ავტორი: ბექა მუმლაძე
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტიკური მეცნიერების მიმართულების კურსდამთავრებული
თანამედროვე სამყაროში, სადაც ძალა კვლავ აქტუალურია, არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები. ჩამოყალიბებული მსოფლიოს წესრიგისა და თუნდაც ევროპის პოლიტიკური რუკის ცვლილება სამხედრო გზით დღესაც შესაძლებელია.
მოცემული რეგიონის საფრთხეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, საინტერესოა, რამდენად დაცულია დღეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოება, რამდენად ადეკვატურად პასუხობს საქართველოს შეიარაღებული ძალების სიძლიერე ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს და არის თუ არა სახელმწიფოს პრიორიტეტი დღეს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, რა ნაბიჯები იდგმებოდა ამ კუთხით უახლოესი წლების განმავლობაში, და განვითარების რა ტენდენციები შეინიშნება.
სახელმწიფოსთვის თავდაცვის სფეროს პრიორიტეტულობის საუკეთესო ინდიკატორი მისი დაფინანსებაა: თავდაცვისთვის გამოყოფილმა თანხებმა მაქსიმუმს 2008 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ მთლიანი შიდა პროდუქტის 8%, 1.5 მილიარდი ლარი დახარჯა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ქვეყნის მშპ თითქმის გაორმაგდა, თავდაცვაზე გამოყოფილმა თანხებმა დღემდე 57%–ით იკლო. 2015 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტი 640 მილიონ ლარს შეადგენს, აქედან 63% მხოლოდ მომსახურე პერსონალის ხელფასებზე მოდის. ეს საგრძნობლად ზღუდავს ბიუჯეტის ისეთ მნიშვნელოვანი სეგმენტების მოცულობას, როგორებიცაა სამხედრო შესყიდვები, ოპერაცია და მხარდაჭერა, ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი
2009 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხების განუხრელი კლების შედეგია, რომ ამ დროიდან მოყოლებული საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამედროვე იარაღით აღჭურვა ფაქტიურად შეჩერებულია. ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური ხარჯების გასტუმრებას ხმარდება, (ხელფასები, საყოფაცხოვრებო პირობები, ჯანდაცვა, ა.შ.), შესყიდვებზე კი მისი მხოლოდ ერთეული პროცენტი მოდის (2013 წელს 2,1%, 2014 წელს 3%). 2007–2008 წლებში იმავე ბიუჯეტის შესყიდვების პროცენტული წილი გაცილებით მაღალი იყო.
სამხედრო–ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი წუხილს გამოთქვამს, რომ სახელმწიფომ 2007-2008 წლებში უპრეცედენტოდ გაზრდილი ბიუჯეტის უფრო რაციონალურად გამოყენების შანსი დაკარგა, თანხები არაგონივრულად დაიხარჯა, შესყიდული შეიარაღების არც თუ ისე მცირე ნაწილი კი ალაფად ჩაუვარდა მტერს გორში, სენაკსა თუ კოდორში. სამწუხაროდ, ქართულმა არმიამ ამ დრომდე ვერ აღიდგინა ომის დროს განცდილი დანაკლისი, უკანასკნელი 7 წლის მანძილზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ამის საშუალებას ნამდვილად ვერ იძლეოდა.
საინტერესოა რა ფაქტორებმა გამოიწვია თავდაცვაზე გამოყოფილი თანხების ამგვარი კლება, საფრთხეები შემცირდა თუ პრიორიტეტები შეიცვალა?! ეს კითხვა რიტორიკულია იმდენად, რამდენადაც კარგად გვესმის ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები და გამოწვევები:ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია, რუსულ სამხედრო ბაზებს, რომლებიც ქვეყნის შუაგულშია დისლოცირებული, ნებისმიერ დროს შეუძლიათ ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედება. სეპარატისტული რეგიონების ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით ენგურჰესსა და თრუსოს ხეობაზე გამოთქვამენ პრეტენზიებს. უკრაინის კრიზისმა კი გვაჩვენა, რომ რუსული აგრესიის შეჩერება საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ჩართულობითაც კი ვერ ხერხდება. 1994 წლის 5 დეკემბრის ბუდაპეშტის ხელშეკრულებით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტორი არღვევს მის ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის დაცვა კი მხოლოდ შეიარაღებული ძალების იმედად რჩება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ახლა ყალიბდება.
დღეს საქართველოს ტერიტორიებზე განთავსებულ რუსულ მე–7 და მე–4 საოკუპაციო ბაზებზე არსებული შეიარაღება საკმარისია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მისაყენებლად. ტაქტიკურ–ბალისტიკურ სარაკეტო კომპლექსს „ტოჩკა უ”-ს (მობილური სარაკეტო სისტემა, რომელიც გამოიყენება მოწინააღმდეგის სიღრმეში მნიშვნელოვანი ტაქტიკური მიზნების გასანადგურებლად. მახასიათებლები: სროლის მაქსიმალური მანძილი–120კმ. რაკეტის სიჩქარე 1800მ/წ, რაკეტის საბრძოლო ქობინის მასა–482კგ), შორი მოქმედების ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას “სმერჩ”-ს (ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, ერთ–ერთი საუკეთესოა თავის კლასში. მახასითებლები: სრული ზალპის ხანგრძლივობა 40 წამი, რაკეტების რაოდენობა 12, კალიბრი–300მმ, სროლის მაქსიმალური მანძილი 90კმ), ასევე რუსული შორი მოქმედების ოპერატიულ–სარაკეტო კომპლექსს „ისკანდერ მ“-ს (ზუსტი და ძლიერი სარაკეტო კომპლექსია: გამშვები მანქანა აღჭურვილია 2 ბალისტიკური რაკეტით, რაკეტის სიგრძე: 7,2მ, სროლის მაქსიმალური მანძილი 500კმ, რაკეტის სიჩქარე 2100მ/წ, საბრძოლო ქობინის მასა 480კგ. მიზანში მოხვედრის წრიული ცდომილება 5მ. კასეტურ, მსხვრევად–ფუგასურ და სხვა საბრძოლო ქობინთან ერთად რაკეტის აღჭურვა შესაძლებელია ატომური ქობინით) კრასნოდარის მხრიდან და საბრძოლო ავიაციას სახმელეთო ოპერაციის ჩატარების გარეშე შეუძლიათ საქართველოს სტრატეგიული წერტილებისთვის უმძიმესი დარტყმის მიყენება.
მეორე მხრივ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნია ტექნიკური საშუალებები ამ საფრთხის სრულად ან ნაწილობრივ გასანეიტრალებლად. საქართველოს არ გააჩნია რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები, ქართული საარტილერიო საშუალებების სროლის მაქსიმალური დიაპაზონი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მოწინააღმდეგისას, საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელთ არსებული საშუალო და მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემები (შეზღუდული რაოდენობით) ვერ უზრუნველყოფს რუსული საბრძოლო ავიაციის მასირებული შეტევისგან ქართული ცის ეფექტურ დაცვას.
მე–7 და მე–4 საუკუპაციო ბაზებზე ასევე განთავსებულია თანამედროვე რუსული ჯავშანტექნიკა, მათ შორის უახლესი მთავარი საბრძოლო ტანკი „ტ–90“, საქართველოს შეიარაღებული ძალების კუთვნილებაში არსებული ანტისატანკო სისტემები („რპგ–7“, „რპგ–18“, „ფაგოტი“) არაეფექტური იარაღია ამ უკანასკნელის შესაჩერებლად. საქართველოს არც ზღვიდან მომავალ აგრესიაზე შეუძლია პასუხის გაცემა, საქართველო ერთადერთია შავი ზღვის აუზში, რომელსაც სამხედრო საზღვაო ძალები საერთოდ არ ჰყავს და სანაპირო ზოლის დაცვა მთლიანად შსს–ს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის რამდენიმე საპატრულო კატარღის იმედათაა. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალია საკუთარ წიგნში იხსენებს. „როდესაც ყველა მეკითხებოდა, რამდენი თვითმფრინავის ჩამოგდება შეგვიძლია, მე გულში ყოველთვის ვიმეორებდი: არცერთი გემის ჩაძირვა არ შეგვიძლია.“
საქართველოს ხელისუფლებაც და გენერალური შტაბიც კარგად უნდა აცნობიერებდნენ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების კუთვნილებაში ამჟამად არსებული საცეცხლე–ტექნიკური საშუალებები, შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა, სამხედრო რეზერვის არარსებობა, ვერ იძლევა ქვეყნის დაცვისა და უსაფრთხოების გარანტიებს, თუმცა სიტუაციის გამოსწორებისკენ გადადგმულ ქმედით ნაბიჯებს სამწუხაროდ ვერ ვხედავთ.
ერთადერთი, რაზეც უახლოეს პერიოდში აქტიურად საუბრობენ, არანაკლებ პრიორიტეტულ მიმართულებას, შვეულმფრენთა პარკის განახლებას ეხება. ამ მხრივ მდგომარეობა ნამდვილად სავალალოა. სამხედრო–ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ ინფორმაციით, დღეს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული არც ერთი Ми-8 ტიპის სატრანსპორტო შვეულმფრენი საფრენად არ გამოდგება. იგივე მდგომარეობაა საბრძოლო Ми-24 ტიპის შვეულმფრენებთან დაკავშირებით, რომელთაც ასევე სჭირდებათ კაპიტალური რემონტი. ქართული სამხედრო ავიაცია ვიეტნამის ომის დროინდელი რამდენიმე სატრანპორტო UH-1H “იროკეზის“იმედად დარჩა, რომლებიც აშშ–მ და თურქეთმა 2001–2002 წლებში გადმოსცა ქართულ მხარეს საჩუქრად. რაც შეეხება წინა ხელისუფლების დროს შეძენილ სამ ფრანგულ „სუპერპუმას“, 2013 წელს ისინი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადაიყვანეს და დღემდე უმოქმედოდ დგანან მყიდველის მოლოდინში, ალექსეევკის ბაზაზე, სასაზღვრო პოლიციის საშვეულმფრენო ესკადრილიის ტერიტორიაზე.
საქართველოსთვის, როგორც მთაგორიანი რელიეფის ქვეყნისთვის, შვეულმფრენებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწრაფი რეაგირების საბრძოლო ჯგუფების გადასაყვანად. ამიტომაც ამერიკულ მხარესთან დაწყებული მოლაპარაკებები საქართველოს შვეულმფრენთა პარკის განახლების შესახებ სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. აღნიშნული მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2012 წლის იანვარში დაიწყო აშშ–სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრისას. 2014 წლის 7 სექტემბერს კი აშშ–ს თავდაცვის მდივნის ჩაკ ჰეიგელის ვიზიტისას გაირკვა, რომ აშშ მზად იყო დახმარებოდა საქართველოს მრავალდანიშნულების შვეულმფრენ UH-60M „შავი ქორის“ გადმოცემის პროცესში. მაშინ იმედი გაჩნდა, რომ ამ საკითხში ბოლოს და ბოლოს წინ წავიწევდით, თუმცა 2015 წლის თავდაცვის ბიუჯეტის წარმოდგენისას გაირკვა, რომ ვერტმფრენების შესასყიდად თანხები გათვალისწინებული არ არის.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-კონფერენცია
„შავი ქორი“ მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო შვეულმფრენად ითვლება. იგი გამოირჩევა ციფრული ნავიგაციის თანამედროვე მოწყობილობებით, შესაბამისად, საკმაოდ ძვირიც ღირს. მას აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი დაახლოებით 15 მილიონ დოლარად ყიდულობს, საუკეთესო შემთვევაში სწორედ ამდენივე შეიძლება იყოს საქართველოსთვის გადმოსაცემი ვერტმფრენების ფასიც, ამას ემატება სათადარიგო ნაწილები და პერსონალის მომზადების ღირებულებაც, რაც საბოლოო ჯამში საშვეულმფრენო ესკადრილიის შეძენის პირობებში (მინიმუმ 10–12 საფრენი აპარატი) შესაძლოა 200 მილიონ აშშ დოლარს ასცდეს, ეს კი საქართველოს სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტისთვის არც თუ ისე მცირე თანხაა.
აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური ვებ–გვერდი
როგორც აღინიშნა, საქართველოს უახლოესი წლების ტენდენციებით ბიუჯეტი გამოკვეთილ სოციალურ მიმართულებას ატარებს. სახელმწიფო ბიუჯეტის 30% სწორედ სოციალურ ხარჯებზე მოდის, რაც თავისთავად საკმაოდ ზღუდავს სხვა სფეროების ადეკვატურ დაფინანსებას. „საქართველოს სტრატეგიული მიმოხილვა 2013–2016“ თანახმად“, თავდაცვის სამინისტროში ვარაუდობდნენ, რომ 2016 წელს თავდაცვისთვის გამოყოფილი ფინანსები 880 მილიონ ლარს მიაღწევდა, საიდანაც სამხედრო შესყიდვებზე, სამხედრო მშენებლობაზე, სამეცნიერო კვლევაზე და განვითარების ხარჯები 17%–მდე გაიზრდებოდა, პერსონალთან დაკავშირებული ხარჯები კი 59%–მდე შემცირდებოდა, თუმცა დიდი ალბათობით ეს გეგმა ვერ შესრულდება იმ მარტივი მიზეზით, რომ იმავე დოკუმენტის თანხამად, უკვე 2015 წლის ბიუჯეტი 770 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, ნაცვლად 640–ისა.
თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016
წინა და ახლანდელი ხელისუფლების მიერ პრიორიტეტების გადაფასება, უპირველესად საზოგადოების მხრიდან უსაფრთხოების სფეროს პრიორიტეტულობაზე კონსენსუსის არარსებობას უკავშირდება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაც კი სულ უფრო უკან ინაცვლებს, უმთავრეს პრიორიტეტებად მუდამ სოციალური მიმართულებები სახელდება. თუმცა უსაფრთხოება სწორედ ის სფეროა, რომელზეც შემდეგ სხვა ყველაფერი უნდა აიგოს. აშკარაა, რომ დღეს საქართველო უძლურია იმ საფრთხეებისგან თავის დასაცავად, რომელიც ასე აშკარად იკვეთება ჩვენს წინაშე. ქართული სახელმწიფოსთვის აუცილებელია ქვეყანამ მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადოს თავდაცვის სფეროში, რადგან „თავისუფლება არ არის უფასო“ და როგორც კაცობრიობის არსებობის ნებისმიერ პერიოდში, დღესაც, სახელმწიფო უსაფრთხოების ყველაზე მყარი გარანტორი სწორედ ძალაა ძალის წინააღმდეგ.
ნაშრომი მომზადებულია პროექტის “ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება” ფარგლებში მიმდინარე ესეების კონკურსისთვის.
პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და IDFI-ის თვალსაზრისს.
პასუხი კითხვაზე: “რა უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას?”
საბრალდებო დასკვნა
ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, ვმოქმედებთ რა, ჩვენს მიერ გამოცხადებული საქართველოს კონსტიტუციის, კერძოდ, მისი პრეამბული ს შესაბამისად, რომლის თანახმად ჩვენი ურყევი ნებაა დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, და საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლის შესაბამისად, რომლის ძალით საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი, საქართველოს მოღალატე მიხეილ სააკაშვილისა და მის მიერ ორგანიზებული ბანდის ნებისმიერი გზით დაკავებისა და გასამართლების მიზნით საბრალდებო დასკვნას ვაცხადებთ.
აღწერილობითი ნაწილი
_ სააკაშვილმა და მის მიერ ორგანიზებულმა ბანდამ მისი მხარდამჭერი პარლამენტის მეშვეობით საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა, რითაც საქართველოში ტირანული, ნეკროფილიის ელემენტებით გაჯერებული სადისტური და მჩაგვრელი რეჟიმი ჩამოაყალიბა.
_ სააკაშვილმა და მის მიერ ორგანიზებულმა ბანდამ მისი მხარდამჭერი საქართველოს პარლამენტისა და მისი თავმჯდომარის მიმნებებლობით ერის კუთვნილი ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკული ობიექტების უმეტესობა რუსეთს განზრახ გადასცა.
_ სააკაშვილმა და მის მიერ ორგანიზებულმა ბანდამ მისი მხარდამჭერი საქართველოს პარლამენტისა და მისი თავმჯდომარისმიმნებებლობით, კოდორის ხეობაზე შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო და ხეობის დამცველნი განაიარაღა.
_ სააკაშვილმა და მის მიერ ორგანიზებულმა ბანდამ მისი მხარდამჭერი საქართველოს პარლამენტის და მისი თავმჯდომარის მიმნებებლობით, სამხრეთ ოსეთი აღადგინა და მას ახალგორი მიუერთა.
_ სააკაშვილმა და მის მიერ ორგანიზებულმა ბანდამ მისი მხარდამჭერი საქართველოს პარლამენტისა და მისი თავმჯდომარის მიმნებებლობით, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის საბაბით ცხინვალი დაბომბა, რითაც რუსეთს ხელი შეუწყო აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის ოკუპაცია და საერთაშორისო ცნობა მოეხდინა.
_ სააკაშვილმა და მის მიერ ორგანიზებულმა ბანდამ მისი მხარდამჭერი საქართველოს პარლამენტის, მთავრობისა და უზენაესი სასამართლოს ხელშეწყობით, დაამკვიდრა ველური პრინციპი “ნულოვანი ტოლერანტობა” და “ყველანი ციხეში”.
_ სააკაშვილმა და მის მიერ ორგანიზებულმა ბანდამ მისი მხარდამჭერი საქართველოს პარლამენტის, მთავრობისა და უზენაესი სასამართლოს მიმნებებლობით, ციხეებში პატიმართა სისტემატური წამება, მკვლელობა და გაუპატიურება, ხოლო ქუჩებში მომიტინგეთა უმოწყალო ცემა და ახალგაზრდების სასტიკი მკვლელობა დაამკვიდრა.
_ სააკაშვილმა და მის მიერ ორგანიზებულმა ბანდამ მისი მხარდამჭერი საქართველოს პარლამენტის და მისი თავმჯდომარის მიმნებებლობით, საქართველოს მეზობლის ოცნების ასახდენად პარლამენტი ქუთაისში გადაიტანა.
_ სააკაშვილი და მის მიერ ორგანიზებული ბანდა საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიმნებებლობით, რუსეთზე ორიენტირებულ კუთხურ სეპარატიზმს ფარულად აღვივებდა და აღვივებს.
_ სააკაშვილმა და მის მიერ ორგანიზებულმა ბანდამ მისი მხარდამჭერი საქართველოს პარლამენტისმიმნებებლობით, თვითაღიარებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის 2012 წლამდე საქართველოსათვის საშიში მრავალი ხელშეკრულება მიაჩუმათა.
_ სააკაშვილმა და მის მიერ ორგანიზებულმა ბანდამ მისი მხარდამჭერი საქართველოს პარლამენტისა და მთავრობისმიმნებებლობით, არამართლმადიდებელ რელიგიურ ორგანიზაციებს უფლება მიანიჭა გახდენ საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის თანაბარი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
_ სააკაშვილმა და მისმა ბანდამ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ხელშეწყობით, მსოფლიოში ცნობილი ქართული სამეცნიერო სკოლები და ინსტიტუტები გააუქმა ან რეალური სამართლებრივი სტატუსის გარეშე დატოვა, რითაც მეცნიერების განვითარება საქართველოში დააბრკოლა.
_ სააკაშვილმა და მის მიერ ორგანიზებულმა ბანდამ მისი მხარდამჭერი საქართველოს პარლამენტის და მთავროების ხელშეწყობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლები დაარბია და განათლებისა და მეცნიერების 300-ზე მეტი ცნობილი მოღვაწე უმუშევარი დატოვა, რითაც მათ შორის 73-ს სიცოცხლე მოუსწრაფა.
_ სააკაშვილმა და მის მიერ ორგანიზებულმა ბანდამ მისი მხარდამჭერი საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ხელშეწყობით, ჭარბმოსახლეობიანი ქვეყნებიდან ხალხის შემოსახლება-დასახლებით და მათთვის მოქალაქეობის მინიჭებით საქართველოში დემოგრაფიული სიტუაცია მკვეთრად გააუარესა.
_ სააკაშვილმა და მის მიერ ორგანიზებულმა ბანდამ მისი მხარდამჭერი საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ხელშეწყობით, აჭარაში მეჩეთები გაამრავლა, 47 ათასი თურქი შემოასახლა, რომელთაგან 2007 -2011 წლებში 38 ათასს საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭა, მაშინ როდესაც საქართველოს კონსტიტუციის ძალით: ორმაგი მოქალაქეობა ენიჭება მხოლო იმ პირს, რომელსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის საქართველოს წინაშე. უფრო მეტი, სააკაშვილმა 2013 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქეობა თურქეთის რესპუბლიკის 935 მოქალაქეს მიანიჭა, რომელთაგან დღემდე 393-მა საქართველოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უკვე აიღო, ხოლო 2013 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულებით კონსტიტუციის გვერდის ავლით თურქეთის რესპუბლიკის 1088 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა.
_ სააკაშვილმა და მის მიერ ორგანიზებულბა ბანდამ პარლამენტის, მთავრობისა და უზენაესი სასამართლოს ევენტუალური ხელშეწყობით, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელთა გასამართლებისათვის მრავალწლიან მებრძოლ მამას – იური ვაზაგაშვილს – შვილის საფლავზე სიცოცხლე მოუსწრაფა, რითაც მსოფლიო ისტორიისათვის უცნობი და ქართველი ერის პატივისა და ღირსების შემლახავი ტერორისტული აქტი იმ მიზნით ჩაიდინა, რათა მოსახლეობა დააშინდეს და ხელისუფლება აიძულოს ესა თუ ის კანონიერი მოქმედება მათ წინააღმდეგ არ განახორციელოს.
სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააკაშვილსა და მის მიერ ორგანიზებულ ბანდას ბრალი ედება უმძიმეს დანაშაულებში.
სახელდობრ:
1. სააკაშვილმა და მის მიერ ორგანიზებულ ბანდამ მრავალგზის ხელყო ქვეყნის დამოუკიდებლობა, ერთიანობა და განუყოფლობა, რითაც სახელმწიფოს ღალატი ჩაიდინა;
2. სააკაშვილმა და მის მიერ ორგანიზებულ ბანდამ მრავალგზის ხელყო ქვეყნის მოქალაქეთა სიცოცხლე, ჯანმრთელობა, პატივი, ღირსება, სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული უფლებები, რამაც სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში საქართველოსათვის უმძიმესი შედეგები გამოიწვია.
კერძოდ:
I. სააკაშვილმა და მის მიერ ორგანიზებულ ბანდამ ჩაიდინა დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109, 144, 146, 147, 153, 154, 159, 160, 161, 162, 164, 164, 164, 181, 229, 308, 309, 310, 312, 323, 325, 332, 335, 364, 365, 408 მუხლებით.
II. სააკაშვილმა და მის მიერ ორგანიზებულ ბანდამ ჩაიდინა საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს სტატუტის მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, როგორიც არის: 1. დანაშული ადამიანურობის წინააღმდეგ ანუ “განზრახი ქმედება, როგორც მშვიდობიან მოსახლეობაზე ფართო და სისტემატურიOთავდასხმის ნაწილი, სახელდობრ: ა) მკვლელობა; ბ) ჩახოცვა; გ) მონურ მდგომარეობაში ჩაყენება; დ) დატუსაღება და ფიზიკური თავისუფლების სხვა სასტიკი ხელყოფა; ე) მამაკაცთა გაუპატიურება; ვ) სისტემატური წამება და სხვა არადამიანური აქტი, რომელიც მძიმე ტანჯვას და სხეულებრივ დაზიანებას ან სერიოზულ ზიანს აყენებს ფიზიკურ და სულიერ ჯამრთელობას.”
III. სააკაშვილმა და მის მიერ ორგანიზებულ ბანდამ ომის დანაშაული ანუ “შეირაღებული კონფლიქტის დროს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში დამკვიდრებული კანონების და ჩვეულებების სერიოზული დარღვევები“ ჩაიდინა, როგორიც არის: 1. განზრახ თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობაზე, რომელიც საომარ მოქმედებებში უშუალოდ არ მონაწილეობდა; 2. განზრახ თავდასხმა სამოქალაქო ობიექტებზე; 3. განზრახ თავდასხმა, როდესაც ცნობილია, რომ ასეთი თავდასხმა გამოიწვევს სამოქალაქო პირთა თუნდაც შემთხვევით დაღუპვას ან დაზიანებას ან სამოქალაქო ობიექტების დაზიანებას; 4. განზრახ თავდასხმა იმ ქალაქებზე, სოფლებზე, შენობებზე ან საცხოვრებლებზე და მათი დაბომბვა, რომლებიც არ წარმოადგენენ სამხედრო სამიზნეს.”
ამასთან, ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლით, საქართველოს დღევანდელ პარლამენტსა და მთავრობას თვითიმედოვნებაში, დაუდევრობასა და უმოქმედობაში ვამხელთ.
კერძოდ, საქართველოს დღევანდელ პარლამენტსა და მთავრობას ბრალს ვდებთ მასში, რომ:
1. საქართველოს პარლამენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 48, რომლის ძალით ის ვალდებული იყო და არის კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში მთავრობის საქმიანობას კონტროლი გაუწიოს.
2. საქართველოს პარლამენტმა ლუსტრაციის შესახებ კანონი არ მიიღო, მთავრობამ კი სააკაშვილისა და მის მიერ ორგანიზებული ბანდის უკანონო ბრძანებათა აღმსრულებლები თანამდებობზე დატოვა და სააკაშვილისა და მის მიერ ორგანიზებული ბანდის მსტოვრებთან კოჰაბიტაციაში შევიდა, რამაც საბოლოო ჯამში საქართველოს მოქალაქეთა პირადი, სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების ხელყოფა გამოიწვია.
3. საქართველოს დღევანდელი პარლამენტი და მთავრობა თავისი თვითიმედოვნებით, დაუდევრობითა და უმოქმედობით სააკაშვილისა და მის მიერ ორგანიზებული დანაშაულებრივი ბანდის მიერ შინა და გარე მტრების ხელშეწყობით საქართველოს დამანგრეველი, სადისტური, ნეკროფილიის ელემენტებით გაჯერებული რეჟიმის აღორძინებას უნებლიედ ხელს უწყობს.
ხელმომწერთა სია
სახელი/გვარი ორგანიზაცია/პირი ხელმოწერა
ეროვნებაგარეცხილ სააკიანსა, მის გუნდზე და მათ ფარულ თუ ღია მხარდამჭერებზე
დიდი მგოსნის მრავლობითში გარდასახული კუპლეტი ზედგამოჭრილია:
”ფარისეველნო, გაუტანელნო,
სხვასთან თავმხრელნო,
შინ ორმოს მთხრელნო,
ნაგავის მყრელნო,
თქვე ჭრელო გველნო,
რამ შეგაძულათ,
სთქვით, საქართველო?!”
აკაკი
„მტერიას შინა ყოლასა, ლომიას გზასა წოლა სჯობია“
ქართული ხალხური
saakshvilma damdvilad cudi saqmeebi chaidina tumca kvelapers mas ver davabraldebt namdvilad, axlndeli mtavrobac aranaklebs shveba batono bidzina
gmerto chemo ra savalalod gvqonia saqme, tumca tu rusttan sabrdzolvelad gvinda jari mashin arc egaa sachiro rac gvkvavs, rusets oms chven kiara amerika ver mougebs