სტუდენტები სტატუსის გარეშე

ავტორი: ნათია ხიჯაკაძე

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი

edu

,,განათლების დონის მაჩვენებელი ქვეყნის წარმატებისა და განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. რამდენადაც განათლებულია ერი, იმდენად წარმატებულია თითოეული ქვეყანა და პირიქით. განათლებული ხალხები ქმნიან ძლიერ ინსტიტუტებს, რომლებზეც, თავის მხრივ, ფუძნდება ძლიერი სახელმწიფო.“ საინტერესოა, რამდენად აქცევს  ყურადღებას სახელმწიფო მომავალი თაობის, განსაკუთრებით კი სტუდენტების განათლებას.

საქართველოში უმაღლესი განათლების მიღება მოქალაქეთა უმრავლესობისთვის პრიორიტეტულია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით,  სკოლადამთავრებულთა 75%-ზე მეტი უმაღლესში აბარებს. ბუნებრივია, რომ ამ სიტუაციაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დაფინანსებაა.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის N379  დადგენილების მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით სტუდენტებზე  სასწავლო გრანტის გაცემის წესი შეიცვალა. საქართველოს მთავრობის ახალი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, 2011 წელს, სამართლის, ჯანდაცვის, ბიზნესის ადმინისტრირების, მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტების სტუდენტებს, ეროვნული გამოცდებზე 100%-ზე ნაკლები გრანტიის მიღების შემთხვევაში,  სწავლის მთლიანი საფასურის გადახდა თავად მოუწევთ.

საქართველოს მთავრობის დადგენილება

თუ აბიტურიენტი,  კერძო სამართლის იურიდული პირის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში  100%  სახელმწიფო გრანტის  მოპოვებით გახდება სტუდენტი, სახელმწიფო  კერძო უნივერსიტეტის სწავლის საფასურის  გადახდაში, მხოლოდ 2000 ლარით მიიღებს მონაწილეობას.

დღევანდელი მონაცემებით, გაურკვეველია საქართველოში ფინანსური დავალიანების გამო, სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით სტატუსი შეჩერებული აქვს 11 000 სტუდენტს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით – 38000, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების „ ინფორმაციით – 42 395 ტუდენტს ხოლო  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისმონაცემებით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა 33 575–ია,რაც   წერილობით დაადასტურა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა. ეს ციფრი, წინა წლებთან შედარებით, თითქმის სამჯერ არის გაზრდილი. აღნიშნა „საზოგადოებრივი ინიციატივისა“ და „სტუდენტური ომბუდსმენის“ წარმომადგენელმა ვასო ურუშაძემ.

საყურადღებოა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი, მაშინ 11 000 სტუდენტს ჰქონდა სტატუსი შეჩერებული, იმართებოდა საპროტესტო აქციები, სტატუსის აღდგენის მოთხოვნით. მაშინდელი ოპოზიციური ძალების ლიდერები ხელისუფლებას სდებდნენ ბრალს და ამ პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას ითხოვდნენ. ამჟამინდელი მმართველი გუნდის, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება   სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენა და ფინანსური დავალიანების დაფარვა გახლდათ.

კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა

2012 წლის დეკემბერში „ტაბულისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განათლების მაშინდელი მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ამბობს: „უფასო არანაირი განათლება არ შეიძლება იყოს. ჩვენ სახელმწიფო უნივერსიტეტებს გრანტის ფარგლებში ვაძლევდით 2250 ლარს და ვიღებდით რაღაც ტიპის განათლებას. ამ ზღვარის დაწევა და მოლოდინი, რომ უკეთეს განათლებას მივიღებთ, არის საბაზრო აბსურდი.“

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „საზოგადოებრივ ინიციატივასა“ და „სტუდენტურ ომბუდსმენს“ მიაჩნია, რომ  სტატუსშეჩერებული სტუდენტების დღევანდელი მონაცემები  საკმაოდ საგანგაშოა. მათი ინფორმაციით, მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტატუსი შეუჩერდა 6598 სტუდენტს, რაც ნიშნავს, რომთითქმის ყოველ მესამე სტუდენტს აქვს სტატუსი შეჩერებული.

ფაქტია, რომ სტუდენტებისა და მათი ოჯახების სწავლის საფასურის გადამხდელუნარიანობა შეუსაბამოა სწავლის ღირებულებასთან და ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან შეფარდებაში. ისინი აპირებენ, მიმართონ ხელისუფლებას, დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და იპოვონ გამოსავალი აღნიშნული სიტუაციიდან.

სამინისტრომ  შეღავათები დააწესა მათთვის, ვინც გასულ წელს ჩააბარა ან შემდგომში აპირებს უმაღლესი განათლების მიღებას. ის მათ სრულად დაფინანსებულ 14 სპეციალობასა და დანარჩენ მიმართულებებზე  სრული და ნაწილობრივი დაფინანსების სისტემას სთავაზობს. მიუხედავად  ამისა მაინც გაურკველ მდგომარეობაში რჩებიან სტუდენტები, რომელთაც სტატუსი აქვს შეჩერებული.

1. 10.13 მონაცემებით – სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა იყო -28 055

2. 02.14 მონაცემებით – სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა არის – 33575. ერთ სემესტრში ასეთი ზრდა საგანგაშოა – 5520 სტუდენტს შეუჩერდა სტატუსი. მაშინ როცა 2012 პირველ ოქტომბრამდე სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ჰქონდა 11 000- ზე მეტ სტუდენტს.იმ სტუდენტების რიცხვი ვისაც უშუალოდ ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული სტატუსი არის – 11685. მაშინ როდესაც ოქტომბერში იყო – 8304;

დაფინანსებული  სტუდენტების რაოდენობა არ გაიზარდა თანხის ზრდის პროპორციულად. წინა წელს დაახლოებით 9 მლნ. ლარით ფინანსდებოდა გრანტის სხვადასხვა ოდენობით 8000-მდე სტუდენტი. 2013-14 სასწავლო წელს დაფინანსება გაიზარდა დაახლოებით 10 მლნ. მაგრამ გრანტიანი სტუდენტების რაოდენობა დღეისათვის არის მხოლოდ 9100. როპორცია არაადექვატურია და უსამართლოა, სხვა სტუდენტების მიმართ.

გარდა იმისა, რომ დაზარალდნენ სტუდენტები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს  ერთი წლის განმავლობაში დააკლდა დაახლოვებით – 40-დან 50 მლნ ლარამდე.

olo

საინტერესოა, რა მდგომარეობაა სხვა ქვეყნებში განათლების დაფინანსების მხრივ. სკანდინავიურ ქვეყნებში, სადაც გადასახადების პროგრესული სისტემა მოქმედებს, უმაღლესი განათლების საფასურს სტუდენტები არ იხდიან. აშშ-ში, კორეასა და ჩილეში საშუალო  სწავლების საფასური წელიწადში 5000 დოლარს აღემატება. ევროპის ქვეყნებიდან 1500  დოლარზე მეტი სწავლების გადასახადი მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში, ნიდერლანდებსა და სლოვაკეთის რესპუბლიკაშია.

საქართველოში სწავლის საფასური როგორც საჯარო, ასევე კერძო დაწესებულებებში საკმაოდ მაღალია განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. ბოლო წლებში საჯარო სასწავლებლებში გაიზარდა სწავლის საფასური და მაქსიმალურმა საფასურმა 2012 წელს 2250 ლარი შეადგინა. კერძო სასწავლებლებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დიდია და საშუალოდ 73%-ს უტოლდება. როგორც ცხრილიდან ჩანს, საქართველო უნივერსიტეტებში სწავლების ყველაზე მაღალსაფასურიან ქვეყანათა ჯგუფს  მიეკუთვნება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2014 წლის განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროსთვის გამოიყო  754,3 მლნ ლარი ანუ  8,3%.  აქედან სტუდენტების სასწავლო და სამაგისტრო გრანტებისთვის გამოიყო მხოლოდ  76.5  მლნ ლარი.

განათლების დაფინანსების პრობლემებზე  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემაც აღნიშნა ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტისას. თუმცა ამ პრობლემის მოსაგვარებლად დღემდე არანაირი გეგმა არ შემუშავებულა.

ნაშრომი მომზადებულია პროექტის “ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება” ფარგლებში მიმდინარე ესეების კონკურსისთვის.

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ.  გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და IDFI-ის თვალსაზრისს.

IDFI_LOGO_BIGUSEmbassyseal               embassy_FLAG

This entry was posted in საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, საჯარო დაწესებულება and tagged . Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s