ავტორი: სალომე დავითაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსი;
სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ), მისი წილის, დასაქმების და სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით, თუმცა დღესდღეობით სოფლის მეურნეობა საქართველოში ბევრი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგას. 2005 წლიდან რეალური წარმოება 20%-ით შემცირდა, საშუალო წარმოებამ ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით იკლო.
სოფლის მაცხოვრებელთა უმრავლესობისათვის სოფლის მეურნეობა შემოსავლის ძირითადი წყაროა. სწორედ სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული მთელი სამუშაო ძალის 50%. მათი 95% კი მცირე მეწარმეა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ძალიან მწირია.