Tag Archives: ჩართულობა

ვიდეო: პარტნიორობა ღია მმართველობისთვის (OGP) – საქართველო

ვიდეო-რგოლის მიზანია საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო ინიციატივის „ღია მმართველობის პარტნიორობა“ შესახებ. იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე სპეციალურად ამ ინიციატივისთვის შექმნილია განყოფილება, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ სამინისტროს მიაწოდონ საკუთარი იდეები მთავრობის მეტი გამჭვირვალობის მისაღწევად. ვიდეო-რგოლი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ პროექტის „ელექტრონული ჩართულობის … Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია, ელ-პლატფორმა, საჯარო დაწესებულება | Tagged , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ვიდეო: „შენი აქტიურობა ცვლილებებისთვის“

ვიდეო-რგოლი მიზნად ისახავს განმარტოს აქტიური მოქალაქის მნიშვნელობა დემოკრატიული ინსტიტუტების ფორმირების პროცესში. კლიპის კიდევ ერთი მიზანია ნათელი გახადოს, თუ რატომ არის სამოქალაქო მონაწილეობა და ჩართულობა აუცილებელი ცვლილებების მისაღწევად. ვიდეო-რგოლი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ პროექტის „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში” ფარგლებში. … Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება | Tagged , , , , , | დატოვე კომენტარი

მოქალაქის პლატფორმა www.ichange.ge

ბოლო დროს რამდენიმე საინიციატივო ჯგუფმა განსხვავებულ საკითხებზე რამდენიმე პეტიცია შექმნა, რომელთა უმეტესობა მთავრობისგან ცალკეულ პრობლემებზე გამოხმაურებას ითხოვდა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლოზ გილაურის Facebook გვერდზე მისი პრემიერობის დროს განთავსდა „ღია პეტიციების“ აპლიკაცია, სადაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინიციატივა გახლდათ „მოვითხოვთ მარიხუანას დეკრიმინალიზაციას“ (დღეისათვის 2 … Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია, ელ-პლატფორმა, საჯარო დაწესებულება | Tagged , , , | დატოვე კომენტარი

საჯარო განხილვა: მოქალაქის პლატფორმა www.ichange.ge

29 მაისს, 13:00 საათზე IDFI (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს, ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, იწვევს საჯარო დისკუსიაზე: მოქალაქეების პოლიტიკური ჩართულობის პლატფორმის – www.ichange.ge-ს კონცეფცია. მისამართი: მარჯანიშვილის 5, III სართული როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ ინიციატივის – „ღია … Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია | Tagged , , , , , | დატოვე კომენტარი

პოლიტიკის შემუშავებაში მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემები – საქართველო

ბოლო დროს რამდენიმე საერთაშორისო კვლევამ აჩვენა საქართველოში დემოკრატიულობის ხარისხის ზრდა, თუმცა ჯერ კიდევ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეების ჩართულობის ხარისხი. დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეების ჩართულობის დონეა. საქართველოში ამ კუთხით სერიოზული გამოწვევები არსებობს: დაბალია სამოქალაქო მონაწილეობის ხარისხი … Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია, ელ-პლატფორმა | Tagged , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ელ-კონსულტაცია დიდ ბრიტანეთში

ავტორი: თეონა ტურაშვილი საჯარო პოლიტიკაში მოქალაქეთა ჩართულობისა  და სხვადასხვა საკითხებზე საჯარო კონსულტაციებს გამართვას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა დიდ ბრიტანეთში. ქვეყნის თითქმის ყველა სამინისტროს ვებ-გვერდზე ინტეგრირებულია ელექტრონული კონსულტაციის საშუალება. მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს  შემთხვევაში კატეგორია „კონსულტაცია“ მთავარ გვერდზეა გამოტანილი და იგი მთელ რიგ … Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია, ელ-პლატფორმა, საჯარო დაწესებულება | Tagged , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პეტიციები თბილისის მერს

საქართველოს ხელისუფლება ეტაპობრივად ცდილობს ელექტრონული სერვისების დანერგვას. ერთ-ერთი მაგალითი თბილისის მერიის მიერ ონლაინ პეტიციებისთვის განკუთვნილი პლატფორმის – „თქვენი იდეა თბილისის მერს“ – შექმნაა. ამგვარი ელექტრონული რესურსის შექმნა დადებით ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა დაკვირვებამ აჩვენა, რომ აღნიშნული გვერდის ადმინისტრირება დახვეწას საჭიროებს. … Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია, ელ-პლატფორმა, საჯარო დაწესებულება | Tagged , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

მოქალაქეთა ელ-ჩართულობა სამართალშემოქმედებით პროცესში

პროექტის „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში მომზადდა ვიდეო რგოლი „შეცვალე კანონი“, რომლის  მიზანია საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ფორმით შეუძლიათ მოქალაქეებს მიიღონ მონაწილეობა კანონშემოქმედებით პროცესში. როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს შექმნილი აქვს ვებ-გვერდი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, რომელზეც შესაძლებელია სასურველი … Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია, ელ-პლატფორმა, საჯარო დაწესებულება | Tagged , , , , , | 2 Comments

ვიდეო: პეტიციები თბილისის მერიას

ვიდეოს მიზანია მოქალაქეებს მიაწოდოს ინფორმაცია თბილისის მერიის მიერ ინიცირებული ონლაინ პეტიციების შესახებ, რათა ისინი უფრო აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და თბილისის მთავრობას ელექტრონულად მიაწოდონ საკუთარი ინიციატივები ცალკეული პრობლემების გადასაჭრელად. ვიდეო-რგოლი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ პროექტის „ელექტრონული ჩართულობის … Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება | Tagged , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ონლაინ პეტიციები აშშ-ში

ავტორი: თეონა ტურაშვილი საქართველოში ონლაინ პეტიციების პლატფორმები ეტაპობრივად მკვიდრდება. პირველად თბილისის მერიამ გამოთქვა მზადყოფნა მოსახლეობის მხრიდან პეტიციების მიღებაზე, რისთვისაც შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდი „ჩემი იდეა თბილისის მერს“. ცნობილია, რომ “პარტნიორობა ღია მმართველობისთვის” ინიციატივის ფარგლებში ხელისუფლება გეგმავს ერთიანი სამთავრობო პლატფორმის შექმნას – … Continue reading

Posted in ელ-კომუნიკაცია, ელ-პლატფორმა, საჯარო დაწესებულება | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი