ბლოგი შექმნილია პროექტის „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში. მასზე, საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით, რეგულარულად განთავსდება პოსტები, სტატიები საქართველოსა და მსოფლიოში ელექტრონული მმართველობისა და ელექტრონული მონაწილეობის განვითარების უახლესი ტენდენციების, მიღწევებისა და ამ სფეროში დანერგილი სხვადასხვა სიახლის შესახებ. ბლოგზე წარმოდგენილი იქნება კვლევის პროცესში აღმოჩენილი პრობლემები და მიღწევები. ამასთან ერთად, პროექტის ორგანიზატორები მკითხველს შესთავაზებენ ინფორმაციას უცხოეთში ელ-მონაწილეობის ფარგლებში განვითარებული სხვადასხვა ინიციატივების შესახებ. თანაც, ბლოგის საშუალებითა და მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებებით მოქალაქეებს კვლევაში პირდაპირი ან ირიბი ჩართვის საშუალება ექნებათ.
მოეწყობა ონლაინ დისკუსიები, გამოკითხვები. მათ შეეძლებათ ონლაინ რეჟიმში გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები მიმდინარე პროექტების, გასატარებელი ღონისძიებებისა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის შესახებ.
როგორ ჩანს, ბლოგის ერთ-ერთი დანიშნულება ელ-ჩართულობისა და ელ-მონაწილეობის რაობის, არსისა და მექანიზმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოქალაქეები ელ-ჩართულობის შესახებ ცნობების გაგებასთან ერთად, პრაქტიკაში განახორციელებენ მის ელემენტებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებების ერთმანეთთან გაზიარებით. თანაც, სოციალური ქსელების აქტიურ მომხმარებლებს შეეძლებათ ერთად განიხილონ იმ მექანიზმების განვითარების გზები, რაც პოლიტიკურ დაგეგმვასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათ აქტიურ ჩართვას უზრუნველყოფს.
პროექტი –„ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში” — ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის — „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების” (G-PAC) ფარგლებში.
ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდამჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
ბლოგი არ გამოხატავს USAID–ის ან ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.