ფულადი სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა მითები და რეალობა

ავტორი: ნინო კბილცეცხლაშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული

OK

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს მეშვეობით ქვეყანაში ხორციელდება არაერთი სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა. 2005 წლიდან დღემდე აქტუალობას არ კარგავს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორებიცაა, მაგალითად, შემწეობის მიღების უფლების მქონე სუბიექტები, ოჯახის დეკლარაცია და სოც. აგენტის სუბიექტური შეფასება, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია და სხვა.

აღნიშნული საკითხები მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება იმდენად, რამდენადაც ეხება პირებს რომლებსაც არ აქვთ ცხოვრების ღირსეული პირობები. შესაბამისად აუცილებელია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მომსახურება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და გასაგები იყოს მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენისათვის. სწორედ აღნიშნულმა ფაქტორმა განაპირობა ჩვენს მიერ ჩატარებული მონიტორინგის ძირითადი მიზანი – მოსახლეობისათვის გაწეული მომსახურების ხარისხისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეფასება.

მონიტორინგის საწყის ეტაპზე შემუშავდა კვლევის შემდეგი მეთოდოლოგია: პირველ რიგში, შესწავლილ იქნა სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდი, კერძოდ, ის თუ რამდენად შესაძლებელია მოქალაქეებისათვის ინტერნეტ გვერდის მეშვეობით ამომწურავი ინფრომაციისა თუ სიახლეების მიღება სოციალური დახმარების დანიშვნასთან დაკავშირებით. კვლევის შემდგომ ეტაპებს წარმოადგენდა სააგენტოსაგან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და ამით მათი მხრიდან კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვის შემოწმება. ჩატარებული იქნა ინტერვიუ სოციალურ აგენტთან. ყოველივე აღნიშნულის პარალელურად, ხორციელდებოდა სააგენტოს საკონტაქტო ტელეფონის მონიტორინგი, იმისათვის, რომ დაგვედგინა, რამდენად ამომწურავია ოპერატორთა პასუხები, იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ვებ-გვერდზე არ არის განთავსებული.

ვებ-გვერდის მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა შემდეგი გარემოებები: გვერდი არ შეიცავს სპეციალურ განყოფილებას მარგინალიზებული ჯგუფისათვის (უსინათლოებისა და სმენადაქვეითებული მოქალაქეებისათვის).  გვერდს არ აქვს  ონლაინ კონსულტაციისა და დახმარების, სოციალურ ქსელებზე გვერდიდან სიახლის გაზიარების და გვერდზე გამოქვეყნებული სიახლის ქვეშ კომენტარის დატოვების ფუნქციები.

   1

ამასთან აღსანიშნავია, რომ ზოგადად სააგენტოს ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზე. შესაბამისად, პირი რომელიც არ ფლობს აღნიშნულ ენებს, მოკლებულია შესაძლებლობას ვებ–გვერდის მეშვეობით გაეცნოს მისთვის საჭირო ინფორმაციას.

2

მონიტორინგისას გამოირკვა, რომ  სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ–გვერდზე საერთოდ არ არის მითითებული საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის  ვინაობა და  საკონტაქტო ინფორმაცია. საჯარო ინფორმაციის სექციაში არსებობს ცალკე გამოყოფილი განყოფილება სადაც მითითებული უნდა იყო აღნიშნული ინფორმაცია 2013/2014 წლის მონაცემებით, თუმცა ორივე მათგანი ცარიელია.

3    4

განცხადება საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით ჩვენს მიერ გაიგზავნა, კონტაქტის განყოფილებაში მითითებულ ელ-ფოსტაზე. აღსანიშნავია, რომ  სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან დაცული იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის კანონით დადგენილი გონივრული ვადა და მოწოდებული ინფორმაცია სრულად პასუხობდა ჩვენს მიერ გაგზავნილ მოთხოვნას.

6  5

სოციალური პროგრამების სექციაში რეზიუმეს სახით მოცემულია ინსტრუქცია ფულადი სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებით. კვლევისას გამოვლინდა, რომ აღნიშნული ცნობები შეიცავს გარკვეულ ნაკლოვანებებს. კერძოდ, არ არის მკაფიოდ მითითებული თუ ვის მიერ, როგორ და რა ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება ოჯახებისათვის სარეიტინგო ქულების მინიჭება; არასრულადაა აღწერილი ისეთი შემთხვევები, როდესაც არ დაიშვება საარსებო შემწეობასთან ერთად სხვა დახმარების მიღებაც; ინსტრუქციაში ცალკეა გამოყოფილი „ოჯახის უფლება – მოვალეობები“, თუმცა მასში არ არის ნახსენები ოჯახის უფლება გაასაჩივროს მისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა; გარდა აღნიშნულისა, რეზიუმეს თან არ ერთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიისა და ოჯახის დეკლარაციის თუნდაც მცირედი განმარტება.

აღნიშნული ნაკლოვანებები ხშირად მოსახლეობაში გარკვეული მითების ჩამოყალიბების  საფუძველი ხდება.  ასე, მაგალითად,  გავრცელებული აზრის თანახმად, სოციალური აგენტის ვიზიტისას მოწმდება და ქულით ფასდება ისეთი ნივთები როგორებიცაა კბილის ჯაგრისი და მაცივარში არსებული პროდუქტების სახეობა. ყურადსაღებია, რომ ეს მოსაზრება საზოგადოებაში არსებობს ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დანერგვის დღიდან.

როგორც უკვე აღინიშნა, მონიტორინგის ფარგლებში სოციალურ აგენტთან ჩაწერილი იქნა ინტერვიუ, სადაც ერთი–ერთი შეკითხვა შეეხებოდა სწორედ ამ საკითხს. სოციალური აგენტის განმარტებით, ეს ინფორმაცია არ წარმოადგენს სიმართლეს, ვინაიდან ზოგადად ოჯახის დეკლარაციაში არ აისახება არც მაცივარში არსებული პროდუქტები და არც მაგალითად, კბილის ჯაგრისი, შესაბამისად ისინი ქულითაც არ ფასდება. გარდა ამისა, აგენტის თქმით, მისი ძირითადი მოვალეობაა ოჯახის დეკლარაციის საშუალებით ოჯახში არსებული მდგომარეობის ფაქტობრივი აღწერა. სარეიტინგო ქულათა მინიჭებაში სოციალური აგენტები მონაწილეობას არ ღებულობენ. ამ პროცესს  ახორციელებს კომპიუტერული პროგრამა მეთოდოლოგიით დადგენილი ფორმულის მეშვეობით.

სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ

გარდა ზემოაღნიშნულისა, სოც. აგენტთან ინტერვიუს მიმდინარეობისას საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ოჯახების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება,  ინფორმაციის შეგროვება გარეშე პირებისაგან (მეზობლებისაგან), ბენეფიციართა განმეორებითი შემოწმება, სოც. აგენტის სუბიექტურ შეფასებასა და ოჯახის რეალურ მდგომარეობას შორის განსხვავების არსებობის ალბათობა.

ნაყოფიერი იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს საკონტაქტო ტელეფონის მონიტორინგი, რომელიც ხორციელდებოდა პირველი დეკემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით ყოველ მეორე დღეს, დღის სამივე მონაკვეთში. სულ დასმული იქნა 6 სხვადასხვა შეკითხვა. 5 მათგანზე პასუხი იყო ამომწურავი. შეკითხვები კონკრეტულ ხასიათს ატარებდა და ორიენტირებული იყო იმ ინფორმაციის მიღებაზე, რომელიც არასრულად, ან საერთოდ არ არის წარმოდგენილი სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე.

მაგალითად, შეკითხვაზე „გარდა დევნილის ყოველთვიური შემწეობისა, არსებობს, თუ არა სხვა სახის დახმარება, რომლის მიღებაც დაუშვებელია საარსებო შემწეობასთან ერთად?“ მივიღეთ შემდეგი პასუხი: თუკი პირველი ჯგუფის უსინათლოები, ან მარტოხელის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დანიშნული აქვთ ყოველთვიური დახმარება 22 ლარის ოდენობით, არჩევანს გააკეთებენ ფულადი სოციალური დახმარების სასარგებლოდ და ერთხელ უარს იტყვიან ადრე არსებულ დახმარებაზე (22ლარზე), მათ აღნიშნული დახმარება აღარ აღუდგებათ, თუნდაც მოეხსნათ საარსებო შემწეობა.

სატელეფონო მონიტორინგის დროს დასმული ერთ–ერთი შეკითხვა შეეხებოდა ბენეფიციარის გასაჩივრების უფლებას, რომლის შესახებაც არაფერი იყო ნათქვამი სააგენტოს ვებ-გვერდზე. ოპერატორის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარი არ ეთანხმება დეკლარაციას, ან საეჭვოდ მიაჩნია მისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა, მას შეუძლია მიმართოს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს და დაწეროს განცხადება დეკლარაციის გაცნობის თაობაზე. თუკი ბენეფიციარისთვის აღნიშნული არ იქნება საკმარისი, ის უფლებამოსილია გაიტანოს დოკუმენტაციის ასლი და შემდგომ გააგრძელოს დავა ადმინისტრაციული წარმოების გზით.

პასუხი არ იყო ამომწურავი შეკითხვაზე, რომელიც შეეხებოდა  მოქმედ და 2015 წლიდან ასამოქმედებელ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სტატუსის მინიჭების მეთოდოლოგიას შორის კონკრეტულ განსხვავებებს. ოპერატორის თქმით, ამ ეტაპზე მისთვის მხოლოდ ცნობილია, რომ ახალი მეთოდოლოგიის თანახმად, სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასება აღარ მიიღება მხედველობაში, ხოლო სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება სააგენტოს ვებ-გვერდზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უნდა ითქვას, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოპერატორები ყოველგვარი დაყოვნების გარეშე ახორციელებდნენ შეკითხვებზე პასუხის გაცემას. არ დაფიქსირებულა პასუხისაგან თავის არიდების ან არაკორექტულად პასუხის გაცემის შემთხვევები.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო, ძირითადად ჯეროვნად გასცემს (როგორც ელექტრონულად ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით) საჯარო ინფორმაციას მოსახლეობაზე ფულადი სოციალური დახმარების დანიშვნასთან დაკავშირებით. თუმცა არსებობს მთელი რიგი პრობლემებისა (მაგალითად, ონლაინ კონსულტაციისა და დახმარების, სიახლის გაზიარების, მარგინალიზებული ჯგუფისათვის ვებ-გვერდზე სპეციალური განყოფილების არარსებობა), რომელთა აღმოფხვრაც აუცილებელია სააგენტოსა და ზოგადად სახელმწიფოს ძირითადი მიზნის-სიღარიბის დაძლევის ეფექტურად განსახორციელებლად.

ნაშრომი მომზადებულია პროექტის “ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება” ფარგლებში მიმდინარე ესეების კონკურსისთვის.

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ.  გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და IDFI-ის თვალსაზრისს.

IDFI_LOGO_BIGUSEmbassyseal               embassy_FLAG

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება and tagged , . Bookmark the permalink.

One Response to ფულადი სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა მითები და რეალობა

  1. 568632216 says:

    me var elene liria34 wllis myavs 2 shvili.var socialurad daucveli.meda chemi meugle umushevrebi vart.aramaqvs sacxovrebeli vcxovrob sxvis saxlahi isic yidis da mtxovs davcalo.aranairi sashvaleba aramaqva patara xshirad avadmyofobs ver vyidulobd wamlebs. . bavshvebi msherebi mtavs. imedua waikitxavt da menexmarebit.nu momiklavt shvilebs shimshilit.ar vtakilob aranair saqmes.ogond chems shvilebs vahamo raime.vcxovro.qalaq samtrediashi bolqvazis qucha meore chixi nom 2 shii

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s