი ქვა იქვე გაჩერებულ მანქანას მოხვდა და მინა ჩაუმსხვრია. არასრულწლოვანი დაელოდა გამომვლელ პატრულს, გააჩერა და უამბო მომხდარის შესახებ.

2. არასრულწლოვანი და მისი მეგობრები გუნდაობდნენ. არასრულწლოვნის მიერ მეგობრისთვის ნასროლი გუნდა მოხვდა ავტობუსის საქარე მინას და დააზიანა. ზარალი შეადგენდა 1062 ლარს. აღნიშნულ  ქმედებას მიეცა გაუფრთხილობლობით სხვისი ნივთის დაზიანების კვალიფიკაცია.

მოცემული ორი შემთხვევის განხილვის შედეგად ისმის კითხვა, იყო თუ არა საერთოდ სახეზე დანაშაულები.  ამ კითხვაზე პასუხი იურისტთა უმრავლესობის აზრით უარყოფითია. ეს იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ პროკურორი ასეთ  შემთხვევებს შესაძლებელია მედიაციის პროგრამაში ჩართულ პირთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდისათვის იყენებდეს;

განრიდებული 715 არასრულწლოვნიდან, განრიდების ხელშეკრულების მოქმედების დროსახალი დანაშაული ჩაიდინა მხოლოდ 11-მა.
მოცემული მონაცემი კი  იძლევა პოზიტიური შეფასების საფუძველს: გამეორებითი სტატისტიკა არის ცალსახად მცირე, მიუთითებს სწორად დაგეგმილ პროცესზე, რაც თავისთავად პოზიტიურ დამოკიდებულებას იმსახურებს.

რაც შეეხება ზემოთ დასმულ სხვა  შეკითხევებს, ისეთს როგორიცაა: პროგრამაში ჩართულობის ხანგრძლივობა, აქტივობები, რასაც პროგრამა ითვალისწინებს, და ყველაზე საინტერესო – ბიუჯეტის მოცულობა, ამის თაობაზე საჯარო უწყებათა წერილობითი ინფორმაციით, სტატისტიკა  არ მოიპოვება. როგორც უკვე აღინიშნა, პროექტის შესახებ მიღებული მონაცემები ადასტურებს მის ეფექტიანობას; ამასთან, საჯარო უწყება უზრუნველყოფს კონკრეტული სიახლეების, ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას საკუთარი გვერდის მეშვეობით (http://ganrideba.ge/)  ნათლად წარმოადგენს სხვადასხვა სახის სასარგებლო ინფორმაციას, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში საზოგადოებისათვის ზემოთ დასმულ შეკითხვებზე პასუხიც იქნებოდა საინტერესო.

ნაშრომი მომზადებულია პროექტის “ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება” ფარგლებში მიმდინარე ესეების კონკურსისთვის.

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ.  გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და IDFI-ის თვალსაზრისს.

IDFI_LOGO_BIGUSEmbassyseal               embassy_FLAG

This entry was posted in განრიდებისა და მედიაციის პროგრამა, საჯარო დაწესებულება and tagged , . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s